კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი სწავლა მოუწევს თამთა ჭელიძეს კაცებთან ურთიერთობაში და რა უკვირს მას სხვა ქალების


ლამაზია და ნიჭიერი – ანუ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ქალი, თუ ის ევას ღირსეულ შთამომავლად მიიჩნევს თავს... მამაკაცებზე საკუთარი წარმოდგენა აქვს, რომელიც ოჯახში ჩამოუყალიბდა და, სწორედ ამიტომ, კაცად დაბადება სულაც არ მიაჩნია რამე უპირატესობად, უფრო – პირიქით, თამთა დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტი მამაკაცის ყოფა გაცილებით უფრო რთულია და საპასუხისმგებლო, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლის... შეიძლება, მკითხველს მამაკაცების დამცველადაც კი მოევლინოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანობის მომხრეა.


თამთა ჭელიძე: ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ შესაძლოა, კაცებს ქალებზე ადვილი ცხოვრება აქვთ, მაგრამ, გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ ამას. თუ კაცს ბოლომდე გაცნობიერებული აქვს, რა მოვალეობებს აკისრებს მას სქესი, მაშინ, გამოვა რომ ქალებთან შედარებით გაცილებით რთულად აქვთ საქმე (იცინის). ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს ისე, რომ კაცებისთვის უფრო ადვილია ყველაფერი – ლაპარაკი მაქვს ისეთ მამაკაცზე, რომელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს – იყო კაცი. ისეთი კაცებისთვის კი, რომლებსაც კაცობა მარტო შარვლით სიარული ჰგონიათ და არ იციან, რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საკუთარი სქესი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ადვილია (იცინის). იყო ნამდვილი მამაკაცი – ნამდვილად არ არის იოლი. ქალობა უფრო მარტივია.

– ქალიც რომ მათი მოსავლელია, ბევრ მამაკაცს საერთოდ არ ახსოვს.

– რა თქმა უნდა. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ვიცი, რა მოეთხოვება და რა ვალდებულებები აქვს მამაკაცს. მე ისეთი მამა და ბაბუები მყავს, მათი მაგალითით თუ ვიმსჯელებ, ქალის ცხოვრება ნამდვილი მამაკაცის გვერდით კომფორტია.

– მიაღწევდი თუ არა უფრო მეტს, კაცი რომ ყოფილიყავი და თავს რომელ სფეროში წარმოიდგენდი?

– ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია და, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად წარმატებული მამაკაცი ვიქნებოდი. შეიძლება, მომღერალი აღარ ვყოფილიყავი, მაგრამ, მსახიობობაზე ალბათ არ ვიტყოდი უარს. სულ მგონია, რომ მე სხვა არაფერზე მიოცნებია და სხვა არაფერი მდომებია. ანუ, ისევ ვიქნებოდი ჩემს სფეროში და, შესაძლოა, რეჟისორობაც მეცადა – ძალიან საინტერესო პროფესიაა.

– მთავარი მიზეზი, რისთვისაც მამაკაცებს არ სურთ ქალობა, არის ის, რომ ბავშვის გაჩენა მიაჩნიათ საშინელებად.

– ვერ შეედავები (იცინის). რაც დაკავშირებულია ტკივილთან, იმ ნაწილში აშკარად მოგებულები არიან, მაგრამ, ამ მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს – მამაკაცებმა ძალიან ბევრი დაკარგეს იმით, რომ, არ იციან, რამხელა სიხარული და ბედნიერებაა შვილის ამქვეყნად მოვლინება. თუმცა, მე სრულიად კანონზომიერად მიმაჩნია ის, რომ ქალი აჩენს ბავშვს და არა მამაკაცი. კაცმა ბავშვი არ უნდა გააჩინოს.

– მართლა ქალის გამო დავკარგეთ ადამიანებმა სამოთხე?

– ჰოო, ეს ცოტა რთული შეკითხვაა (იცინის). კაცები უფრო ხშირად ქალების ჭკუაზე დადიან. ადამიც ხომ შეცდა და გაიარა ევას ჭკუაზე – ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე, ალბათ, ამას სათავე სწორედ იმ შემთხვევიდან დაედო.

– ანუ, სულ პირველმა ერთხელ გაიარა და მას მერე დადიან და დადიან?

– ჰო, დადიან და დადიან ქალის ჭკუაზე. ზოგი ხვდება ამას, ზოგი ვერა, მაგრამ, კაცების უმეტესობა ქალის ნება-სურვილზე დადის.

– ალბათ, ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, და კაცი ისე ატაროს თავის ჭკუაზე, რომ ის ამას ვერ მიხვდეს.

– ჰო, მაგრამ, მე არ მივეკუთვნები იმ ქალების რიცხვს, კაცებს თავის ჭკუაზე რომ ატარებენ. ამიტომ, არ ვიცი, როგორი ქალი უნდა იყო, ეს რომ მოახერხო.

– არც გიცდია, კაცი შენს ჭკუაზე გეტარებინა?

– რა არის, იცი? მე არ მიყვარს ისეთი მამაკაცები, რომლებიც ქალის ჭკუაზე დადიან. რა თქმა უნდა, კაცმა ქალის აზრი უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. სურვილი უნდა ჰქონდეს შენი ინტერესებისა და სურვილების გაზიარების. არ ვარ იმის მომხრე, რაღაც ეშმაკობებითა და ხრიკებით ვაიძულო კაცი, გააკეთოს ის, რაც მე მინდა. არც ვიცი არანაირი ხრიკები და არც ის, როგორ უნდა ვატარო კაცი ჩემს ჭკუაზე (იცინის).

– თურმე, კაცის გაწვრთნა ისევე შეიძლება, როგორც ძაღლის და უცხოეთში შესაბამისი სახელმძღვანელოებიც კი არსებობს.

– მართლა? არ ვიცოდი! ისე, მგონი, საინტერესო იქნებოდა ამ სახელმძღვანელოს წაკითხვა. შეიძლება მერე რაღაცეები გაგვეთვალისწინებინა. რაღაც-რაღაცეებს მაინც ქალი განაგებს, მით უმეტეს – ოჯახში, მაგრამ, მე მართლა არ ვიცი კაცის გაწვრთნა (იცინის), ვერავის გავწვრთნი და ვერავის გადავაკეთებ. არადა, არიან ამ საქმის პროფესიონალები, თანაც, ჩემზე ბევრად პატარა გოგონები. გავოცებულვარ კიდეც, ისე კარგად მოუხერხებიათ – ეს თაობა აშკარად დიდი ჭკუით გამოირჩევა. რასთან არის ეს დაკავშირებული, მართლა ვერ ვხვდები.

– ამბობენ, ქალი მაინც კისერია, კაცი კი თავიო.

– და, ამ „თავს“, საითაც უნდა იქით მიატრიალებსო? შეიძლება. რა ვიცი, აბა! ხომ გითხარი, ამ საქმეში გამოცდილება არ მაქვს-მეთქი. ქალის სიძლიერე არის ანგარიშგასაწევი ფაქტორი და კაცის წარმატებასაც დიდწილად ქალი განსაზღვრავს, რადგან ქალში არის ის ძალა, რომელიც არ არის მამაკაცში. მე ერთი აღმოჩენა გავაკეთე და დავადგინე, რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქალი და მამაკაცი. მართალია, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ, ვფიქრობ, რეალობასთან ძალიან ახლოს არის. ყველაზე დიდი განსხვავება არის ის, რომ ქალს შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე რაღაცაზე იფიქროს და რამდენიმე საქმეც აკეთოს. კაცს კი ეს არ შეუძლია. კაცი ფიქრობს ერთხაზოვნად და აკეთებს მხოლოდ ერთ საქმეს, მაგრამ, აკეთებს კარგად. იმაზე არ ვლაპარაკობ, ქალი რამდენად კარგად აკეთებს თავის ბევრ საქმეს – ეს ცალკე თემაა. მაგრამ ქალს კიდევ შეუძლია, წინასწარ დაინახოს მოვლენები და განსაზღვროს, რას რა მოჰყვება. მამაკაცი კი ამას ვერასდროს ვერ ახერხებს. რა თქმა უნდა, ქალის ეს უპირატესობა ძალიან კარგია, მაგრამ, მე მაინც მიმაჩნია, რომ მამაკაცები ძალიან მაგრები არიან (იცინის).

– ქალს შეუძლია, ერთდროულად იფიქროს, ილაპარაკოს, საქმეც აკეთოს და მაინც კაცები არიან მაგრები?

– არ ვარ კაცების დამცველი, მაგრამ, მაგრები არიან და რა ვქნა! მიუხედავად იმისა, რომ კაცი ხშირად იმასაც კი ვერ ხედავს, რაც ცხვირწინ აქვს. ეს კიდევ მოწმობს იმას, რომ კაცის ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი. ამიტომ, ქალსა და კაცს ერთ საფეხურზე ვერ დავაყენებ. ყველა საქმეში მამაკაცი უფრო მაგარია. რატომ არიან მაგრები და წარმატებულები?! – იმიტომ რომ, როცა ერთ საქმეს აკეთებენ, მთელი არსებით არიან იმ საქმეში ჩართულები, მთელი მათი შინაგანი რესურსი მხოლოდ ამ ერთზე იხარჯება.

– რატომაც არა, მათ ხომ ქალები უმაგრებენ ზურგს და აძლევენ საშუალებას, მხოლოდ ერთი საქმე აკეთონ!

– გეთანხმები. ქალი იშვიათად არის მარტო ერთ საქმეზე კონცენტრირებული. თუ ის მხოლოდ კარიერაზე იზრუნებს, მაშინ, უარი უნდა თქვას ოჯახზე, შვილებზე, ქმარზე, კაცს კი ეს ყველაფერი მოხსნილი აქვს.

– ხედავ, ქალების ხარჯზე რომ ხდებიან წარმატებულები?

– (იცინის). მე მაინც ვფიქრობ, რომ კაცები უფრო მაგრები არიან.

– კაცების ოთხმოცი პროცენტი ვერ იტანს ქალს საჭესთან.

– ვაიმე, ვერც მე ვიტან. ისეთი საშინელი აგრესია მაქვს, რომ მე თვითონ არ დავჯექი საჭესთან. ჯერ ერთი, არ მიყვარს, როცა ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც კარგად არ გამომდის და ამიტომაც აღარ დავჯექი საჭესთან. ვერ ავიტანდი იმას, რომ ვიღაცას ჩემთვის ეგინებინა, ამიტომ, დროებით უარი ვთქვი ავტომობილზე. შეიძლება, კიდევ დადგეს დრო, როცა რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ დავრწმუნდები საკუთარ თავში და ისევ დავჯდები საჭესთან. შესაძლოა, იმ ქალებზე ათასჯერ კარგად ვმართავდი მანქანას, თავს მაგარ მძღოლებად რომ მიიჩნევენ (იცინის). თბილისში მძღოლი ქალების უმრავლესობამ არ იცის ტარება. ერთ კილომეტრში ვხვდები, რომ ქალი ზის საჭესთან. არადა, სულ მეგონა, რომ ძალიან მაგარი მძღოლი ვიქნებოდი და ცოტა იმედი გამიცრუვდა.

– უნდა დათმოს თუ არა ქალმა უფრო მეტი?

– მანდ ცოტა არ მაქვს საქმე კარგად, რადგან, მე არ ვიცი დათმობა – ვერ ვთმობ და ეს არის ჩემი პრობლემა. მოვითხოვ, რომ იქით დამითმონ. არადა, დათმობის გარეშე არ არის ურთიერთობა. ამიტომ, ვმეცადინეობ, რომ დათმობა ვისწავლო. თან, რა არის, იცი? მე დამთმობი კაცებიც არ მომწონს (იცინის).

– როგორი კაცი იქნებოდი?

– უჰ, ძალიან მაგარი. მართლა ძალიან მაგარი. მე ახლაც შემიძლია, ძალიან ბევრ მამაკაცს ვასწავლო კაცობა. ქალებს მაგრად „შევაბამდი“ და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ქალს ჩემ გვერდით ქალად ეგრძნო თავი. კაცები რომ არ მომეწონებოდა ეს ზუსტად ვიცი (იცინის).


скачать dle 11.3