შავზე თეთრი კარგად მიდის
ლონდონის „არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სოლ კემპბელმა ჯვარი დაიწერა. 36 წლის სოლმა ცოლად 29 წლის ფიონა ბარატი მოიყვანა.
ჯვრისწერის ცერემონიალს ისეთი ფეხბურთელები დაესწრნენ, როგორებიც რიო ფერდინანდი, ენდი კოული, დევიდ სიმენი და ეშლი კოული არიან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ კემპბელი ცნობილ ჩოგბურთელს, მარტინა ჰინგისს ყვარობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ჯვრისწერამდე არ მივიდა.