“ემბავუდის„ ახალი ავეჯის სალონი გაიხსნა
22 ივლისს, აღმაშენებლის ხეივანში, მეათე კილომეტრზე ავეჯის სახლ „ემბავუდის“ ახალი, რიგით მეოთხე, საკმაოდ მასშტაბური სალონი გაიხსნა. ყველა სახის ულამაზესი ავეჯი, რომელსაც 2007 წლიდან კომპანია საქართველოში აწარმოებს, ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ბევრია მწვანე აბრა, რომელიც გვამცნობს, რომ ავეჯი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება, უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი შვილებისთვის. კომპანია „ემბავუდ ჯორჯიას“ საქართველოში ავეჯისა და ავეჯის ნახევარფაბრიკატების ორი ქარხანა აქვს, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია, შეარჩიოს სასურველი საძინებელი, რბილი ავეჯი, სამზარეულო, მისაღები და საბავშვო ოთახის ავეჯი, მაგიდები, სკამები და სხვა. ახალი სალონის პრეზენტაცია ალაფურშეტითა და ულამაზესი ტორტის გაჭრით დასრულდა.