ბანანის სუფლე
საჭირო ინგრედიენტებია: 4 ცალი საშუალო ზომის ბანანი, 2 კვერცხის ცილა, 4 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა, 1 ჩაის კოვზი კარაქი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი: ბანანს გააცალეთ კანი და რბილობი ჩანგლით გასრისეთ. კვერცხის ცილა გათქვიფეთ მიქსერით გათეთრებამდე და დაუმატეთ ლიმონის წვენი. ბანანს დააყარეთ შაქარი, გათქვეფილი კვერცხის ცილის 3/4 ლიმონის წვენით და კარგად აურიეთ.
ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით მასში მიღებული მასა. ზემოდან მოასხით დარჩენილი ცილა და მოათავსეთ ჰაერღუმელში, სანამ ზედაპირი ცოტათი არ შეუწითლდება. გამოიღეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და ცხელივე მიიტანეთ სუფრასთან.