“ჯეოსელის„ საოცარი საჩუქარი გიორგი სუხიტაშვილს
ალბათ, ასეთი ამბები უნდა გახმაურდეს. პრობლემა, რომელიც გიორგი სუხიტაშვილს წლებია აწუხებს, „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა სრულიად შემთხვევით შეიტყვეს.
გიორგი სუხიტაშვილი: წლებია უკვე, რაც „მინუსი“ მაქვს მხედველობაში. თუმცა, სათვალეების ცვლა ისეთი სიხშირით მიწევდა, რომ მივხვდი, რაღაც უფრო სერიოზული მჭირდა. ექიმთან მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მხედველობის მხოლოდ 18-20 პროცენტი მაქვს დარჩენილი და საჭიროა სასწრაფო ოპერაცია. ამ დაავადებას კერატოკონუსი ჰქვია, თვალი ფორმას იცვლის და რქოვანა თხელდება. ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებდი. „ჯეოსელმა“ ოფისში დამიბარა და თანამშრომლები პირდაპირ მეჩხუბნენ, ასეთ რამეს როგორ არ გვაგებინებდიო. ისეთი რაღაცეები მითხრეს, აქეთ დამითანხმეს ოპერაციაზე. დავყაბულდი საჩემოდ (იცინის). სამი კვირის წინ წარმატებით გაკეთდა ოპერაცია და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მთელ „ჯეოსელს“ ამისთვის. იმდენად ზრუნავენ ჩემზე, რომ უკვე ვხუმრობ კიდეც, მათთან რომ მივდივარ ვაცხადებ, კედები მაქვს საყიდელი და აბა, რას ფიქრობთ-მეთქი. ასეთი მეცენატები და მეგობრები არსად მეგულება და მინდა იცოდნენ, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები.