კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ პირობებში გავზარდო რაფისი და პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარე?

პასუხი: რაფისი პალმის ერთ-ერთი სახეობაა. მცენარეს სჭირდება გაბნეული შუქი, ამიტომ იმ ფანჯარასთან დადგით, სადაც მზის პირდაპირი სხივები ვერ აღწევს. ის შესანიშნავად იზრდება ოთახის პირობებში და დაჩრდილულ ადგილას კარგად ძლებს. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარე რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთრის თვეებში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც შეამცირეთ. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს სითბოში მაღალი ტენიანობა სჭირდება. ზამთარში მინიმუმ 8-10 გრადუსი მაინც უნდა იყოს ტემპერატურა, ხოლო ზაფხულში 18-25. ამ პერიოდში მცენარის ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ყავისფერი და შემჭკნარი ფოთლები დროულად მოაცალეთ. მცენარე, დაახლოებით, ერთი მეტრის სიმაღლემდე იზრდება და სასურველია, თუ სასტუმრო ოთახში მოათავსებთ.

კითხვა: ბინაში მაქვს როდოდენდრონი, რას მირჩევთ, ახლა ხშირად თუ უნდა მორწყა და რა ადგილას უნდა დავდგა?

პასუხი: ეს მცენარე კაშკაშა სინათლეში უნდა ამყოფოთ, თუმცა მზის გულს მოარიდეთ. სიგრილეში მეტხანს ყვავილობს. მოარიდეთ ძალიან მაღალ ტემპერატურას. მცენარის კარგად ყვავილობისთვის სასურველია, იყოს 10-16 გრადუსი ტემპერატურა. დაყვავილების შემდეგ, შემოდგომის პირველ ყინვებამდე, შეგიძლიათ, მცენარე გარეთ ამყოფოთ. დადგით დაჩრდილულ ადგილას და მხოლოდ აცივების შემდეგ შეიტანეთ სახლში. ამ ზაფხულს თქვენი მცენარე უკვე გარეთ უნდა იყოს. გარეთ გატანამდე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგში გადარგეთ. როდესაც მცენარეს აივანზე გადგამთ, ყურადღება მიაქციეთ, ნიადაგი რეგულარულად მორწყეთ და თხევადი სასუქითაც გაამდიდრეთ.

კითხვა: ხშირად თუ სჭირდება ეუფორბიას მორწყვა და როგორ მოვუარო მცენარეს ახლა?

პასუხი: ეუფორბიას ყოველთვის უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი. მოარიდეთ თაკარა მზეს. დაელოდეთ, სანამ ფოთლები მოიწყენს, შემდეგ კი უხვად მორწყეთ. მცენარეს წყალში ნუ დატოვებთ. შეგიძლიათ ორ კვირაში ერთხელ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყათ. ეს მცენარე რთულად იზრდება. უხვი ყვავილობისთვის აუცილებელია მისი სიბნელეში დადგმა.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ეპიპრემნუმი?

პასუხი: ეს მცენარე ჩრდილიან გარემოს იტანს, მაგრამ კარგი განათების პირობებში სწრაფად იზრდება. ამიტომ, ეცადეთ, ყველა სეზონზე კარგად განათებულ ადგილას დადგათ და საკიდ კალათზე დაკიდოთ. მცენარეს ჰყოფნის ოთახის 18-24-გრადუსიანი ტემპერატურა ხოლო ზამთარში, დაახლოებით, 14-16 გრადუსი.


скачать dle 11.3