პატოს ცოლი მთელი ცხოვრება წილში ჩაუჯდა
ალბათ, გახსოვთ, „მილანში“ ჩარიცხულმა ალეშანდრე პატომ, პირველივე გოლის გატანის შემდეგ, თითებით გული რომ გამოსახა და ტრიბუნებისკენ გაიშვირა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი იტალიელ მსახიობს, თავისზე ორი წლით უფროს სტეფანი ბრიტოს ყვარობდა. ბრიტომ პატო დისკოთეკაზე გაიცნო და გაცნობიდან ორ დღეში მასთან საცხოვრებლად გადაბარგდა. მალევე წყვილმა თავისი ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა და მრავლისმნახველმა იტალიელმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაწერეს, ბრიტო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია და ალეშანდრეს ხაფანგში აბამსო. აბა, მედიას ვინ დაუჯერებდა და პატომ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ახლა კი აღმოაჩინა, რომ ბრიტო არცთუ ისე მორიდებული და არცთუ ისე საყვარელი ქალი ყოფილა და მასთან განქორწინება გადაწყვიტა. ფეხბურთელს ეგონა, ცოლს ორ მილიონს მიუგდებდა და ამით დაასრულებდა მასთან ურთიერთობას, თუმცა...
„პატო ვალდებულია, საკუთარი შემოსავლის 20 პროცენტი ყოველწლიურად უხადოს ბრიტოს“, – ასეთია სასამართლოს დასკვნა, თუმცა, ფეხბურთელის ადვოკატმა განაჩენი უკვე გაასაჩივრა.
„მათ ერთი წელიც კი არ უცხოვრიათ ერთად. ეს სრული სიგიჟე და აბსურდია. მე მოვითხოვ, სტეფანი ორი მილიონით დაკმაყოფილდეს. აბა, რას ნიშნავს ეს 20 პროცენტი? გავა წლები და პატოს შემოსავალი წლიურად, ალბათ, 20 მილიონს გადააჭარბებს და იმის გამო, რომ რამდენიმე თვე ვიღაცასთან ცხოვრობდა, მილიონები უნდა დაკარგოს“, – გაწიწმატებული იყო ფეხბურთელის ადვოკატი.