კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული სენსაცია “დისქავერიზე„


სტუდია „დოკუმენტალისტი“ (შემოქმედებითი ჯგუფი: იდეის ავტორი მადონა სიხარულიძე, სცენარის ავტორები: მადონა სიხარულიძე, ნინო ცისკარაძე, რეჟისორი – ბუბა ხოტივარი, კონსულტანტები: პროფესორები – რამაზ პატარიძე, ნინო სამსონია, აკადემიკოსი მიხეილ ქურდიანი, სიმონ მასხარაშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, რაჟდენ დუმბაძე, მთავარი კონსულტანტი – ნუგზარ რუხაძე, პროდიუსერი – ნელი ზანგურაშვილი) ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების გამოკვლევების საფუძველზე იღებს ქართულ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს ქართულ ანბანში შეფარული საიდუმლოებების ამოხსნის შესახებ, რომელიც გავა „დისქავერის“ არხზე და იქნება სენსაცია მსოფლიო საზოგადოებისთვის.

– ბატონო ბუბა, რამ გადაგაწყვეტინათ ქართულ ანბანზე ფილმის გადაღება.

– ჩვენ გვაქვს ეროვნული განძი. ეს არის ანბანი – აბსოლუტურად ამოუხსნელი, დიდი სირთულეებით. ძალიან ღრმა შინაგანი ფილოსოფიური, კოსმიური, კოსმოგენური რელიგიური არსია ჩადებული ქართულ ანბანში.

მოვიდა დრო, რომ გაკეთდეს მაღალი დონის, მე ვგულისხმობ, „დისქავერის“ ტიპის დოკუმენტურ ფილმს ქართულ ანბანზე, რომელსაც ექნება სერიოზული რეზონანსი მსოფლიოში.

უპატრონოდ ვართ მიტოვებულები, ამ მხრივ ნამდვილად სჭირდება პატრონი საქართველოს მეცნიერებას და ქართულ კინოს, რომ ამ არხზე გაიყვანოს. სხვა მრავალი ანალოგიური არხია, სადაც დღითიდღე იზრდება ინტერესი დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების მიმართ. მთავრობამ აუცილებლად უნდა მოჰკიდოს ხელი ამ საქმეს. „დისქავერის“ ტიპის ფილმს სულ სხვა შესაძლებლობები და მასშტაბები აქვს. ამ ფილმის საშუალებით, მსოფლიოს მივაწოდებთ ინფორმაციას ქართული ანბანის, როგორც სრულიად ორიგინალური და უძველესი დამწერლობის შესახებ და, იმავდროულად, დასაბუთებულ კავშირს შუმერულ კულტურასთან. ფილმში ასახული იქნება ქართულ ასომთავრულში მოცემული შუმერულ ღვთაებათა პანთეონი, ციური სხეულების, მზისა და მთვარის მოძრაობის ციკლი, რის საფუძველზეც ანბანში იკითხება – მსოფლიოში ყველაზე ზუსტი მზისა და მთვარის კალენდარი, ზოდიაქოს ნიშნები, გზა დედამიწიდან გალაქტიკაში და უკან დედამიწაზე.

– ქართველების წარმომავლობაზე იქნება მსჯელობა?

– ქართული წარმომავლობის ფესვები არ არის ადვილი საძიებელი, მაგრამ ის, რაც სახეზეა და რასაც ვერავინ უარყოფს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს თვითმყოფადობასა და ორიგინალურ კავშირზე უძველეს ცივილიზაციებთან – მათ შორის, შუამდინარეთის ცივილიზაციასთან. ფილმი იმ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველების ისტორია უკეთ იყოს დანახული და შესწავლილი, რაც მკვეთრად გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს და საერთოდ, დროა, მსოფლიომ დაგვაფასოს ისე, როგორც ამის ღირსები ვართ.

– ვინ აფინანსებს ფილმს?

– ჩვენ ვაწარმოეთ წინასწარი მოლაპარაკება „ჯეოსელთან“. გავაცანით ფილმის სინოფსისი. პირველ ეტაპზე ნამდვილად შეიძლება, ითქვას, რომ თემა მოწონებულია და ახლა მიეცა ამ საქმეს მსვლელობა. „ჯეოსელი“ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს. მარტო იყალთოს ამბავი რად ღირს! იმედი გვაქვს, რომ „ჯეოსელის“ რიგით მეორე საუკუნის პროექტი იქნება ფილმი ქართულ ანბანზე.

– რა ჯდება ფილმის დაფინანსება?

– რაც შეეხება თანხებს, 300-400 ათასი დოლარი ჯდება ჩვეულებრივი, მეორეხარისხოვან თემაზე გადაღებული ფილმი. ეს არის, ის მინიმუმი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გადავიღოთ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი. მთელ მსოფლიოს მოივლის და მოიტანს ბევრად მეტს, ვიდრე მასზე დაიხარჯება.


скачать dle 11.3