კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჭამოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა თხილი და ნიგოზი


დიაბეტის ერთ-ერთი პირველი ნიშანია წყურვილის მუდმივი შეგრძნება, განსაკუთრებით – ღამის საათებში. ამ დროს ადამიანი ხშირად და ცოტ-ცოტას შარდავს, ხშირ შემთხვევაში უძლიერდება მადა, მაგრამ, გაძლიერებულ მადას თან ახლავს წონაში დაკლება, ზოგჯერ პირის ღრუსა და ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, სქესობრივი დაუძლურება ან სასქესო ორგანოების გაღიზიანება.

დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა მკაცრად უნდა დაიცვას კვების რეჟიმი – უნდა ჭამოს ხშირად და მცირე ულუფებით. საკვების დროულად მიღება ეხმარება ორგანიზმს ინსულინის უკეთესად გამოყოფაში.

ასევე, სასურველია, ახალგამოწურული ხილ-ბოსტნეულის წვენების დალევა. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში სტაფილოსა და ვაშლის წვენები, გააზავეთ წყლით და დალიეთ. შეგიძლიათ, გაზგასულ მინერალურ წყალშიც შეურიოთ. ასევე, ხშირად ჭამეთ ნიგოზი და თხილი.

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ახალი ბოსტნეულის სალათები, რომლებიც, უკეთესია, შეაზავოთ ლიმონის წვენით ან მცენარეული ზეთით.

დიაბეტით დაავადებული ადამიანის მენიუ აუცილებლად უნდა შეიცავდეს მცენარეული ცილებით მდიდარ პროდუქტებს, ასეთებია: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, პარკოსნები. თუ გიყვართ ხორციანი კერძები, მაშინ ისინი უნდა მოხარშოთ ან მოამზადოთ ორთქლზე.


скачать dle 11.3