კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი საფრთხე ემუქრება ზაფხულში ბაღში გახარებულ ბალზამინს და რა პირობებში ხარობს ფილადელფუსი



საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ორ ლამაზ მცენარეზე: ბალზამინსა და ფილადელფუსზე ისაუბრებს. ორივე მათგანს ულამაზესი ყვავილი აქვს და სწორედ ამ სეზონზე ყვავილობს. რთულია თუ არა ამ მცენარეების გახარება და ყვავილობა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– მოგვიყევით ბალზამინის შესახებ, რთულია მისი გახარება?

– ბალზამინი ფართოდაა გავრცელებული მეცხრამეტე საუკუნიდან. ის ბუჩქოვან-ბალახოვანი მცენარეა და 30-50 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება. ბალზამინი ნაკლებად პრეტენზიულია, ამიტომ ხშირად ნახავთ ბინებში. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ახარებს ოჯახს თავისი მორცხვი და მშვენიერი ყვავილებით. მას სხვადასხვა ფერის ყვავილი ამოსდის და ოთახს ძალიან ალამაზებს. ახლა ბალზამინის ბევრი სახეობა არის გამოყვანილი, რომლებიც სიმაღლით, ფორმითა და ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს მცენარე კარგად იზრდება ოთახის ნებისმიერ თაროზე.

– როგორ მოვუაროთ ბალზამინს ამ სეზონზე?

– როცა ძალიან ცხელა, რწყვას მოუხშირეთ, რომ მცენარემ ისუნთქოს. სასურველია წყლის დაპკურებაც.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ სიცხის დროს და რა ტემპერატურაა მცენარისთვის ოპტიმალური?

– ბალზამინი ვერ იტანს შუადღის მზის მწველ სხივებს. ამიტომ, თუ თქვენ გარეთ გაქვთ მცენარე, აუცილებლად დადგით ისეთ ადგილას, სადაც მწველი მზე არ დააცხუნებს. არის ბალზამინის ისეთი სახეობებიც, რომლებიც იტანენ ასეთ მზეს. თუ თქვენ მაღაზიაში შეიძენთ ბალზამინს, უპირველესად იკითხეთ, როგორ რეაგირებს მცენარე მზეზე. თუ ბალზამინი ბაღშია გახარებული, ცხელ დღეებში, თუ მწველი მზე მოხვდება ის გახმება. ამიტომ, გაარკვიეთ ხოლმე ბალზამინის რომელ სახეობას ყიდულობთ და სად გსურთ მისი გახარება. ამ მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია.

– როგორი პირობები სჭირდება ბალზამინს წელიწადის სხვა სეზონებზე?

– ზამთარში შედარებით ნაკლებად მორწყეთ, მაგრამ ნიადაგი ძალიან არ გამოუშროთ. ასევე, ეცადეთ, ქოთნის სადგარზე წყალი არ დარჩეს. მცენარის ნიადაგს სჭირდება საკვები, კომპლექსური ნაკელი, ნორმირებულის ნახევარი დოზა, თვეში ერთხელ. ამ დროს სასურველია, თუ ტემპერატურა 15 გრადუსზე დაბლა არ იქნება. თუ მცენარე იზამთრებს თბილ ოთახში, შეიძლება, ფოთლები ჩამოსცვივდეს. იმისათვის, რომ მცენარეს დაუბრუნდეს სილამაზე და მომხიბვლელობა, ადრეულ გაზაფხულზე ღეროები გადაჭერით და ამით ბალზამინი უკეთესი გახდება.

– როგორ გავამრავლოთ ბალზამინი?

– ეს მცენარე იოლად მრავლდება. ადრეულ გაზაფხულზე კალმები დააფესვიანეთ წყალში ან ნებისმიერ სუბსტრატში. ამის შემდეგ ჩარგეთ რამდენიმე ცალი ერთად, ბუჩქივით რომ გაიშალოს ქოთანში. მცენარისთვის შეარჩიეთ ნებისმიერი ფხვიერი მიწა, რომელშიც დიდი რაოდენობით გადამწვარი ნაკელი იქნება შერეული და ბალზამინი იმ წელსვე იყვავილებს.

– როგორ გავამრავლოთ ბალზამინი თესლით?

– ბალზამინის თესლი დათესეთ იანვარში, მორწყეთ ზომიერად. სითბო და სინათლე არ მოაკლოთ. შემდეგ ჩითილები გადარგეთ ქოთანში და მცენარე მალევე გაიხარებს.

– რით ავადდება ბალზამინი და როგორ გადავარჩინოთ მცენარე დაავადების შემთხვევაში?

– ბალზამინს შესაძლებელია, გაუჩნდეს პეპელა. ასეთ დროს ის უნდა გადაჭრათ და ახალი და ჯანსაღი ღერო თავისით ამოვა.

– რას გვეტყვით ფილადელფუსის შესახებ?

– ეს მცენარე რთულად ეგუება ეკოლოგიურ პირობებს. ის იზრდება საკმაოდ ნესტიან ნიადაგში, მაგრამ არ უყვარს დამდგარი წყალი და მარილიანი ნიადაგი. ხარობს სიბნელეში და იტანს ჩრდილს. ფილადელფუსი ჟასმინს წააგავს და ამიტომ მას „მატყუარა ჟასმინსაც“ უწოდებენ. ის ბუჩქოვანი მცენარეა და მოსწონს სუფთა ჰაერი.

– როდის ყვავის ფილადელფუსი?

– ამ მცენარის მთავარი ღირსება საადრეო ყვავილებია, რომელიც ძალიან ლამაზია და სწრაფად იზრდება. მცენარე ყვავილობას იწყებს ჩარგვიდან მესამე წელს. მრავლდება კალმით. ორი– სამი წლის ღეროებიდან ამოჭრით კალამს, სილაში ჩარგავთ, მორწყავთ და ზემოდან გადააფარებთ. როცა დაფესვიანდება, გადარგავთ. უმჯობესია, რამდენიმე კალამი ერთად ჩარგოთ, რომ მცენარე უფრო ლამაზი გაიზარდოს. გაზრდის შემდეგ მას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა, რათა შემდეგ უკეთ იყვავილოს. ასე მცენარე უფრო მეტად ლამაზდება და იბუჩქება. გადაჭრა უნდა მოხდეს ყვავილობის დამთავრებისთანავე. მისი ყვავილები სურნელოვანია, ნაყოფი კი – მშრალი. ამ მცენარის გამრავლება თესლითაც შეიძლება. ის უნდა ჩარგოთ გაზაფხულზე და სითბო და სინათლე არ მოაკლოთ.

ფილადელფუსის სილამაზე განსაკუთრებით ყვავილობისას შეიმჩნევა, ივნისსა და ივლისში. გაზაფხულზე ფოთლები ოქროსფერ-მომწვანოა, რაც მკვეთრად გამოარჩევს სხვა მცენარეებისგან. ამ მცენარის სახეობებს სხვადასხვა არომატი აქვს: ანანასის, მარწყვისა და ჟოლოსი.

– სად გვირჩევთ ამ მცენარის გახარებას?

– თუ თქვენ ფილადელფუსი ეზოსა და ბაღის გასალამაზებლად გჭირდებათ, გირჩევთ, ღობეს შემოავლოთ. მცენარე განსაკუთრებით ლამაზია გარე კლიმატში. თუ გსურთ, რომ გაიბუჩქოს, რამდენიმე კალამი ერთად ჩარგეთ და აუცილებლად გარეთ გაახარეთ.

– ამ მცენარეს თუ ემტერება რამე მავნებელი?

– საერთოდ, ფილადელფუსი ძალიან ძლიერია მავნებლების მიმართ, მაგრამ მაინც შეიძლება, დაავადდეს ტკიპით. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღეთ და გამოიყენეთ ქიმიური პრეპარატები.

– რა ინტენსივობით მოვრწყათ მცენარე?

– ზაფხულში უფრო ხშირად სჭირდება მცენარეს მორწყვა, რომ ძალიან არ გამოშრეს, ხოლო ზამთარში – იშვიათად.


скачать dle 11.3