კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოთამაშე


დიახ, ნამდვილად არიან მამაკაცები, რომლებსაც გულწრფელ ურთიერთობებს, თამაში ურჩევნიათ. ყოველ შემთხვევაში, თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპამდე. მათ ყველგან შეხვდებით. ანუ, ერთი, კონკრეტული ადგილსამყოფელი არ გააჩნიათ. ასე რომ იყოს, ქალებსაც გაუადვილდებოდათ – წინასწარ ეცოდინებოდათ, რომელ ადგილებს არ უნდა გაკარებოდნენ. შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა სპეციალური მაჩვენებლებიც. მაგალითად: ასეთი შინაარსის „ფრთხილად! აქ მექალთანეები ბინადრობენ“; ან „მოერიდეთ, ეს ცბიერი, ქარაფშუტა მამაკაცების სამყოფელია”. რადგან ასეთ რეალობაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება, ისღა დაგვრჩენია, მეტი ყურადღება, პარტნიორის არჩევისას გამოვიჩინოთ. არ შეიძლება, ენდო მამაკაცს, რომლის შესახებ თითქმის არაფერი იცი.

შანსი იმისა, რომ თავის ნამდვილ სახეს არ გაჩვენებდეთ, ძალიან დიდია. იქნებ, სერიოზული ურთიერთობა სხვა ქალთან აქვს, თქვენთან კი, უბრალოდ, დროებით ერთობა. თუ კარგად დააკვირდებით, „მოთამაშის” ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ის ჩქარობს. ეს არის ერთი უმთავრესი, განმასხვავებელი ნიშანი. ჩქარობს იმიტომ, რომ თქვენთან ბევრ დროს ვერ დახარჯავს. მომენტი ჩაუვარდა და ამით სარგებლობს. მის ინტერესებში არ შედის, რამდენიმე დღე, ან კვირა შეალიოს თქვენ მოხიბვლას. თუ აჰყვებით თამაშში, ხომ კარგი. თუ არა, მალევე მონახავს სხვას. გირჩევთ, დაემშვიდობოთ, თანაც, რაც მალე, მით უკეთესი.


скачать dle 11.3