კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარღვევის მოლოდინში


„მე რომ შენ რკო მოგიტანეო“

ჩვენს სამშობლოში არა მხოლოდ სექსუალური მიმართულებით იგეგმება გარღვევა, არამედ საფეხბურთო მინდორზეც. ელმედიამ გვაუწყა, რომ თბილისში თვით უეფას პრეზიდენტი ჩამოდის, არც მეტი, არც ნაკლები, იმის გასარკვევად, გაიმართება თუ არა 2011-2012 წლების ევროპის ლიგის ფინალი საქართველოში. მოსალოდნელ სასიხარულო მოვლენას კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად გამომცხვარი სამინისტროს ნაგუბერნატორალმა მინისტრმა ბ-ნმა ვარძელაშვილმაც შეაწია. სახელდობრ, ბრძანა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი რეკლამირებისა და ტურიზმისთვის (ფეხბურთისთვის?!), რადგან ფეხბურთს მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავსო. საშინაო გასაჭირისთვის უფრო ოპტიმისტური იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტება. კერძოდ, ბ-ნი სიჭინავა იმედოვნებს, რომ, რაკი ყველგან, სადაც მასშტაბური თამაშები ტარდება, ფეხბურთი წინ მიდის, აქ რა ღმერთი გაუწყრებაო.

თუ არ გაუწყრება, საქართველოს ქალაქებში რვა ორვარსკვლავიანი მოედანი გაკეთდება, რომლებზეც, თუ ჩვენ დიდად ვერ ავარაკარუკებთ კრამიტებს, ევროპელები მაინც გააგორ-გამოაგორებენ ბურთს. გამომდინარე იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან, რომ ჩვენს საერთო მაუწყებლებს, ძირითადად, დამამშვიდებელი და დადებითი განწყობის შექმნის ფუნქცია აქვთ, შესაძლოა, ბ-ნი პლატინი არც ჩამოსვლას გეგმავდეს და, მაინცდამაინც, არც ევროპის ლიგის ფინალის აქ გამართვას ესწრაფოდეს. ასეა თუ ისე, ჩვენში იმედოვნებენ, რომ მიშელ პლატინის თბილისური ვიზიტი შედეგიანი იქნება. ამ ფიქრის საფუძველი კი მარტივიცაა და მერკანტილურიც: საქართველომ მას უეფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევისას მხარი დაუჭირა. ასე რომ, როგორც ჩანს, ახლა იმედი აქვს, რომ ვალს პროცენტებით დაიბრუნებს.


скачать dle 11.3