კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანის გულში უჭირს ადგილის პოვნა ბოროტ ძალას და რისი გააზრების უნარი დაკარგეს თანამედროვე ქრისტიანებმა


„მარტო როდი ხარ, არამედ გვერდითაა უფალი, დედა ღვთისა, წმიდა ანგელოზნი, ღვთის კაცნი. მხოლოდ გიყვარდეს და მთელი სამყარო და ყველა ადამიანი შენი ნათესავი გახდება. რთული არაფერი იქნება, თუ ადამიანები გეყვარება, გულწრფელად შეეცდები მათ შეწევნას. მაშინ შენთვის ძალზე ადვილი იქნება ცხონება. თუ გეყვარება, არც მწუხარება შემოგაწვება, არც გულგატეხილობა და სევდა-ნაღველი. ისწავლე ყველას სიყვარული, მაშინ მარტო აღარასდროს იქნები”... – ეს სიტყვები თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მამას, სქემარქიმანდრიტ ვიტალის ეკუთვნის და ადამიანურ სიყვარულს ყველაზე კარგად ახასიათებს. თუ როგორია მოყვასის სიყვარული, უნდა უყვარდეთ თუ არა ქრისტიანებს სხვა ეროვნების ადამიანები, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მათთან, ამის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– სიყვარულს საოცარი ღვთაებრივი თვისება აქვს, ის დიდი ნიჭია. სიყვარული არის კლდე, იგივე ქრისტე და მასზე ხდება ადამიანის სიყვარულში თვითდაფუძნება. შემდეგ ის გარეთ გამოდის, როგორც უკვდავი წყაროს წყალი და სხვა ადამიანებთან მიედინება, მათაც ითრევს ამ ნაკადში და ისინიც თანამონაწილეები ხდებიან ღვთაებრივი სიყვარულისა. ვისაც სიყვარული არ გააჩნია, მას სიკეთის ქმნაც არ შეუძლია. დღეს, როდესაც ადამიანები მატერიალური, ცხოვრებისეული საკითხებით არიან დაკავებულნი, მათ ავიწყდებათ სიყვარული, ან, ხშირად მათი სიყვარული ზერელეა და საკუთარ თავში საფუძველი არ აქვს. ისე ისევე მალე მიდის ადამიანისგან, როგორც მოვიდა – უგულოდ, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული. ამიტომაც არის, რომ დღეს ქრისტიანობის მტრებს უადვილდებათ ადამიანებში სიყვარულის ნაცვლად, ბოროტების, შურის, დაპირისპირების დათესვა. ეს, საბოლოო ჯამში, ადამიანებს შორის გაუცხოებას, უსიყვარულობას, ჩხუბს, ქიშპობას იწვევს, რაც ძალიან შორს დგას ქრისტიანული ცხოვრებისა და თავად სიყვარულისგან. გარდა სიყვარულისა, თანამედროვე ადამიანებმა დაკარგეს უნარი, გაიაზრონ, რა არის სიყვარული, შესაბამისად, მათ დაკარგეს მოყვასთან სწორად ურთიერთობის უნარი, არადა, მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, პირდაპირ მოგვიწოდებს და უპირველეს მცნებად გვიდებს მოყვასის გულწრფელ სიყვარულს. ხშირად ადამიანებს საკუთარი თავიც არ უყვართ, რაც თავისადმი უპატივცემულობაში, არასწორად ცხოვრებაში გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა, მისი მსგავსი ადამიანი და დააფასოს მისი თვისებები. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტი სიყვარული სხვა სიყვარულისგან რადიკალურად განსხვავდება.

– რა არის მამაო, ქრისტიანული სიყვარული?

– ადამიანის გრძნობათა შორის სიყვარული, თავისი სრული განვითარებით, ყველაზე ამაღლებული, ძალმოსილი და მკაფიო გრძნობაა. ის არის სულიერი და ზნეობრივი სიახლოვის განსაკუთრებული განცდა, რომელიც ერთ ადამიანს უძლიერებს შინაგან მიზიდულობას მეორე ადამიანის მიმართ. ქრისტიანული სიყვარულით სავსე ადამიანის გული თავის თავში, სიყვარულში, სხვასაც იღებს და თავადაც ეძლევა სხვას. მისი გულის კარი გახსნილია და თავისკენ მიიზიდავს მას, ვინც უყვარს. რაც მთავარია, ადამიანს ქრისტიანული სიყვარული აახლოებს ღმერთთან, რომელიც თავად სიყვარულია. ქრისტიანული სიყვარული ყველას მოიცავს – მეგობარსაც და მტერსაც. უფალი პირდაპირ გვეუბნება: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით”. ამიტომაც, ადამიანს არა მხოლოდ საკუთარი მოყვასი, მტერიც უნდა უყვარდეს, უნდა ლოცულობდეს მისთვის, უფალს უნდა სთხოვდეს მის შეწევნას და მხოლოდ ასეთი სიყვარული იქნება წრფელი და ჭეშმარიტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს, ის საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ხსნას, მის გათავისუფლებას ბოროტი, ცუდი ქცევებისგან, ფიქრებისგან. სიყვარულით სავსე ადამიანის გულში აღარ არის ადგილი ბოროტებისთვის და ეშმაკსაც უჭირს იქ საკუთარი ადგილის დამკვიდრება. სიყვარული ყველაფრის მძლეველი ძალაა, ის ადამიანის გულში ჩადებულ ეგოიზმსაც სპობს, ჭეშმარიტი სიყვარული მზად არის, მოძებნოს სამართალი, დაეხმაროს სხვას, გაუწოდოს სიყვარულის, ნუგეშის ხელი და დაეხმაროს მას ბოროტების ჭაობიდან ამოსვლაში. რაც მთავარია, სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, რაც ჭეშმარიტია, ყველაფრის იმედი აქვს და ის არასდროს მთავრდება, რადგან სიყვარული თავის უფალია ყველაფრის მომცემი და ადამიანების მანუგეშებელი. სიყვარულს ვერაფერი ერევა, ის ყოველთვის თან ახლავს ქრისტიან, მოყვარულ ადამიანს და მას განსაცდელებისგან იხსნის.

– მამაო, როგორია ქრისტიანული შეხედულება ეროვნებათა შორის ურთიერთობაზე, ყველა ერს აქვს ცხონების თანაბარი შესაძლებლობა?

– ქრისტიანული სწავლა ერთა შორის ურთიერთობაზე, ეფუძნება უმთავრეს მცნებას მცნებათა შორის – სიყვარულს და ასევე ქრისტეს სიტყვებს მოციქულებისადმი: „წადით და მომიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით”. საეკლესიო სწავლება ერთა შესახებ მკაფიოდ არის გამოთქმული პავლე მოციქულის სულიერ მემკვიდრეობაში. ღვთივსულიერ მოციქულს ადამის მოდგმა ესახება ერთიან ხედ, რომლის ფესვები ქრისტეა, ხოლო ტოტები – ხალხი. ქრისტეში ყველა ხალხი თანასწორია: „თუ ფესვი წმიდაა, მაშინ რტოც. ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო, თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, ფესვს უკავიხარ შენ... შენ რწმენით დგახარ, ნუ გაამაყდები, არამედ, გეშინოდეს” (რომ. 11, 16-20). არც ერთ ხალხს არ აქვს უფლება, ჩათვალოს თავი სხვაზე აღმატებულად ან უპირატესად, რადგან ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ, ყველა ერშია მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი.

რა თქმა უნდა, ეკლესია აღიარებს ეროვნულ უფლებებს, მაგრამ ნაციონალური ეგოიზმის წინააღმდეგია. ის გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველში ყველასთვის არის ადგილი. ყველა ეროვნებას თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმიანობაში. ქრისტიანობაში არ არსებობს და არც შეიძლება ჰქონდეს ადგილი დავას პირველობისთვის არც ადამიანებს და არც ერებს შორის. მოციქულ პავლეს პირით ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ქრისტეში არ არის და არც იქნება არანაირი განყოფა. „არ არის ბერძენი, არც იუდეველი, არ არის ბარბაროსი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველშივე” (კოლ. 3,11). არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ის მთლიანად აღვსილია კაცობრიობის სიყვარულით, სამშობლოს მიმართ კი შეუძლია განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა არ გააჩნდეს. ადამიანური სიყვარულისთვის არსებობს საფეხურები, რომელთა გავლითაც ის აღწევს გარკვეულ ხარისხს – კაცობრიობის სიყვარულს. ერთ-ერთი საფეხური კი არის სიყვარული ყოველივე მშობლიურისადმი, შემდეგ, საკუთარი სამშობლოსი. შეუძლებელია ადამიანმა ამტკიცოს, რომ უყვარს მთელი კაცობრიობა, რომელსაც სრულიად არ იცნობს, თუ მას არ უყვარს საკუთარი ახლობლები, რომლებთანაც დაკავშირებულია დაბადებიდან.

ვისაც უყვარს, ის ადამიანის კეთილდღეობისთვის ზრუნავს. ეს არის გზა, რომელსაც ზეცამდე მივყავართ და ქრისტეს მბაძველად და უფლის დარად გვხდის. ვინც ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ის უფლის, ეკლესიის მიღმა იმყოფება. თუკი ადამიანს სურს, ღირსეულად მოიძიოს ბედნიერება, მან არ უნდა შეიქმნას საკუთარი კეთილდღეობა, არამედ მოიპოვოს საერთო კეთილდღეობის საგანძურიდან, თუკი საერთო საქმე ყვავის ერთობლივი ძალისხმევით და მაშინ იქნება ის ბედნიერი. ყოველი ადამიანი, თითქოს არის რამდენიმე კონცენტრული წრის ცენტრი: უახლოესი წრე – ოჯახური მოვალეობებია, შემდგომი წრე – ვალდებულებები თანამოქალაქეთა მიმართ და ბოლოს არის ჩვენი მოვალეობის წრე სრულიად კაცობრიობის მიმართ. მაგრამ, ქრისტიანისთვის, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ღმერთის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა.


скачать dle 11.3