კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად უნდა დაისვენონ ყურისა და სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებმა და ვისთვის არის საშიში ზღვის წყალი და მთის ჰაერი


უბრალო ყურის გაციება, ტკივილი, შუილი თუ სმენის უმნიშვნელო დაქვეითებაც კი, საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომებია. ამიტომ, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და დროული და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ. როგორც ექიმი გიორგი გოგნიაშვილი ამბობს, ზაფხულის სეზონზე, მთაში და ზღვაზე დასვენების დროს აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ სმენას, სუნთქვას და დროულად გაისუფთაოთ ყურები წყლისა და გოგირდისგან. ასე რომ, სწორედ ზაფხულში უნდა გაუფრთხილდეთ ყურებს, რათა უამრავ პრობლემას აარიდოთ თავი.


– რატომ არის ზაფხული ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებით დასნებოვნებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი და რას გვირჩევთ, როგორ ავარიდოთ თავი დასვენების დროს, მთელ რიგ პრობლემებს?

– ყურის პათოლოგიები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ვითარდება, ძირითადად ზღვაზე დასვენებას უკავშირდება. ეს პათოლოგიები კი, ზოგადად, შემოდგომისკენ იჩენს თავს და სწორედ ამ დროს მოგვმართავს პაციენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა. ზღვის წყალი ძალიან აღიზიანებს ყურს. კერძოდ, თუ ადამიანს ეგრეთ წოდებულ გარეთა ყურში რაიმე დაზიანება აღენიშნება, მაშინ ზღვაზე დასვენების და წყალში ბანაობის დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს. თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ განვითარდეს გარეთა ოტიტები, ანუ ყურის გარეთა სასმენი მილის ანთება, რაც ძალიან მტკივნეულია და თუ შესაბამისი და დროული მკურნალობა არ ჩატარდა სპეციალისტის მიერ, არ არის გამორიცხული ადამიანმა სმენაც კი დაკარგოს. ეს დაავადება შესაძლოა, გამოიწვიოს ბაქტერიულმა ინფექციამ, მექანიკურმა გაღიზიანებამ და ასე შემდეგ. ზღვის წყლის ყურში ჩასვლისას, მისი გაწმენდის და გამოდევნის დროს, გამწმენდ ჩხირებს ხშირად უხეშად და ღრმად ირჭობენ ყურში, ეს კი პათოლოგიის მიზეზი ხდება. ასეთ დროს ადამიანს ძლიერი ყურის ტკივილი აწუხებს, რადგან აღინიშნება გარეთა სასმენი მილის ანთება, რამაც საშინელი და გაუსაძლისი ტკივილი იცის. ამ დროს შეიძლება, ტემპერატურამაც აიწიოს. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს – ოტოლარინგოლოგს. მისგან მიიღოთ რჩევები, რომ ზუსტად იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ, რათა არ გამწვავდეს დაავადება და ეს ინფექცია არ განვითარდეს აღმავალი გზებით სხვადასხვა ორგანოსკენ.

– თუ დროულად არ ვუმკურნალეთ ოტიტს, მაშინ, რა ხდება?

– ამ დროს ხდება სათუთი სანაცია, ანუ მიკროსკოპის ქვეშ ხდება ამოტუმბვა და პათოლოგიური პროცესის დაკვირვება, რათა ყურმა თავისი ფუნქცია დაიბრუნოს. გამღიზიანებელი პროცედურები კი, ანთებას უფრო ამწვავებს და იწვევს გართულებებს. თუ გარეთა ოტიტს დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა, მან სმენის დაქვეითება გამოიწვიოს და უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ამ დროს გარეთა სასმენი მილი შეშუპებულია, დახშულია და ბგერას ვერ ატარებს. სმენის დაქვეითებასთან ერთად მას ახასიათებს ტკივილი და ტემპერატურის მატებაც.

– ზღვაზე დამსვენებლებმა როგორ უნდა აიცილონ თავიდან ზღვის წლისგან გამოწვეული ყურის დაავადებები?

– რასაკვირველია, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ზღვაზე დასვენებას, მაგრამ იქ წასულმა თავი უნდა დაიცვათ და არ უნდა დაივიწყოთ ექიმის რჩევები. ზღვაში ბანაობას, პირადად მე, არ ვურჩევ, და უფრო მეტიც, კატეგორიულად ვუკრძალავ მას, ვისაც ყურის დაფის აპკი დაზიანებული აქვს. ის არის შუა და გარეთა ყურის გამყოფი და თუ ის გახვრეტილია და დაზიანებული, შესაძლოა, ნებისმიერმა ბაქტერიამ, მათ შორის ბანაობისას წყლის ყურში ჩასვლამ, გამოიწვიოს ანთება. როცა დაზიანებულია დაფის აპკი, უნდა გაითვალისწინოთ და ყველა ზომა იხმაროთ, რომ ყურში წყალი არ ჩავიდეს. სხვათა შორის, ეს მარტო ზღვის წყალს არ ეხება, ბანაობისას, ყურში წყლის ჩასვლაც საშიშია.

– ამ დაავადების დროს, ზღვაში ან აბაზანაში ბანაობისას როგორ მოვიქცეთ, რომ თავი დავიზღვიოთ?

– ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ ყურის სპეციალური საცობები ან ბამბის ტამპონით დაიხშოთ ყურები. ყურში მოთავსებულ გოგირდის ჯირკვლებს, გოგირდს რომ გამოყოფს, ერთგვარი დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფრთხილად იყავით ჩხირებით ყურის გამოწმენდისას, რომ არ დაიზიანოთ ყურში არსებული ეგრეთ წოდებული წამწამები, რომლებიც განლაგებულია ყურის მილში. მათ ისეთი ფუნქცია აკისრია, რომელიც ყურს საგრძნობლად იცავს დაზიანებისგან. კერძოდ, ეგრეთ წოდებულ ყურის წამწამებს, გოგირდი გარეთ გამოაქვს, დაზიანების შემთხვევაში კი კარგავს თავის ფუნქციას და გოგირდი ყურში გროვდება. ეს კი სმენის პრობლემებს ქმნის. ამიტომ, ზღვიდან ამოსვლის ან ბანაობის შემდეგ, წყალი ყურიდან უმჯობესია, ნეკა თითით გამოდევნოთ.

– ბატონო გიორგი, თუ ყურის შუილი აღენიშნება ადამიანს ეს სმენის დაქვეითების პირველი სიმპტომია?

– ამ კითხვას ბევრი მისვამს. ეს პრობლემა კი უამრავ ადამიანს აწუხებს. ასე რომ, ყურის შუილი საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. ის სმენის დაქვეითებას იწვევს და პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა ყურადღების მიქცევა, ექიმთან დროული ვიზიტი. წნევის ცვალებადობა დამოკიდებულია შიგნითა ყურში სისხლძარღვთა მომარაგებაზე. კერძოდ, წნევის ცვალებადობამ, შესაძლოა, შიდა ყურის კვება დაარღვიოს და შემდგომ, ამის ფონზე განვითარდეს ტინიტუსი, ანუ სმენის დაქვეითება. ეს დაავადება, ძირითადად, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანების ნახევარზე მეტს აწუხებს. სამწუხაროდ, ეს გადაუჭრელი პრობლემაა ჩვენს სფეროში, რადგან ამ ეტაპზე არ არსებობს კონსერვატიული და ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები. მისი მკურნალობა ხდება მხოლოდ იმ პრეპარატებით, რომლებიც შიდა ყურის სისხლმომარაგებას აძლიერებს.

– ეს პათოლოგია ბოლო დროს ბავშვებშიც გახშირდა. ამაზე რას იტყვით?

– გეტყვით, რომ დიდ პრობლემას ქმნის ბავშვებში ადენოიდები ანუ პოლიპები. ამ დროს ირღვევა შუა ყურის ვენტილაცია და ვითარდება ანთება. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ის გადადის ექსუტაციურ ოტიტში, ანუ შუა ყურის სითხოვან ანთებაში. ამიტომ, ყველა მშობელს ვურჩევ, დააკვირდეს შვილის სუნთქვას. ცხვირით ნორმალური სუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენ წარმოიდგინეთ, ბრონქული ასთმის შეტევაც კი შეიძლება, არასწორმა სუნთქვამ გამოიწვიოს და შემდგომ ის ჩამოყალიბდეს, როგორც დაავადება. როცა ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, ეს ქვედა ტრაქტს გადაეცემა და ვითარდება სხვადასხვა პათოლოგიები.

– მართალია, თითქოს, არასწორმა სუნთქვამ შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს?

– რასაკვირველია. ღრმა სასუნთქი სისტემის პათოლოგიამ, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ყური ტვინთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ შუა ყურის ზედა კედელი პირდაპირ კავშირშია ტვინთან. თუ ადამიანმა თავს დროზე არ მიხედა, სამწუხაროდ, ლეტალური შემთხვევა არ არის გამორიცხული. თუ ცხვირით სუნთქვა დარღვეულია, მთაში დასვენების დროს, შესაძლებელია, შუა ყურის ანთება განვითარდეს წნევის ცვალებადობასთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით, რომ თუ ცხვირით სუნთქვა დარღვეულია და ოპერაციული ჩარევაა სააჭირო, თავს უნდა გაუფრთხილდეთ ზაფხულში და შემოდგომით გაიკეთოთ ოპერაცია. ანუ, პრობლემა გადაჭერით შემოდგომაზე. ყველას ვაფრთხილებ, არ მოადუნოთ ყურადღება და დროულად გადაჭერით ჯანმრთელობის პრობლემები, რათა შემდგომ გართულებებს აარიდოთ თავი და ყურადღების მოდუნება სანანებლად არ გაგიხდეთ. თვითმკურნალობა ნებისმიერი დაავადების დროს და მით უმეტეს თუ ეს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს ეხება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა შედეგის მომტანია? ბევრი მიმართავს თვითმკურნალობას და თუ ყური დაგუბებულია, ამა თუ იმ პრეპარატს ყიდულობს აფთიაქში და იწვეთებს ყურში. ყველას ვაფრთხილებ, ეს ყოვლად დაუშვებელია. ჯერ უნდა გაარკვიოთ ზუსტად, რისგანაა დაგუბება გამოწვეული და მერე იმოქმედოთ, რასაკვირველია, ექიმის კონსულტაციით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება ზაფხულის სეზონზე ზოგად რჩევებს, ესენია: ეცადეთ, თუ ყურის აპკი დაზიანებულია, ბანაობის დროს ყურში წყალი არ ჩაგივიდეთ, მტვერი – ქარიან ამინდში. ამ შემთხვევებში აუცილებლად გამოიყენეთ ყურის დამცავი სილიკონის საცობები, რომლებიც უკვე ადვილი ხელმისაწვდომია და აფთიაქებში იყიდება, ან გამოიყენეთ უბრალო ბამბის ტამპონები. დააკვირდით საკუთარ სმენას და თუ რაღაც რიგზე ვერ არის, დროულად მიხედეთ, რომ არ გართულდეს და სინუსიტში, ჰაიმორიტში ან ასთმაში არ გადაიზარდოს უბრალო გაციება თუ გრიპი. არ განვითარდეს ცხვირის წიაღების ანთება.

– თქვენს პაციენტებს, მაინც სად ურჩევთ დასვენებას ზაფხულის სეზონზე?

– თუ ადამიანს ცხვირის ფუნქცია აქვს დარღვეული, მთაში დასვენების დროს შესაძლებელია, განუვითარდეს შუა ყურის ანთება წნევის ცვალებადობასთან დაკავშირებით. პაციენტებს, რომლებსაც ყურის დაფის აპკი არ აქვთ აღდგენილი, მაშინ არ ვურჩევ, ზღვაზე დასვენებას. სხვა შემთხვევაში შეზღუდვები არ არსებობს.

– თუ ცხვირით სუნთქვა დარღვეულია?

– თუ ცხვირით სუნთქვა დარღვეულია და ოპერაციაა საჭირო, სჯობს ეს პრობლემა გადაჭრათ და შემდეგ დაისვენოთ მთაში. ასევე, არ ვურჩევ მთაში დასვენებას თავბრუსხვევით შეწუხებულ ადამიანებს, რადგან პერიფერიული თავბრუსხვევის ცენტრი მოთავსებულია შიგნითა ყურში, სადაც სმენისა და ვესტიბულარული, ანუ თავბრუსხვევის ორგანოა მოთავსებული.


скачать dle 11.3