კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას რისკავს ხშირად გიორგი ისაკაძე და რატომ არ აჩერებდნენ მას თანამდებობებზე 9 თვეზე მეტხანს


ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ მიზანდასახული, წარმატებული და ამავდროულად, იღბლიანი ადამიანია. საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე, 21 წლიდან სახელმწიფო სამსახურშია. მაშინ ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელე იყო. რაც შეეხება ფინანსურ დამოუკიდებლობას, გაცილებით ადრე, 18 წლის ასაკში მიაღწია და მას მერე საკუთარ თავზე თავად ზრუნავს. გიორგის 3 აგვისტოს 35 წელი უსრულდება. სწორედ იმ დროისთვის მეგობრებმა ერთი კვირით საფრანგეთში მიიწვიეს, სადაც ერთად აღნიშნავენ გიორგის 35 წლის იუბილეს.


– როგორი შეგრძნებაა, როცა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ისეთ წარმატებას აღწევთ, როგორსაც ბევრი საერთოდ ვერ აღწევს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიჭის დამსახურებაა თუ ბედ-იღბალსაც მიუძღვის წვლილი?

– ჩემთვის წარმატების ფორმულა კარგი განათლება და პლუს იღბალია. ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული მოწაფე ან სტუდენტი ვიყავი. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, უცხოეთში მესწავლა. ქართული განათლება მაქვს მიღებული. მიმართლებდა, მიზანდასახულიც ვიყავი, რამაც წლების განმავლობაში შემიქმნა გარკვეულწილად კარიერა სახელმწიფო სამსახურში და ბოლო 7 წელია, ბიზნესში ვარ. ბუნებრივია, ის რომ გიცნობენ, იღბალი და რისკების სწორად გათვლა რაღაცას განაპირობებს. ჩემს შემთხვევაში ასეა.

– ანუ, გარისკვა გიყვართ?

– ნებისმიერი ბიზნესი რისკია, სადაც შეიძლება მოიგო ან წააგო. თუ ადამიანი ბიზნესშია და რისკი არ აღიარა, მე იმას ბიზნესმენად არ მივიჩნევ.

– ყოფილა შემთხვევა, რომ არ გაგიმართლათ და ხელი ჩაგიქნევიათ?

– ხელჩაქნეული ნატურა რომ ვიყო, ალბათ, აქ არ ვიჯდებოდი. ყოველთვის ვცდილობ, ვიმოძრაო, ოღონდ „იჩქარე ნელას“ პრინციპით. ფარ-ხმალიც არასდროს არ უნდა დაყარო. მიზანდასახულობა ისეთი რამ არის, რომ ცხოვრება უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე თითოეულ წუთს, რომელიც ძალიან ცოტაა. მე კი ძალიან მეჩქარება, მაგრამ ვჩქარობ ნელა.

– „იჩქარე ნელა,“ თქვენი ცხოვრების ერთგვარი სლოგანია?

– გამოდის რომ ასეა. მართალია დღევანდელი გადასახედიდან ეს არაფერი აღარ არის, მაგრამ იმ პერიოდისთვის მართლა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი სახელმწიფო სამსახურში. მაშინ კარიერა მეჩქარებოდა, დღეს კი ის მეჩქარება, რომ, რაც შეიძლება, მეტი საქმე ვაკეთო და ჩემს გარშემო მეტი დასაქმებული იყოს.

– რამდენი წლის იყავით სახელმწიფო სამსახურში რომ აღმოჩნდით?

– 21 წლის გავხდი მაშინ, როცა ბატონი ნიკო ლეკიშვილი სახელმწიფო მინისტრი გახდა, მისი მოადგილე კი – ზაზა შენგელია. მე მოვხვდი ვაჟა ბერაძესთან განყოფილებაში მისი ხელდასხმით. პარალელურად, „თი ბი სი ტივიში“ ვაკეთებდი გადაცემას „საქმე,“ რომელმაც ცნობილი გამხადა. გვერქვა სახელმწიფო კანცელარიის მრჩევლები. ძალიან სასაცილო იყო. ასაკის გამო სიაში ბოლოში ვეწერეთ, მაგრამ ბატონი ნიკო იმითაც გამორჩეული იყო, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იქ მიგვიყვანა, ახლოს ვყავდით. არ მახსოვს, მისი საგარეო ვიზიტი, სადაც თან არ წავეყვანეთ. ნახევარი მსოფლიო სწორედ მაშინ მაქვს შემოვლილი. ამის შემდეგ, უკვე სხვა პიროვნებებიც გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში – ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და სხვები, ვისთანაც მე მომიწია მუშაობა. როცა ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, მაშინ მისი წარდგენით მე დავინიშნე ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელად. იმ პერიოდში 24 წლის ვიყავი, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძის გარემოცვაში, ასევე მაშინდელ პარლამენტში. იყო ერთი ვაი-ვიშვიში. როგორც წესი, თანამდებობებზე 9 თვეზე მეტხანს არ მაჩერებდნენ. სულ რაღაც წინსვლა იყო. ძალიან კარგად მახსენდება, ორივე ჯერზე, ანუ ორ-ორი წლით ანტიკორუფციულ საბჭოში მუშაობა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დამთავრდა 23 ნოემბერს, გიორგობას. პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, მე პირველმა დავწერე განცხადება წამოსვლის შესახებ, უკვე როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ. მაშინ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გახლდათ.

– ბიზნესში როგორ აღმოჩნდით?

– როცა სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, ბოლო პერიოდი ძალიან მინდოდა ბიზნესში გადასვლა. არაფერს ვნანობ, მაგრამ რომ გითხრათ, ბიზნესი ის სფერო აღმოჩნდა, სადაც თავს ზეკომფორტულად ვგრძნობ და ცხოვრების დარჩენილ პერიოდს აქ გავატარებ-მეთქი, არა. ბიზნესი ჩემი ცხოვრების ის პერიოდია, როცა მინდა, გარკვეული კაპიტალი დავაგროვო. შემოსავლებს შორის სხვაობა, სახელმწიფო სამსახურთან შედარებით, როგორც ცა და დედამიწა ისეა. მაშინ აბსოლუტურად სხვა ტიპის დივიდენდებს ვაგროვებდი, დღეს კი ეს ყველაფერი სხვა რამეშია გადასული. ოღონდ, ეს ყველაფერი მატერიალიზებულია, დაახლოებით, 19 წლის განმავლობაში დაგროვილი კავშირებით. უბრალოდ, მე იმ ადამიანებს ვესაუბრებოდი ხან როგორც ჩინოვნიკი, შემდგომ – ბიზნესმენი, ძალიან ხშირადაც კი, როგორც ჟურნალისტი.

ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ერთადერთს გეტყვი, რითიც მე ვამაყობ. ვამაყობ რომ, 18 წლიდან ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მქონდა გარკვეული პოზიციები, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი იყო. მქონდა ჩემი თავის შენახვის საშუალება. რაღაც მომენტში, მამასაც გული დავწყვიტე. ერთხელ მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო. რომ ვუთხარი, არა, შენ ხომ არ გჭირდება რამე-მეთქი, მის თვალებში სინანული ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ის ამით მაინც იამაყებდა.

– გაიხსენეთ პირველი ჰონორარი ან პირველი ხელფასი.

– პირველი სტიპენდია იყო... სხვათა შორის, რუსულ რუბლს მოვესწარი. იყო პერიოდი, როცა ხელფასი 50 დოლარი მქონდა, რომელიც, ალბათ, დღევანდელ 500 დოლარს უდრის. გარკვეული კომფორტის შექმნის გარდა, ფული იმის სტიმულია, რომ ბიზნესში იყო. არ მინდა, ძალიან მდიდარი ვიყო. მინდა, ზუსტად იმდენი ფული მქონდეს, რაც კომფორტს მიქმნის მე და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. ამიტომ, ძალიან მდიდარი არასდროს გავხდები.

– როდის მოქმედებს გიორგი ისაკაძე ცივი გონებით?

– ალბათ, სულ. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ ყველაფერს ცივი გონებით მივუდგე. აფექტურობა და ემოციურობა ხშირ შემთხვევაში დამღუპველია. ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ მე ზედმეტად ვაკონტროლებ ყველა ემოციას. ყველაფერს, ცივი გონებით ვუდგები და ვცდილობ, ყველაფერი რაციონალური იყოს. ზედმეტი მართლა არაფერში ვარგა. ამიტომ, ცხოვრებაში ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

– პირად ტელეფონზე ზარს ყოველთვის პასუხობთ?

– თუ შეხვედრაზე არ ვარ, კი. მაგალითად ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის დროს, ზარებს ვერ ვუპასუხებ. ვერც იმას დაგპირდებით, რომ ბევრ ზარს დავაბრუნებ, მაგრამ ვისაც ჩემი პოვნა უნდა, ამის ძალიან ბევრი საშუალებაა და მგონი, არც თქვენ გაგჭირვებიათ ეს.

– ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი გაქვთ. საპირისპირო სტილის ადამიანებთან თუ შეგიძლიათ ურთიერთობა?

– ურთიერთობა როგორ არ შემიძლია, სუფრაზეც ნელი ხომ არ იქნება. საქმეში კი, თუ ადამიანი ტემპში არ აგყვება, გვერდით არ უნდა გყავდეს. ადამიანი შეიძლება იყოს დინჯი, უფიქრდებოდეს თითოეულ მის ნაბიჯს, მაგრამ გამაღიზიანებელია, როცა თუნდაც წამი ფიქრობს იმაზე, რომ ორჯერ ორი ოთხია.

– საკუთარ დადებით თვისებებზე არ მიყვარს საუბარიო, ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ და უარყოფითზე რას გვეტყვით?

– ძალიან ბევრი მუშაობა მომიწია შინაგან სიზარმაცესთან დაკავშირებით. უარყოფითია, ალბათ ის, რომ ცოტა მეტს ვფიქრობ ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ ეხება საქმეს. რომ გითხრა, რომელიმეს ვნანობ-მეთქი, არა, მაგრამ, ალბათ, შემეძლო უფრო სწრაფად მეთქვა კი ან – არა. სხვა რა... ზედმეტად საქმეში ყოფნა, ნაკლებად მეგობრებთან, რის გამოც ძალიან ხშირად ვტკენ მათ გულს და თქვენი დახმარებით, ბოდიშს ვუხდი ახლა. ასევე ჩემს ნაკლად მიმაჩნია, რომ ხშირად არ ვზივარ საჭესთან. უკვე 13 წელი სრულდება, რაც მძღოლი მყავს და იმდენ რამეს ვახერხებ გვერდით ჯდომით, ამის კომპენსირება მანქანის მართვის დროს შეუძლებელია. ვმელოტდები... მეტი რა გითხრათ.

– ოჯახში კიდევ ერთი გიორგი ისაკაძე გყავთ. როგორი შეგრძნებაა, როცა საკუთარი სახელისა და გვარის მატარებელი ადამიანი გყავთ გვერდით?

– შეთანხმება გვაქვს ასეთი. საკმაოდ ცელქია და თუ გარკვეულ პერიოდში არ გამოსწორდა, გვარის შეცვლა რთული იქნება, ჩემი ძმისშვილია და სახელზე დავფიქრდები. ორივე ძმისშვილი ძალიან მიყვარს და ჩემი რჩეულები არიან. გიო, ალბათ, მთელი ცხოვრება გამოკვეთილი იქნება, რადგან ის არის, ეგრეთ წოდებული „ჯუნიორი.“ ჩვენ მარტო სახელი და გვარით ვგავართ ერთმანეთს.

– თავად არ იყავით ცელქი ბავშვი?

– დარწმუნებული ვარ – როგორიც გიორგია, ისეთი ცელქი ვერ ვიქნებოდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეული გიორგი ისაკაძე ჰყავდეს საქართველოს, რასაც არც მისი მშობლები და ბებია-ბაბუები დააკლებენ.

– თავად არ ხართ დაოჯახებული. ისეთ ასაკში ხართ, ალბათ, ხშირად გესმით სიტყვები, უკვე დროა...

– დიდი ხანია, მეუბნებიან, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც ჩემია. ეს ერთ-ერთი იმ თემათაგანია, რომელსაც ღიმილით მოვისმენ და მეორე წუთს არ მემახსოვრება. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც თავად მივიღებ და როცა მომინდება მაშინ. დანარჩენს მომავალი აჩვენებს.

– როგორია შეყვარებული გიორგი ისაკაძე, მაშინაც ცივი გონებით მოქმედებთ?

– იყო ეს მომენტიც, რომელიც ნაკლად ჩაითვალა. მაგრამ, რადგან გარკვეული ურთიერთობა დგებოდა, მაშინ, ეს, ალბათ, მისაღებიც იყო.

– სასიყვარულო ურთიერთობებიც 9-9 თვე გრძელდებოდა?

– არა. სასიყვარულო ურთიერთობა 9 თვეზე მეტიც ყოფილა და ნაკლებიც. ყოფილა ხანგრძლივი, ყოფილა მოკლევადიანიც, მაგრამ არასდროს საბოლოო.

– საზაფხულო დასვენებას სად გეგმავთ?

– 3 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა. ჩემი მეგობარი და პარტნიორი მეპატიჟება საფრანგეთში, სადაც დაბადების დღეს მიხდის. ეს არის სიურპრიზი – ცხოვრებაში მეორე. ერთხელ დაბადების დღეზე, თამაზ მაღლაკელიძემ, მაშინდელმა ბანკირმა, მანქანა მაჩუქა და მეორე კი ახლა, როცა სარეკლამო ბიზნესში, ჩემი ყაზახი პარტნიორები, საფრანგეთში ერთი კვირით მპატიჟებენ და მთხოვენ, რომ ჩემი დაბადების დღე ერთად აღვნიშნოთ. ალბათ, რამდენიმე მეგობართან ერთად წავალ.


скачать dle 11.3