„ჯაბულანი“ ყველაზე ძვირია
„ჯაბულანი“ ის ბურთია, რომლითაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდნენ და რომელსაც ფრენის ტრაექტორიას ყველა მეკარე და ფეხბურთელი უწუნებდა. ფინალური მატჩისთვის ათი ბურთი იყო გამზადებული და როგორც ირკვევა, ფეხბურთელებმა ათივეთი ითამაშეს. ჰოდა, მუნდიალის დასრულების შემდეგ, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი ბურთი გაიტანეს გასაყიდად და საწყის ფასად, სულ რაღაც, სამასი დოლარი დაადეს. ფასმა ზრდა ელვისებური სისწრაფით დაიწყო და საბოლოოდ, მყიდველმა მასში 74 ათასი დოლარი გადაიხადა.
აქამდე, ყველაზე ძვირად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ნათამაშები ბურთი ითვლებოდა, რომელიც ანალოგიურ აუქციონზე 46 ათას დოლარად გაიყიდა.