ასეთი მეკარე გვინდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი პრობლემა მეკარის პოზიცია რომ არის, კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, ერთი საინტერესო იდეა მაქვს – რადგან მაინც განწირულები ვართ ხოლმე, ხომ არ აჯობებს, კარში ქალი ჩავაყენოთ? მართალია, გასაშვებს ისიც გაუშვებს, მაგრამ ხომ შეიძლება, ჯენტლმენი მეტოქე შეგვხვდეს და ბევრი არ გაუტანოს? თან საგინებლადაც რა კარგია, დააკვირდით – სანათესაოს კი არ მოუკითხავ, პირდაპირ დაამისამართებ და ვინ იცის, ეგებ არც გაბრაზდეს.
მოკლედ, ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ ქალთა გუნდის მეკარემ ლიზა ანდრიოლიმ გადაწყვიტა, დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს და გაიხადა. დედა, ეს რა ვნახეო, ლიზას სხეულზე აშკარად ვერ იტყვი, მაგრამ არც ისეა საქმე, მისი ხილვა ჩაცმული ჯობდეს. ჰოდა, ამის შემდეგ ანდრილის წინადადება რამდენიმე ევროპული კლუბისგან აქვს. ქალთა ფეხბურთი, პოპულარობის მხრივ, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს და მათ ამ გზით სურთ სტადიონზე გულშემატკივართა მიზიდვა. ლიზა ჯერ ფოტოსესიას მოაწყობს, მერე კარში ჩადგება და მერე ისე იქნება, როგორც გითხარით – საგინებლად სანათესაოს გახსენება არ დაგჭირდებათ – დაიჭერთ იმ ჟურნალს, რომლის გარეკანზეც ლიზა იქნება და აგინეთ, რამდენიც გინდათ.