კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


მამას ვერ ვუმხელ, რომ მისი მეგობარი მიყვარს

ჩემმა მშობლებმა დაამთავრეს თუ არა სკოლა, მალევე დაქორწინდნენ. ამიტომ, ახალგაზრდა მშობლები მყავს, რაც ძალიან მახარებს, კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ალბათ, ასაკში მცირე სხვაობის გამო, არასოდეს მქონია მათდამი მოკრძალება და რიდი. მახსოვს, როცა დედა მშობელთა კრებაზე მოდიოდა, ყველას ჩემი და ეგონა, რაზეც კარგად ვხალისობდით. მე მშობლებთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ასეც გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ერთმა გარემოებამ შეუშალა ხელი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის ჩემზე გაცილებით დიდი ბიჭები მომწონდა, რადგან ჩემი ტოლები ცანცარები, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბიჭები იყვნენ. კარგად მახსოვს, მეათე კლასში ვიყავი, როცა საკუთარ ოჯახში მამას მეგობარი და თანაკლასელი გავიცანი. ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებმა მოისურვეს თავშეყრა და ჩვენთან გადაწყვიტეს ქეიფი. მხოლოდ ოთხნი იყვნენ. დანარჩენებს ვიცნობდი, აი ნიკა კი მაშინ პირველად ვნახე. როცა შემხედა, გაიკვირვა, რამხელა გოგო გაზრდილა, როგორ მახსოვს, პატარა რომ იყო და კალთაში ვათამაშებდიო და თავისებურად მომეფერა. თან უკვე ნასვამი იყო და სიყვარულის ხასიათზე მოვიდა. მითხრა, მოდი ჩემთან, ჩემო პატარა გოგო, ისევ კალთაში უნდა ჩაგისვა და მოგეფეროო. რა თქმა უნდა, გამეცინა და უყოყმანოდ ჩავუჯექი კალთაში, თან მამაც იცინოდა. ასეა, ხედავთ, დრო რა უცებ მირბის, თუ ჩემსავით სულსწრაფი გამოვიდა ესეც, მალე იქნება, ბაბუაც გავხდეო. ნიკა ნასვამი იყო და ან ვერ ხვდებოდა, ან არ უკვირდებოდა, რასაც აკეთებდა. მოკლე კაბა მეცვა და ჯერ ფეხებზე დამიწყო დაჟინებით ყურება, მერე კი ხელებს მისვამდა და ნაზად მეფერებოდა, როგორც ჩემი შვილი, ისე მიყვარხარო, ამბობდა. მაგრამ, მე იმ წუთიდან სხვა გრძნობა გამიჩნდა და მის მიმართ საოცარი ლტოლვა ვიგრძენი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ისე მივეხუტე, რომ ყველასთვის თვალშისაცემი გახდა. მამამ შენიშვნა მომცა, ადექი ახლა, ამხელა ქალი რომ უზიხარ კაცს კალთაში, სული არ ამოხადოო. დავმორჩილდი მამის თხოვნას, მაგრამ ჩემი სული და გული ნიკასთან დარჩა. შევნიშნე, რომ ისიც დამორცხვებული აპარებდა ჩემსკენ თვალს, აღელვებული და აღგზნებული ჩანდა. როცა მოგვიანებით მან საპირფარეშოსკენ აიღო გეზი, მე წინ დავხვდი და ჩემდაუნებურად, ტუჩებში ვაკოცე. ვატყობდი, დიდხანს უნდოდა ჩემთან ალერსის გაგრძელება, მაგრამ კიდევ კარგი, დროზე მოისაზრა და ხელი გამიშვა. შემდეგ ბოდიში მომიხადა, სასმელმა იმოქმედა ცუდადო. სხვა მეგობრებმა ღრეობა გააგრძელეს, ნიკამ კი ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და მალე დაგვტოვა. ჩემს გარდა, ვერავინ მიხვდა მისი ადრე წასვლის ნამდვილ მიზეზს. მას შემდეგ, ნიკაზე ფიქრი დამჩემდა, მინდოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყო და ერთად გვეცხოვრა. ასეთი აზრი, წესით, არც უნდა გამევლო თავში, რადგან ვფიქრობდი, ცოლშვილიან კაცზე, თანაც მამას თანაკლასელსა და მეგობარზე. თუმცა, გულს ვერ უბრძანებ, ცხადია. როცა დაქალს გავანდე ჩემი გულის ნადები, დამტუქსა, შენ მგონი, სულ გარეკე, რად გინდა ამ ხნის კაცი, ჩვენი ტოლები დაილია თუ როგორაა შენი საქმეო? მაგრამ, მე ნიკაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. ვერც ვბედავდი მისთვის დამერეკა ან რამე მეთქვა. ერთ მშვენიერ დღეს კი ბედმა გამიღიმა და ნიკას ჩემს სკოლასთან მოვკარი თვალი. მანქანიდან იყურებოდა და თავის ბავშვს ელოდა, როდის გამოვიდოდა სკოლიდან. მეც მივესალმე და იმ წუთას მანქანაში ჩავუხტი. ის მორიდებით მომესალმა და როცა კვლავ მისკენ გადავიხარე საკოცნელად, შემაჩერა, რას ჰგავს შენი საქციელი, ხომ იცი, მამაშენის მეგობარი ვარ და სხვა თვალით რატომ მიყურებო. მეც თავი ვიმართლე, ჯერ აქამდე არავინ შემყვარებია, მგონი, შენ დაგადგი თვალი და სულაც არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის ჩვენზე-მეთქი. მან თითი დამიქნია, აზრზე მოდი, რას აკეთებო, მაგრამ გაფრთხილება გვიანი იყო, უკვე მის კალთაში ვიჯექი და ვნებიანად ვკოცნიდი. ისიც კაცი იყო და ცხადია, ვერ მოთოკა ვნებები, თავზე მისი შვილი დაგვადგა, ბავშვი სახტად დარჩა და შტერივით გვიყურებდა ორივეს. როცა გამოვფხიზლდით, მე არა, მაგრამ ნიკა კინაღამ გაგიჟდა და შვილთან თავის მართლება დაიწყო. მე კი ყურში ჩამჩურჩულა, ეს ამბავი არსად დაგცდესო. ასეც ვიქცევი მის მერე. უკვე ორი თვეა, პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული, ვერავის ვეუბნები ამ ამბავს. ნიკა ცდილობს, ჩემგან თავი შორს დაიჭიროს და არ მენახვება. მე კი ამეკვიატა ამ კაცზე ფიქრი და ვერც ვერავის ვუმხელ ჩემი გულის ნადებს. რა ვქნა? არ ვიცი. მე და ნიკას შორის მხოლოდ 18 წელია სხვაობა. ეს არაფერია, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ იგი მამაჩემის მეგობარია, თან ოჯახი აქვს და ჩემ გამო არა მგონია, დაანგრიოს. აშკარად ვამჩნევ, რომ არც ისაა გულგრილი ჩემდამი, თუმცა, თავს იკავებს. ძნელი სათქმელია, სადამდე გაგრძელდება ამგვარი სიტუაცია. მე გაჩერებას არ ვაპირებ და ვიბრძოლებ საკუთარი ბედნიერებისთვის, მთავარი ესაა და სულაც არ მაინტერესებს, ხალხის ან მშობლების აზრი. უკვე დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ნიკა ჩემი მეგობარი მამაკაცი უნდა გახდეს და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დავიხევ.

მზია, 15 წლის.



ჩემი ბიჭი თოჯინებით გოგოსავით თამაშობს

მეცხრე კლასიდან მყავდა შეყვარებული, მართლა კარგი ბიჭი იყო, გადაწყვეტილი გვქონდა, სკოლას რომ დავამთავრებდით, მერე დავქორწინებულიყავით, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. სწორედ ასე დამემართა. თურმე, ჩემს თანაკლასელსაც ვუყვარდი და ხეირიანად ვერც ვხვდებოდი. რამდენჯერმე შევნიშნე, როგორი დაჟინებით მიყურებდა და ზოგჯერ ჩემს სახლთან ატუზულს ვხედავდი, თუმცა არ ვიცოდი, მე თუ დამდევდა უკან. მან იცოდა, შეყვარებული რომ მყავდა და სიყვარულის ახსნას ვერ მიბედავდა. ამიტომ, მარტივ ხერხს მიაგნო და სკოლის დამთავრებამდე ერთი თვეღა იყო დარჩენილი, რომ სკოლასთან მიმავალს დამხვდა, მტაცა ხელი და ბიჭებით გატენილ მანქანაში ჩამაგდო. მაშინ 17 წლის ვიყავი. გზაში ბევრი კი ვიბრძოლე, მანქანიდან რომ ჩამოვსულიყავი, მაგრამ თავისი გაიტანა და ბორჯომში თავის სოფელში ამომაყოფინა თავი. მერე სახლში რომ შევედით, მისი მეგობრები სადღაც გაუჩინარდნენ და მე მარტო დამტოვეს იკასთან. სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, იკამ მაინც თავისი გაიტანა და ძალა იხმარა ჩემზე. მეც რა მექნა, მამაჩემს ნამუსახდილი ვერ დავენახვებოდი, ამიტომ დავმორჩილდი ბედს და შეყვარებულზეც იძულებით ვთქვი უარი. იკა ჩემი ქმარია და ის მიყვარს-მეთქი, განვაცხადე. სინამდვილეში კი ასე არ იყო. ყველანაირად ვცდილობდი, ქმარი შემყვარებოდა, მაგრამ ამაოდ. ასე გავძელი მასთან ერთად ორი წელი, მერე იკა სასმელს მიეძალა, თან მუქთახორა გამოდგა, არც მუშაობის დაწყება უნდოდა, ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა, ამიტომ მომბეზრდა მის გვერდით ყოფნა. ცუდი ქმრის ყოლას, სულ არ მყავდეს, ასე ჯობია-მეთქი, გადავწყვიტე და ჩემს დებთან დავბრუნდი. მათ ნაქირავები ბინა ჰქონდათ, ხოლო მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ და იქიდან გვეხმარებოდნენ. ჩემი პატარა სოსო სამი ქალის გარემოცვაში იზრდებოდა. ჩვენთან კი სულ გოგონები მოდიოდნენ და მისთვის ოჯახში კაცის დანახვა უცხო ხილივით იყო. მეც და ჩემი ორი დაც თავს ვევლებით სოსოს, ვანებივრებთ, ის სულ კაბიანების გარემოცვაში იზრდებოდა და ბუნებრივია, ჩვენ გვბაძავს. ბოლო დროს შევნიშნე, რომ მანქანებს ამტვრევს და თოჯინებთან თამაშით ირთობს თავს. ამას წინათ იტირა, მანქანები აღარ მიყიდოთ, თოჯინები მინდაო. ეზოში გოგონებთან თამაშობს, ბიჭებთან სულ ჩხუბი მოსდის, ისინიც იბრიყვებენ და ხშირად სცემენ. ამას წინათ ერთმა ბიჭმა წამოაძახა, გოგოს უფრო ჰგავხარ, ვიდრე ბიჭსო. როცა სოსო სახლშია, ცოცხს გამომტაცებს ხელიდან და სახლის ლაგებას იწყებს, ხან ღრუბელს აიღებს ხელში და ჭურჭლის დარეცხვას იწყებს, თოჯინებს უვლის, აძინებს, თავზე ქალივით წაიკრავს თავსაფარს და დედაშვილობანას თამაშობს. მოკლედ, მისი მდგომარეობა ძალიან მაფიქრებს და ნერვიულობის საბაბს მაძლევს. არ ვიცი, რა მოვუხერხო, ჯერ 5 წლისაა და უკვე ქალაჩუნასავით იქცევა. ბუნებითაც ნაზი და მორჩილი ბავშვია, მიჯერებს და სხვა ბიჭებივით თავნება არაა. ისე შევშინდი, ფსიქოთერაპევტთან მივიყვანე, რაიმე გადახრა ხომ არ აქვს-მეთქი. მან დამამშვიდა და ამიხსნა, რომ გოგონა დედის მაგალითზე იზრდება და სიცოცხლის ბოლომდე მას ჰბაძავს, ბიჭი კი – მამისაზეო. მაგრამ, რადგან ბავშვს გვერდით მამა არ ჰყავს და სამი ქალის გარემოცვაში იზრდება, ქალებისგან იღებს მაგალითსო. სამწუხაროდ, ოჯახის დანგრევა ბავშვს დიდ ტრავმას აყენებს და მათ ფსიქიკას უცვლის. ექიმის რჩევით, ბავშვი ცოტა ხნით დედას უნდა გავატანო სოფელში, რომ მამაჩემის ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ იყოს. კაცური ქცევის მაგალითზე გაიზარდოს და თოჯინებით თამაშს თავი დაანებოს. ექიმმა ასევე მირჩია, მაშინ ჩამოიყვანე შენთან, როცა გათხოვდები, რათა კვლავ ქალების გარემოცვაში არ აღმოჩნდესო. თურმე, პირველი ხუთი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში, რადგან პირველი კონტაქტები გარე სამყაროსთან მაშინ ხდება და ის პერიოდი მის ფსიქიკაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

ნონა, 23 წლის.



აზარტული კაცის ყოფა ძნელია

ამ წერილს გწერთ შუახნის კაცი, რომელსაც უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული წარსულში დაშვებული შეცდომები, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ყველას ეძლევა ცხოვრებაში შანსი, რომ ცხოვრება აიწყოს და ადამიანურად იცხოვროს, მაგრამ როგორ გამოიყენებ ამ შესაძლებლობებს, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. სიყვარულით დავქორწინდი და მართლა კარგი მეუღლე შემხვდა. ყველა მეუბნებოდა, ამისთანა გოგო რომ გამოგყვა ცოლად, ძაღლის ბედი გქონიაო. ანა, ჩემი მეუღლე, გარეგნულადაც გამოირჩეოდა, თან მამამისი თანამდებობის პირი იყო და მატერიალურადაც უზრუნველყოფილნი იყვნენ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახალი სიძე რომ შევედი, გამათამამეს და მე ვფიქრობ, ზედმეტადაც. იმ პერიოდში არ ვმუშაობდი და სიმამრი ჩემს ცოლს სულ აძლევდა ფულს, ქმარს მიეცი, უფულობის გამო თავი უხერხულად არ იგრძნოს, სადმე რამეში არ შეიზღუდოს თავიო. მის პატივისცემას რა დამავიწყებს, რამდენჯერ ჩემთვის ჯიბეში ფული ჩაუდევს. მერე იზრუნა კიდევაც ჩემზე და სიმამრმა კარგი სამსახური მიშოვა. შევიფერე კარგი ცხოვრება და როგორც იტყვიან, ცოტა ხანში თავში ამივარდა. ჯერ ქალებისკენ გამექცა თვალი, მათთან ვბაქიაობდი, ვითომდა, ქალები ბუზებივით მეხვეოდნენ და დიდი პოპულარობითაც ვსარგებლობდი. მაშინ კიდევ რა მიშავდა, მაგრამ ცუდ დღეში აღმოვჩნდი, როცა ჩემმა რიგითმა საყვარელმა კაზინოში წასვლა მთხოვა. მას ჩემთან გართობა და თანაც ფულების დაცინცვლა უნდოდა. მაშინ ამდენს ვერ ვხვდებოდი. პირველ ჯერზე გამიმართლა და 7 000 ლარი მოვიგე. ისე გამიხარდა, ვერ აგიწერთ, ამ მოგებამ მეტი სტიმული მომცა და იმ დღის მერე კაზინოს მივეჯაჭვე. ფული ჩამივარდებოდა თუ არა ხელში, იმის მაგივრად, რომ ოჯახში მიმეტანა, კაზინოში გავრბოდი. ჩემი ცოლი ეჭვიანობდა, საყვარელი გაიჩინე და იმას ახარჯავ, ალბათ, ფულსო. თუმცა, რაც კაზინოში შევყავი ფეხი, ქალებში სიარულიც დამავიწყდა, ისე ჩავეფლე ამ სამყაროში. მართალია, თავიდან რამდენჯერმე მოვიგე, მაგრამ ამ მოგებებს მერე სულ წაგებები მიეწყო და ისე განვიცადე, ლამის დეპრესია დამემართა. აზარტულმა თამაშებმა თავიდან ჭკუა ამომიღო და სადღაც გადააგდო, რადგან შუაღამისას გამოვდიოდი სახლიდან და ცოლ-შვილზე აღარ ვფიქრობდი. იმდენი ვქენი, სანამ ცოლი არ გამექცა, ჩვენ აღარ გჭირდებით და საყვარელს მიხედეო. მაგრამ, მერე სიმართლე გაიგო და ამაზე უფრო შეშინდა. მეხვეწებოდა, დაანებე თავი კაზინოში სიარულს, თორემ სულ დაიღუპებიო. მისი რჩევა მაშინ ყურად არ ვიღე და მართლაც რომ დავიღუპე. ჯერ წვრილი თანხები წავაგე, მერე უფრო სოლიდურზე გადავედი. ბოლო დროს არ მიმართლებდა, სულ ვაგებდი და მაინც ჟინით ვთამაშობდი, თქვენ გიჩვენებთ სეირს, სანამ არ ამოვიღებ წაგებულ ფულს-მეთქი, ასე ვიქცეოდი, ვაწვებოდი ბოლომდე, ოღონდ ვის ვუგებდი ნიშნს და ვის ვეჯიბრებოდი, ეგ კი არ ვიცოდი. ბოლოს იმდენი ვქენი, ფული რომ შემომაკლდა, პროცენტიანი ვალების აღება დავიწყე, კაზინოში ჩემი ჟინის მოსაკლავად. პროცენტების გადახდამ სულ გამაპარტახა და მერე იძულებული გავხდი, ჯერ მანქანა, შემდეგ კი სახლი გამეყიდა. ცოლ-შვილი ისედაც გაქცეულები იყვნენ და ჩემი სიმამრის სახლში ცხოვრობდნენ. ასე, ნელ-ნელა, ეტაპობრივად უკან-უკან მივდიოდი, დიდ უფსკრულში ვეშვებოდი და ვერ ვხვდებოდი, ვიდრე ჯიბეში 10 თეთრის ამარა არ დავრჩი, მშიოდა და საჭმლის ფული არ მქონდა, ვალად ფულს კი აღარავინ მაძლევდა, არ მენდობოდნენ. მართლა გამიჭირდა კაზინოს გარეშე, მაგრამ რას ვიზამდი, ყველაფერი გავანიავე, გასაყიდი აღარაფერი მქონდა და უფულოდ იქ არავინ შემიშვებდა. აზრზე გვიან მოვედი, მაშინ, როცა ჩემი ცოლის გათხოვების ამბავი გავიგე. მართლა დამწყდა გული, ჩემი გოგო თურმე მამინაცვალს ეძახის მამას, რადგან ის მართლა მამასავით უვლის და პატრონობს. მე კი კაზინოში თამაშს გადავაყოლე ჩემი ბედნიერება, პირადი ცხოვრება და ცოლ-შვილზე უარი ვთქვი. ახლა ვცხოვრობ ერთოთახიან ბინაში, ქირით, თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი. ხომ იცით, უფულო კაცი არავის უნდა, ვეღარც ქალებში ვირთობ თავს. მარტოხელა და საწყალი კაცი გავხდი, რომელიც უსუსურია და სხვისი შველის იმედზეა ან ვიღაცის ხელის გამოწვდას ელოდება. ვერ აგიწერთ, როგორ ვნანობ წარსულის შეცდომებზე, მაგრამ წარსულს ვეღარ დავაბრუნებ და ვერც თავიდან ავიწყობ ცხოვრებას. ღმერთმა კარგი შანსი მომცა, ოჯახიც შევქმენი, კარგი ცოლ-შვილი მყავდა, უზრუნველად მაცხოვრებდნენ, მაგრამ ვერ შევირგე კარგი ცხოვრება და ახლა სინანული ან ცრემლების ღვრა გვიანია. ყველაზე მეტად ის მიკლავს გულს, რომ შვილმა არ ისურვა ჩემი ნახვა. როცა დრო იყო, მაშინ თქვი უარი ჩემზე და კაზინოს მანაცვალე, ახლა კი აღარაფერში მჭირდებიო. ასე ცივად მითხრა, არ ვიცი, ოდესმე შევძლებ თუ არა მისი გულის მოგებას. მე მართლაც გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია.

ოთარი, 43 წლის.



ჩემი ოცნების მამაკაცი ნარცისია

თავიდანვე კარგი გემოვნებით გამოვირჩეოდი და შესაბამისად, კარგი გარეგნობის ბიჭები მომწონდა, თან ათლეტური აღნაგობა თუ არ ჰქონდათ, ზედაც არ ვუყურებდი. ბევრი ჩამჩიჩინებდა, ცარიელი გარეგნობა რად გინდა, თუ კაცს თავში ჭკუა არ უყრიაო, მაგრამ თავიდანვე ესთეტი ვიყავი და ვრჩები ასეთად. ამიტომაც, ბევრი ღირსეული ბიჭი დავიწუნე, განათლებაც რომ ჰქონდა, კულტურაც და კარგი ოჯახიშვილობა, მაგრამ იმის გამო, რომ დაბალი იყო ან გარეგნობით ისეთი მიმზიდველი არა, როგორც მე მინდოდა, უარს ვეუბნებოდი. საერთოდ, უკვე ცხვირის აბზუება მავნე ჩვევად მექცა. ახლა, როცა ასაკი მომემატა, სხვაგვარად დავუწყე ყველაფერს გაანალიზება, მაგრამ შეჩვეულსა ნუ მომიშლიო და თვალი ისევ კარგი გარეგნობის ბიჭებისკენ მიმირბის. არადა, მათი უმეტესობა ამპარტავანია, რადგან გოგონებში მოწონებით სარგებლობენ, მერე ნარცისები ხდებიან. ყველა ქალი თავისი ჰგონიათ და მათი გულთამპყრობელები ხდებიან. ბევრი ამგვარი ნაკლის მიუხედავად, ავთო დავინახე თუ არა, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ვიზუალურად შესანიშნავად გამოიყურებოდა და ისეთი გამოხედვა ჰქონდა – თავისი ზღვისფერი თვალებით ქალებს ერთი შეხედვით აჯადოებდა. ასე დამემართა მეც, თუმცა, ისიც შევნიშნე, რომ მისი ყურადღება როგორც იქნა დავიმსახურე და კომპლიმენტები ჩემი მისამართითაც გამოიმეტა. ამის შემდეგ, მას შიგადაშიგ ვხვდებოდი საერთო მეგობრის გარემოცვაში და ისიც ყურადღებას არ იშურებდა ჩემდამი, თან, ვამჩნევდი, რომ მეთამაშებოდა და ჩემგანაც ელოდა ინიციატივას, რომ ჩემს „შესაბმელად” ძალიან არ შეწუხებულიყო. ერთხელაც ღამის პირველ საათზე დამირეკა და პაემანი დამინიშნა, ცხადია, უარი ვუთხარი: ასეთ დროს გარეთ რა მინდა, უცხო ბიჭთან ერთად-მეთქი. ხმაზე შევატყვე, ძალიან გაბრაზდა და დაამატა, მე ქალებისგან უარს არ ვარ შეჩვეული და შენ ეტყობა, საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვსო. ცოტა შევკამათდით და ამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. კარგა ხანი აღარც შევხმიანებივართ ერთმანეთს, თუმცა მოგვიანებით ჩემმა უარმა შედეგი გამოიღო და ქალებისგან გათამამებული კაცი მოიდრიკა და გარკვეული დროის მერე, კვლავ მთხოვა შეხვედრა, ასე დაიწყო ჩემი შეყვარებულობა. ეს პროცესი უკვე სამი წელია გრძელდება. მართლა გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ცოლად არ მოვყავარ. როგორც გავიგე, ორშვილიანი ქალი ჰყავს საყვარლად და მას ვერ ეშვება. მე კი სახლში, ალბათ, თოჯინასავით დასაჯდომად ვუნდივარ. სულ ვეუბნები, რატომ არ ფიქრობ რამეს, ასე სადამდე ვიაროთ-მეთქი, მართლა მეუხერხულება, ხომ არ ვაიძულებ, გინდა თუ არა ცოლად მომიყვანოს, მაგრამ ვამჩნევ, რომ არ ჩქარობს, ხან რას იმიზეზებს, ხან – რას. არ ვეუბნები, რომ მისი საყვარლის ამბავი ვიცი, მეშინია უფრო არ გავაღიზიანო. რა მეთოდით მივუდგე არ ვიცი. არც თავს მანებებს და არც ჩემი ცოლად შერთვა უნდა. მეგობრები მეუბნებიან, ავთო ნარცისი და მექალთანეა, ამიტომ, დროს წელავს ჩემი მოტყუების მიზნით და ოჯახურ უღელში არასოდეს ჩაებმება, პასუხისმგებლობას გაურბის, გართობასა და ქალებში ნავარდზე არასოდეს იტყვის უარსო. მე კი ეტყობა, რეზერვში ვყავარ და გავხდები თუ არა როდისმე მისი მეორე ნახევარი, ეგეც არ ვიცი.

ნელი, 28 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3