კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ნიუ-იორკის მერმა არჩევნებზე რეკორდული თანხა დახარჯა

ნიუ-იორკის მერმა, მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა, თავისი საარჩევნო კამპანიის პერიოდში 109,2 მილიონი დოლარი დახარჯა. ამერიკული პრესის ცნობით, ეს არის ამერიკული საარჩევნო ისტორიის აბსოლუტური რეკორდი. ნიუ-იორკის მერად ბლუმბერგი 2009 წლის ნოემბერში აირჩიეს, ხოლო თანხა, რომელიც არჩევნებზე დაიხარჯა, მთლიანად მისი პირადი საკუთრება იყო. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ბლუმბერგი „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში 18 მილიარდი დოლარით 23-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო მისმა კონკურენტმა არჩევნებში, ბილ ტომპსონმა, მასზე 12-ჯერ ნაკლები დახარჯა – 9,4 მილიონი დოლარი.

უგო ჩავესის თქმით, მისი კერპი, სიმონ ბოლივარი, მოკლულია

ვენესუელის ქარიზმატულმა ლიდერმა, უგო ჩავესმა, ტრადიციული სატელევიზიო ინტერვიუს დროს მოითხოვა, რომ მშობლებმა ეკრანებს ბავშვები მოაცილონ, რადგან ინტერვიუს დასრულებისთანავე ეთერში გავიდოდა ვენესუელის ნაციონალური გმირის – სიმონ ბოლივარის ნეშტის ექსჰუმაციის კადრები. უგო ჩავესმა პირადად გასცა ბოლივარის სხეულის ექსჰუმაციის განკარგულება, რადგან ის მიიჩნევს, რომ ნაციონალური გმირი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა და იგი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იანუკოვიჩს მილიონი ევრო დაუჯდა

ცნობილია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ბანკეტზე მოწვეულ სტუმრებს ართობდნენ რუსული პოპ-მუსიკის ვარსკვლავები: ვალერი მელაძე, იოსიფ კობზონი, ალექსანდრ სეროვი, ფილიპ კირკოროვი, ანჟელიკა ვარუმი, ლეონიდ აგუტინი, ნატალია კოროლიოვა, ჯგუფი „დისკოთეკა ავარია“, ანი ლორაკი, ტინა კაროლი და ირინა ბილიკი. საღამოს წამყვანი კი მაქსიმ გალკინი იყო. გაზეთ „კორესპონდენტის“ ცნობით, საღამოს ორგანიზება და ვარსკვლავების ჰონორარის საერთო რაოდენობა ერთ მილიონ ევროს აჭარბებდა. გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული იყო თითოეული ვარსკვლავის სავარაუდო ჰონორარი კერძო წვეულებისთვის (კირკოროვი – 60-80 ათასი ევრო, ვარუმ-აგუტინის დუეტი – 45 ათასი ევრო, გალკინი – 120 ათასი ევრო, „დისკოთეკა ავარია“ – 100 ათასი ევრო). იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საღამო პრეზიდენტის პირადი ხარჯით მოეწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი გრივნა არ დახარჯულა.

ვლადიმირ პუტინი და ჟან-კლოდ ვან დამი ერთად ისვენებენ

მოსკოვურ უპრეცედენტო სიცხეს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სოჭში დაემალა, სადაც ევროპის ჩემპიონატი იმართება ბრძოლაში წესების გარეშე. ჩემპიონატზე მოწვეული სტუმრებიდან ჰოლივუდის ვარსკვლავის – ჟან-კლოდ ვან დამის აღნიშვნა შეიძლება და, სწორედ მისი გაცნობის მიზნით, პუტინი ესტუმრა ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიალს. პუტინმა და ვან დამმა რამდენიმე წუთი ისაუბრეს სპორტზე, შემდეგ კი თვალყური ადევნეს მონაწილეების გამოსვლებს. ჟურნალისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით იხუმრეს კიდეც – მათი თქმით, ძიუდოში შავი ქამრის მფლობელმა პუტინმა და კარატეში შავი ქამრის მფლობელმა ვან დამმა ერთმანეთს კუნთები დაატოლეს და გამარჯვებული რუსეთის პრემიერი გამოდგა.

დიმიტრი მედვედევმა რვაფეხა პაულის „ნათესავი“ შეჭამა

ეკატერინბურგში მიმდინარე რუსულ-გერმანულ ფორუმზე, არაფორმალურ სადილზე, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის გერმანელ კოლეგას, ანგელა მერკელს უთხრა, რომ ფინალის დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში გაკეთებული პროგნოზებით ცნობილი რვაფეხა პაულის „ნათესავი“ შეჭამა და მზადყოფნა გამოაცხადა, კიდევ ერთხელ დააგემოვნოს რვაფეხას ხორცი, ოღონდ, ამჯერად, ეს პაული უნდა იყოს. რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა კი დაამატა, რომ იგი გერმანიას ქომაგობდა და, რომ არა პაული, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ამერიკელებმა ჰოსნი მუბარაქს ნაადრევი გარდაცვალება უწინასწარმეტყველეს

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი, უკურნებელი სენით არის დაავადებული. ამერიკელებს სოლიდარობას უცხადებენ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურებიც და აცხადებენ, რომ მათაც იგივე ინფორმაცია გააჩნიათ. სპეცსამსახურების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მუბარაქი დაავადებულია კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი. სპეცსამსახურების თქმით, ბოლო პერიოდში მუბარაქი რამდენჯერმე ესტუმრა საფრანგეთისა და გერმანიის კერძო კლინიკებს და მას ყველგან ერთი წლის სიცოცხლე განუსაზღვრეს. ეგვიპტურმა მხარემ ამ ცნობას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ მუბარაქი ბრწყინვალედ გრძნობს თავს და კიდევ დიდხანს იქნება ეგვიპტის სათავეში.


скачать dle 11.3