კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელები საბერძნეთს იპყრობენ


საბერძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, მისი დედაქალაქის – ათენის გარეუბანში მალე „ჩაინა თაუნი“ აღმოცენდება. ათენის მეგაპოლისის შემადგენლობაში შემავალი პირეოსის პორტის ერთ-ერთ საკონტეინერო მისადგომის 35-წლიან იჯარაში უმსხვილესმა ჩინურმა სახელმწიფო კორპორაციამ „ჩაინა ოუშენ შიპინგ კომპანიმ“ 3,4 მილიარდი ევრო გადაიხადა. ამ თანხის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია საბერძნეთისთვის, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანას უცხოელი ინვესტორები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ. ჩინელების განცხადებით, ისინი საბერძნეთში იმედიანად აბანდებენ თანხას და აღნიშნავენ, რომ პირეოსის პორტი მალე ხმელთაშუაზღვისპირეთში უმსხვილესი საკონტეინერო ობიექტი გახდება. პეკინი საბერძნეთში შექმნილი კრიზისული ეკონომიკური ვითარებითა და გაურკვევლობით სარგებლობს და საკვანძო აქტივებს იაფად ყიდულობს. ჩინელები თავიანთი კაპიტალის მიერ კონტროლირებული პორტების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სარკინიგზო ხაზების ქსელის შექმნას გეგმავენ, რომლის საშუალებითაც ევროპაში იაფი ჩინური პროდუქციის ულევი ნაკადი წარიმართება. ის, რომ ჩინელებმა პირეოსი აირჩიეს პლაცდარმად და უმსხვილესი ევროპული პორტის – ჰოლანდიური როტერდამის კონკურენტად, გასაკვირი სულაც არ არის. ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის სიახლოვის გამო, მას სტრატეგიული მდებარეობა აქვს და შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩინეთის სავაჭრო ექსპანსიას როგორც ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში.


скачать dle 11.3