უშველეთ ამ ქალს
ვიტორია რიზი უბრალო ვინმე არ გეგონოთ. ამ ქალს თაობები ჰყავს აღზრდილი. უფრო ზუსტად რომ მოგახსენოთ, რიზი ყველაზე ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავია. ჰოდა, ცოტა ხნის წინ იგი სცენაზე გამოვიდა სრულიად შიშველი (ჩაცმული რომ ყოფილიყო, ის უფრო გაუკვირდებოდა ყველას) და საინტერესო განცხადება გააკეთა.
„მთელი ცხოვრება ტურინის „იუვენტუსს“ ვგულშემატკივრობ და მინდა, მან ძველი დიდება ისევ დაიბრუნოს. საამისოდ, აუცილებელია, გუნდში ფეხბურთელების შენარჩუნება და განსაკუთრებით დავიდ ტრეზეგესი, რომელსაც არაერთი გოლი აქვს გატანილი. მზად ვარ, თუ დავიდი დარჩება, ნებისმიერ დროს შევხვდე და მასთან ერთად განვმარტოვდე. თანაც, ამას მთელი სეზონის განმავლობაში გავაკეთებ. ისე, ბოლო დროს ხატვამ გამიტაცა და მინდა, ტრეზეგე დავხატო. თუ არ ეცლება, მზად ვარ, „იუვენტუსის“ კიდევ ორი ფეხბურთელი – დიეგო ან ამაუი დავხატო. მათაც თუ არ ეცლებათ, მაშინ – ნებისმიერი. ხატვა კარგად გამომდის“, – განაცხადა ვიტორიამ.
მოკლედ, ოღონდ გუნდი არ დაიშალოს და ეს ქალი ყველაფერზე თანახმაა.