კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანელები უპირატესობას ინტერნეტმაღაზიებს ანიჭებენ


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მცხოვრებლები 2010 წელს ინტერნეტით განხორციელებულ შენაძენებზე დაახლოებით 24,3 მილიარდ ევროს დახარჯავენ. ეს 12 პროცენტით მეტია, ვიდრე შარშან იყო. როგორც ამ სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე მეტ თანხას გერმანელები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად ხარჯავენ. წელს გერმანიის მოქალაქეები ინტერნეტით განხორციელებულ შესყიდვებზე იმაზე მეტ თანხას დახარჯავენ, ვიდრე ოდესმე. გერმანელი მომხმარებლები 24,3 მილიარდის მეოთხედს ინტერნეტმომსახურების გადასახდელად, კერძოდ, კომპიუტერული პროგრამებისა და მუსიკის გადმოსაწერად გაიღებენ, დანარჩენი თანხით კი მათთვის სასურველ საქონელს შეიძენენ. ექსპერტები არა მხოლოდ ონლაინვაჭრობის მოცულობის გაზრდას ვარაუდობენ, მათი აზრით, შეკვეთით მიღებული საქონლის მოცულობაც გაიზრდება ქვეყანაში. როგორც მოელიან, 2010 წელს ინტერნეტისა და კატალოგების საშუალებით, მომხმარებლები, 29,9 მილიარდი ევროს საქონელს შეუკვეთენ, ანუ 2,7 პროცენტით მეტს, ვიდრე წელს. დღესდღეობით გერმანიის თითოეული მცხოვრები ვაჭრობის ზემოხსენებული ფორმების გამოყენებით 365 ევროს ხარჯავს წელიწადში.


скачать dle 11.3