კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


მარწყვის ან ალუბლის პუდინგი

საჭირო ინგრედიენტებია: 15 გრამი ჟელატინი, 1 პატარა შეკვრა ვანილი, 500 მილილიტრი ნაღები, 4 სადილის კოვზი შაქარი, 400 გრამი მარწყვი (ან ალუბალი), 1 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 4 სადილის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი.

მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ. 300 მილილიტრი ნაღები წამოადუღეთ ვანილთან და შაქართან ერთად და გადმოდგით ქურიდან. ჟელატინი გაწურეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ნაღებისა და შაქრის მასას. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. 200 მილილიტრი ნაღები ცალკე ათქვიფეთ და ისიც შეურიეთ. ჩაასხით ფორმებში, რომლებსაც წინასწარ ცივ წყალს გამოავლებთ. მოათავსეთ მაცივარში 4 საათით.

მარწყვი (ალუბალი) დაჭერით, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მოასხით ლიმონის წვენი. დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი.

გააჩერეთ თხუთმეტი წუთი. გამოიღეთ მაცივრიდან ფორმებში ჩასხმული მასა, ჭურჭლის ფსკერი რამდენიმე წამით ჩაყავით ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ ლანგრებზე. ზემოდან მოასხით მარწყვის (ლიმონის) მუსი და დააწყვეთ ხილის ნაჭრები.


скачать dle 11.3