კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლაჟის დიეტა


გაფრთხილება:

1. როცა დიეტას ვიცავთ, ორგანიზმი სტრესში იმყოფება და უჭირს თავდაცვა. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ ჯანმრთელობისთვის საშიშ, ეგრეთ წოდებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, მაგალითად, სოიას, რომელიც ჩვენთან ძირითადად ამ სახით შემოაქვთ.

2. ნუ შეიძენთ ძალიან ლამაზსა და დიდი ზომის ხილსა და ბოსტნეულს.

3. სუპერმარკეტში პროდუქტის ყიდვისას, ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს და დაადგინეთ მისი წარმოშობა, შემადგენლობა და ვარგისიანობის ვადა.

ჩვენი დღევანდელი დიეტის მთავარი შემადგენელი პროდუქტია მაწონი (ან კეფირი). დიეტა გათვლილია 6 დღეზე და ყოველდღიურად გამოიყენება 600 მილილიტრი უცხიმო, ახალი (მაქსიმუმ – 1-2 დღის) მაწონი.

პირველი დღე

პროდუქტები: 600 გრამი უცხიმო ხაჭო და 600 მილილიტრი მაწონი.

რეჟიმი: გაყავით ორივე პროდუქტი სამ-სამ ნაწილად და მიირთვით მონაცვლეობით, 2-2 საათის შუალედით, ანუ: დილის 9 საათზე – 200 გრამი ხაჭო; 11 საათზე – 200 მილილიტრი მაწონი; 13 საათზე – ისევ 200 გრამი ხაჭო და ასე ბოლომდე.

მეორე დღე

პროდუქტები: 6 ცალი დიდი ზომის კივი (გარეცხეთ, გათალეთ და, შეძლებისდაგვარად, გამოაცალეთ თესლები) და 600 მილილიტრი მაწონი.

რეჟიმი: პრინციპი იგივეა, რაც პირველი დღის შემთხვევაში: 2 ცალი კივი – 200 მილილიტრი მაწონი და ასე ბოლომდე. შუალედები – კვლავ 2-2 საათი.

მესამე დღე

პროდუქტები: 600 გრამი მოხარშული თევზი და 600 მილილიტრი მაწონი.

რეჟიმი: იგივე.

მეოთხე დღე

პროდუქტები: 600 გრამი საშუალო ზომის კიტრი, 600 მილილიტრი მაწონი.

რეჟიმი: იგივე.

მეხუთე დღე

პროდუქტები: 600 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 600 მილილიტრი კეფირი.

რეჟიმი: იგივე.

მეექვსე დღე

პროდუქტები: 3 საშუალო ზომის გრეიპფრუტი, 600 მილილიტრი მაწონი.

რეჟიმი: იგივე.

მეშვიდე დღე

პროდუქტები: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ლიტრი მაწონი.

რეჟიმი: კვერცხი და 200 მილილიტრი მაწონი მიირთვით პირველ კვებაზე, მაწვნის დანარჩენი რაოდენობა თანაბრად გაანაწილეთ მთელ დღეზე 2-2 საათის შუალედით.

პლაჟის დიეტას წყლის მიღების განსაკუთრებული რეჟიმი აქვს: იმ ორი ლიტრი სითხიდან, რომელიც დიეტის დროს აუცილებლად უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, 1 ლიტრი – ჩვეულებრივი მინერალური წყალია, 500 მილილიტრი – ჰიდრომელი (1 ჩაის ჭიქა წყლის, 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1 ცალი ლიმონის წვენის ნაზავი) და 500 მილილიტრი – ახალდაყენებული მწვანე ჩაი (ცივი ან ცხელი). გარდა ამისა, აუცილებლად უნდა მიირთვათ დღეში 1-2 კონა სხვადასხვა მწვანილი და 2 ჩაის კოვზი არარაფინირებული ზეთი (შეგიძლიათ, მაწონში შეურიოთ, არ შეეტყობა).

თუ ამ დიეტას სკურპულოზურად დაიცავთ, კვირის განმავლობაში 4-5 კილოგრამს დაიკლებთ.

დიეტა არ არის ნებადართული მოზარდებისთვის, ორსული ქალებისთვის, ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში და მათთვის, ვისაც რამე კონკრეტული სერიოზული ავადმყოფობა აწუხებს.


скачать dle 11.3