ამერიკელებისთვის ევროპელების საბანკო მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა
ადვილი შესაძლებელია, 2007-2008 წლების „დიდ რეცესიას“ მომავალში ისტორიკოსებმა „მამაკაცური რეცესიაც“ კი უწოდონ. სწორედ მამაკაცები წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად. საფინანსო-საბანკო, მრეწველობისა და მშენებლობის სფეროებში უმეტესობა მამაკაცია და სწორედ მათ მიიღეს პირველი დარტყმა საკუთარ თავზე, იმდენად, რამდენადაც მათი ხელფასი სუსტი სქესის წარმომადგენლებისას აღემატებოდა. იმ 11 მილიონ ადამიანს შორის, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წლიდან დაკარგეს სამსახური, ორი მესამედი მამაკაცი იყო. როგორც ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ლარი სამერსი ვარაუდობს, გამორიცხული არ არის, ხუთი წლის შემდეგ 25-დან 55 წლამდე ასაკის ყოველი მეექვსე მამაკაცი უმუშევარი აღმოჩნდეს. თუმცა, თუ მათ გაუმართლებთ, მათზე ცოლები იზრუნებენ. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის ამერიკისა და ევროკავშირის ყველაზე მდიდარ ქვეყნებში საშუალოდ ქალბატონები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები. გარდა ამისა, უახლოეს ათწლეულებში დამსაქმებელთა უმეტესობაც სუსტი სქესის წარმომადგენელი იქნება.