თბილისის მერს ვენაში ვაჟი შეეძინა
თბილისის მერს, გიგი უგულავას 20 ივლისს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ბიჭი შეეძინა. მერი მეუღლის გვერდით იყო. მშობიარობამ როგორც დაგეგმილი იყო, მშვიდად ჩაიარა. ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს. დედა-შვილი თავს მშვენივრად გრძნობს, თუმცა ჩვენთვის უცნობია, როდის აპირებს ოჯახი თბილისში დაბრუნებას. წინა ქორწინებებიდან – თბილისის მერს ორი ქალიშვილი ჰყავს, მის მეუღლეს კი – ორი ბიჭი. ალბათ, მერისთვის პირველი ბიჭი ძალიან დიდი სიხარული იყო, რასაც ჩვენც ვუერთდებით და ჟურნალის სახელით, პატარა ალექსანდრეს ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.