კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალბატონი... დიასახლისი



დიასახლისობა პროფესიაა. ვისაც ეს არ ესმის, ის ცუდი დიასახლისია. როცა ოჯახში ფუსფუსი მძიმე ტვირთად იქცევა, ქალს ხასიათი უარესობისკენ ეცვლება. კონფლიქტების მიზეზი ცოლ-ქმარს შორის ძალიან ხშირად სწორედ ეს არის. არსებობს დიასახლისის რამდენიმე ტიპი.

1. კლასიკური დიასახლისი. უკვე ბავშვობიდანვე იცოდა, რომ იყო უბრალოდ ცოლი – ბედნიერებაა, მას არ აწუხებს პროფესიული ამბიციები. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს. ახლობლებს ხშირად ებრალებათ ის, რადგან თავის ტალანტს, ნიჭსა და შესაძლებლობებს ქურასთან ტრიალში კარგავს, რომ მისი ცხოვრება მოსაწყენია, მაგრამ თავად ქალბატონი ასე არ ფიქრობს. ის კმაყოფილია თავისი არჩევანით. ასეთი ქალი იშვიათად მოუწყობს ქმარს სკანდალს და სამჯერ მაინც დაფიქრდება, სანამ ამას გააკეთებს. თუნდაც, ძვირფასი მეორე ნახევარი გამთენიისას დაბრუნდეს სახლში. მაგრამ კლასიკურ დიასახლისსაც აქვს თავისი სისუსტეები. 45-50 წლის ასაკში შესაძლოა დაფიქრდეს ცხოვრების ამაოებაზე და თუკი ქმარი მის თავგანწირვას არ დაინახავს, გადაწყვიტოს, რომ არასწორად იცხოვრა. მხოლოდ მზრუნველი მეუღლე და შვილები აარიდებენ მას ამ საფრთხეს.

2. „მოთვინიერებული“ დიასახლისი – სულის სიღრმეში უკმაყოფილოა იმით, რომ საოჯახო საქმეები მიაჩეჩეს. მიაჩნია, რომ ამისთვის არ იყო დაბადებული. შფოთავს, ვერ ისვენებს... მიქსერით ხელში ფანჯარასთან დგას და ოცნებობს თავისუფლებაზე. იმასაც ფიქრობს, რომ ცხოვრებას ტყუილუბრალოდ ფლანგავს სისულელეებში. ფრთხილად იყავით ასეთ ქალთან, მოთვინიერებული ვეფხვი ძალიან საშიში შეიძლება, იყოს. მით უმეტეს, გაუფრთხილდით ქალს, რომელსაც სხვა მისწრაფებები, მიზნები ჰქონდა, თქვენ კი სახლში გამოკეტეთ.

3. ცხოვრებით გაწამებული – ეს არის ქალი, რომლისთვისაც საოჯახო საქმე მძიმე ტვირთია, მაგრამ მაინც მუშაობს. იმიტომ, რომ თავს ვალდებულად გრძნობს. სწორედ ეს სტანჯავს და აწუხებს მას. თუ მადლობასაც არავინ ეუბნება, მაშინ კონტროლს კარგავს. ძალიან უნდა გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს. იბრძვის, მაგრამ მაინც ოჯახს არის მიჯაჭვული. ის იმსახურებს, შეხვდეს ქმარი, რომელიც მის თავგანწირვას დააფასებს. სხვანაირად სკანდალი გარდაუვალია.


скачать dle 11.3