კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმართლის მარცვლები


არავის უნდა, მისი პირადი ცხოვრება საჯარო მსჯელობის საგნად იქცეს, როცა ტყუილ-მართალი ძნელი გასარჩევი ხდება. შეიძლება, თქვენ ასე არ გგონიათ, მაგრამ ხშირად ჭორების წარმოქმნას თავადვე ვუწყობთ ხელს. იქნებ ფიქრობთ, რომ ჭორაობით მარტო ქალები იქცევენ თავს. მამაკაცები ერთი ნაბიჯითაც კი არ ჩამორჩებიან სუსტი სქესის წარმომადგენლებს. სხვათა შორის, სულაც არ ქენჯნით ამის გამო სინდისი. ამიტომ, თუ არ გინდათ, ჭორების უნებლიე წყაროდ იქცეთ, გაითვალისწინეთ.

იყავით მზად იმისთვის, რომ როგორც კი ვინმეს ახალ ამბავს გაუზიარებთ, ძალიან მალე ის უკანვე დაგიბრუნდებათ, სახეცვლილი და „შელამაზებული”;

როცა ჭორადქცეული თქვენი სიტყვები უკანვე გიბრუნდებათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ ეჩხუბოთ მის მთქმელს. ეს უაზრობასთან ერთად, დიდი შეცდომაა;

იმისთვის, არც სხვას ავნოთ და არც საკუთარ თავს, ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს;

როცა ინფორმაციას ავრცელებთ, ჯერ მისი სანდოობა შეამოწმეთ, რატომ უნდა დაგბრალდეთ ჭორიკნობა მხოლოდ იმიტომ, რომ დაუფიქრებლად „გაატარეთ” სხვისი ნათქვამი?! ეს დაუდევრობა, შეიძლება, ძვირად დაგიჯდეთ;

მშვიდად მოისმინეთ სხვადასხვა ვერსიები. ეს აუცილებელია, რათა მიხვდეთ, რა შორს წასულა უსიამოვნო ამბავი. ეს დაგეხმარებათ იმაშიც, გაიგოთ, რისი მიღწევა სურდა ჭორის გამავრცელებელს, მაგრამ არ დაუწყოთ ძებნა პირველწყაროს და რაც მთავარია, არც იფიქროთ შურისძიებაზე.

P.S. ისე კი, ყველა ჭორში იპოვით სიმართლის მარცვლებს და თქვენი მისიაც სწორედ იმაშია, აღმოაჩინოთ ისინი. მერე უკვე შეძლებთ ჭეშმარიტების დადგენასაც. თუკი, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე საერთოდ გაინტერესებთ.


скачать dle 11.3