ფოლკლორის მომღერალი
რუსეთში, ყველაზე პოპულარული ფოლკლორის მომღერალი ქალი, ვინმე ლიანა გახლავთ. ქართული საზომებით, ქალი რომ ფოლკლორს მღერის, მინიმუმ, ჩიხტიკოპით უნდა დადიოდეს, რუსეთში კი...
ლიანა და გროზნოს „ტერეკის“ ფეხბურთელი, ბულგარელი ბლაგო გეორგიევი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს. წყვილი საამოდ ჟღურტულებდა (ლიანა, სავარაუდოდ, მღეროდა) და მერე ბლაგომ ქალი სასტუმროში წაიყვანა. თქვენი არ ვიცი და მე მგონია, რომ სასტუმროში ისინი იმიტომ განმარტოვდნენ, ლიანას სოლო ემღერა.
ასეა თუ ისე, წყვილი ახლა ერთად არის და ფოლკლორის რა გითხრათ, მაგრამ ქალი თამამ ფოტოსესიებს კი აწყობს. იმედია, ამ სურათებს აფიშებზე მაინც არ გამოაკრავენ, თუმცა არც ეს იქნება უცნაური. ისე, რა დრო იყო, არა, გადაფრინდებოდი 37 მანეთად მოსკოვში, მოუსმენდი რუსულ ფოლკლორს, ძირითადად სოლოს და გადმოფრინდებოდი მერე ისევ, იქაური ტრადიციებით დატვირთული და დაღლილი.