“მის საქართველო„ სექტემბერში გაიმართება
ტრადიციულად საქართველოს ულამაზესი ქალბატონის დასახელება ბათუმში, აგვისტოში ხდებოდა. წელსაც დაგეგმილი იყო, რომ „მის საქართველო 2010“ პირველ აგვისტოს, ბათუმში გამოვლინდებოდა. თუმცა, პრესკონფერენციაზე, „უზდეუს“ ცენტრში, რომელმაც დააწესა მთავარი პრიზი გამარჯვებულისთვის – ახალი ავტომობილი „დეუ მატიზი“, გაირკვა, რომ ღონისძიება სექტემბერშია გადატანილი. თარიღი ბათუმის მერიის თხოვნის საფუძველზე შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეეწყოს რეგიონის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას. მონაწილეთა რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გრძელდება. ასე რომ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს თავის ქვეყანაში ყველაზე ლამაზის ტიტული მოიპოვოს, საკმაოდ ბევრი დრო აქვს „იმიჯ-ცენტრში“ განცხადების შესატანად.