კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოაჯადოვე და აცდუნე



თქვენი რჩეული ზოგჯერ სხვა ქალებისკენაც აპარებს მზერას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი მიტოვება ან ღალატი აქვს გადაწყვეტილი. უბრალოდ, მოიხიბლა შარმით და ამაში საწყენი არაფერია. უმჯობესი იქნება, თუკი თავადაც შეეცდებით, დარჩეთ მისთვის მომხიბვლელ და იდუმალ ქალბატონად.

მამაკაცების უმრავლესობას უნდა, რომ მისი მეორე ნახევარი ჭკვიანიც იყოს, ლამაზიც და გულისხმიერიც. ჰქონდეს პასუხისმგებლობა და გაუძღვეს ოჯახს, მაგრამ ყველა ეს თვისება კიდევ არ არის საკმარისი, რომ მამაკაცისთვის ერთადერთ, სასურველ ქალად დარჩეთ. კაცი მოითხოვს იმასაც, რომ ფიზიკურადაც საინტერესო იყოთ მისთვის. ქალებმა ეს არასოდეს არ უნდა დაივიწყონ. გარდა ამისა, ქალი მამაკაცის წარმოსახვაში იდუმალი, ჯადოსნური არსებაა და ეს არ უნდა გაუცრუვდეს. ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა იცის, რას მოითხოვს მისგან მამაკაცი. შეყვარებულს, მეუღლის ზრუნვაში გართულს, ზოგჯერ ავიწყდება, რომ ქალია. მთლიანად იხსნება მისთვის და თავისთვის აღარაფერს იტოვებს. ამიტომაც, რაღაც დროის შემდეგ პარტნიორისთვის უინტერესო ხდება. ერთფეროვნება ურთიერთობის ყველაზე დიდი მტერია. როცა კაცმა ზუსტად იცის, რა იქნება ხვალ და არაფერს ახალს მეუღლისგან აღარ ელის, მის გვერდით სწყინდება. რა უნდა ქნას ქალმა, რომ ეს არ მოხდეს? მან უნდა მოახერხოს და დარჩეს საიდუმლოებით მოცული. თვითონ უნდა შექმნას ეს საიდუმლო და თუკი საჭირო გახდება, ითამაშოს, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, სწორედ იდუმალების თამაში ხდის ქალს სასურველს. სცადეთ, გააკვირვოთ თქვენი პარტნიორი. გააღვივოთ მასში ინტრიგა, ინტერესი... თქვენი გამოხედვა, სიარულის მანერა, ვარცხნილობა ხშირად უნდა იცვლებოდეს. იყავით ზოგჯერ სპორტული და თანამედროვე, ზოგჯერ გასული საუკუნის ქალი – მეოცნებე და რომანტიკული. ტრადიციული ჩაის სმის დროსაც კი შეგიძლიათ, იყოთ განსხვავებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხმას და ინტონაციას. შეგიძლიათ, იყოთ ეროტიკული, ისე, რომ ტანსაცმელიც არ გაიხადოთ. ყველა ქალშია კოდირებული იდუმალება და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი.





გვერდი მოამზადა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3