კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ვცხოვრობ მრავალბინიან სახლში. ჩემმა მეზობელმა გამოიყენა სარდაფი ისე, რომ ამოსასვლელი გადაკეტა. მეზობლებმა სასამართლოში აღძრეს სარჩელი და მოითხოვეს მათი თანხმობის გარეშე მოწყობილი საკუჭნაოს აღება. როგორ უნდა გადაწყდეს დავა?

პასუხი: სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ბინის მესაკუთრე მოვალეა, იმგვარად გამოიყენოს შენობის საერთო საკუთრება, რომ არ შეილახოს სხვა მესაკუთრეთა უფლებები.

კითხვა: ერთ-ერთ ორგანიზაციაში სამსახურში აყვანის წინაპირობად მითხრეს, რომ გამოსაცდელი ვადა იქნება 5 თვე. არის თუ არა ეს პირობა კანონიერი?

პასუხი: გამოსაცდელი ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ ერთხელ და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

კითხვა: საცხოვრებელი სახლის დამქირავებლის გარდაცვალების შემდეგ, გამქირავებელმა დააყენა საკითხი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს ხელშეკრულების შეწყვეტაზე იმის გამო, რომ გამქირავებელს უფლება არ აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. კანონიერია თუ არა ეს მოთხოვნა?

პასუხი: კანონიერია, რადგან, არსებული კანონმდებლობის თანახმად, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან.

კითხვა: მინდა შევიტანო საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ საკასაციო საჩივარს არ მიიღებენ, რადგან საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს. მართალია თუ არა ჩემი მეგობარი?

პასუხი: თქვენი მეგობარი არ არის მართალი, რადგან სააპელაციო და საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა.

კითხვა: ვარ 15 წლის. შემიძლია თუ არა დავიწყო ოფიციალურად მუშაობა?

პასუხი: მინიმალური ასაკი, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, არის 16 წელი. უფრო დაბალი ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე, სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

კითხვა: არის თუ არა რამე შეზღუდვა 18 წლამდე პიროვნების დასაქმებასთან დაკავშირებით?

პასუხი: 16-დან 18 წლამდე მოზარდებთან აკრძალულია შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული, პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

კითხვა: ახლობელს თანაკურსელმა დანით მიაყენა მძიმე ჭრილობა. ის საავადმყოფოში წაიყვანა მეზობელმა საკუთარი ავტომანქანით. გზაში მოყვნენ ავტოავარიაში და ავტოკატასტროფის დროს ჩემი ახლობელი დაიღუპა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დანით მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო და ეს უკანასკნელი სამედიცინო დახმარების შედეგადაც კი ვერ გადარჩებოდა. დაისჯება თუ არა თანაკურსელი მკვლელობის მუხლით?

პასუხი: არ დაისჯება. დანაშაული დაკვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ავტოკატასტროფა.

კითხვა: ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში დაგროვდა წყალი და საფრთხე ექმნება შენობას. პირველ სართულზე მცხოვრებმა მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს ფულის შეკრება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაზეც მესამე სართულის მცხოვრები უარს აცხადებს. ვალდებულია თუ არა ის, გადაიხადოს თანხის ნაწილი?

პასუხი: ვალდებულია, რადგან მისი ბინის მდგომარეობის მიუხედავად, შენობაში ყოველი ბინის მესაკუთრე სხვა ბინების მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია, თავისი წილის შესაბამისად გაწიოს ხარჯები.

კითხვა: მინდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გახსნა. მაინტერესებს, რამდენი უნდა მქონდეს საწყისი კაპიტალი?

პასუხი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გასახსნელად, საქართველოს კანონმდებლობით, კონკრეტული თანხა არ არის გათვალისწინებული. ასე რომ, მისაღებია ნებისმიერი ოდენობის კაპიტალი.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ, თუ მოძრავ მატარებელს ვინმე გააჩერებს, რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება?

პასუხი: მოძრავი მატარებლის უმიზეზოდ გაჩერებისთვის, თუ ამას ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვება, დამნაშავე ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კითხვა: ვარ პირველი რიგის იპოთეკარი, ჩემ შემდეგ არის მიკროსაფინანსო ბანკი. მოთხოვნა სააღსრულებლო ბიუროში დავაყენე მხოლოდ მე. აღმასრულებელი მეუბნება, რომ პირველი აპრილიდან შესული ცვლილებით, საჯარო აუქციონზე ვინც არ უნდა იყოს ბინის შემძენი, ბანკის ვალი აუცილებლად გადაყვება მას. მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ სააღსრულებლო ბიურო ახორციელებს აღსრულებას, პირველი რიგის იპოთეკარის სასარგებლოდ, ყველა სხვა რიგის იპოთეკა უქმდება.

კითხვა: ერთი წელია, ვიხდი ალიმენტს თვეში 70 ლარის ოდენობით. ამჟამად დამითხოვეს სამსახურიდან. მაინტერესებს, ისევ უნდა ვიხადო თუ არა დაკისრებული ალიმენტი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ ვალდებული ხართ, გადაიხადოთ ალიმენტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს ალიმენტის შემცირების მოთხოვნით.


скачать dle 11.3