კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას სოფო სებისკვერაძეს და თანხმდება თუ არა ის ინტიმურ სცენაში მონაწილეობაზე


მომხიბლავი მსახიობი სოფო სებისკვერაძე, არც ისე დიდი ხანია, რაც ტელეეკრანზე გამოჩნდა. იგი ტელეკომპანია „მზეზე“ მუსიკალური გადაცემის „M კოდის” წამყვანია და, გარდა ამისა, რამდენიმე ფილმშიც თამაშობს. სოფოს ცხოვრება შემოქმედებითად ძალიან დატვირთულია, რაც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სოფო არ აპირებს ერთ საფეხურზე გაჩერებას. მისი მიზანია, გახდეს ძალიან პოპულარული და ცნობილი მსახიობი. იმისთვის, რომ უკეთ გავიცნოთ ეს მშვენიერი გოგონა, სახლში ვეწვიეთ და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ვესაუბრეთ.


– მოდი, დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის სოფო სებისკვერაძე, საიდან მოვიდა, რას წარმოადგენს?

– თბილისში დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, შემდეგ ოჯახთან ერთად წავედი კიევში, იქ დავრჩი ცოტა ხანს საცხოვრებლად, მაგრამ, მოხდა ისე, რომ მეუღლეს მალევე დავშორდი. მას არ მოსწონდა ჩემი პროფესია და კატეგორიულად მიშლიდა მსახიობობას. სხვა გზა აღარ დამიტოვა და დავშორდი. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ვერ დავთმობდი. შემდეგ დავიწყე ფილმებში თამაში. პირველი ფილმი, რომელშიც ვითამაშე, იყო „დავით აღმაშენებელი“, მისი რეჟისორი არის ნიკა ხომასურიძე. იყო სერიალი „მესამე თაობა”, შემდეგ – „სპამი”. ეხლა მიმდინარეობს სერიალ „დეტექტივების” გადაღებები, რომელიც სექტემბრიდან გავა „რუსთავი 2-ზე“. ამჟამად კი ვემზადები ფილმ „მამაჩემის გერლფრენდის” გადაღებებისთვის.

– როგორც ვიცი, ტელეწამყვანიც ხარ.

– დიახ, ტელეკომპანია „მზეზე” მიმყავს მუსიკალური გადაცემა „M კოდი”, ასევე, მაქვს გეგმები თეატრთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ცხოვრება წინ მაქვს და, მინდა, ყველგან მოვსინჯო ძალები. მიმაჩნია, რომ საინტერესო პიროვნება ვარ და არ მინდა ჩემი ნიჭი, დაიკარგოს. იცით, როგორი ადამიანი ვარ? ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ, ძალიან კარგად გამომდის. ჩემში ისეთი რაღაცეები აღმოვაჩინე, რაც თვითონაც ძალიან გამიკვირდა. მირჩევნია, ყოველთვის დატვირთული ვიყო და მქონდეს უამრავი საქმე, ვიდრე მთელი დღე სახლში ვიჯდე.

– „მამაჩემის გერლფრენდში” როგორ მოხვდი?

– ამ ფილმში მოვხვდი ქასთინგის მეშვეობით. დამირეკეს, მივედი გასაუბრებაზე და შემდეგ დამამტკიცეს როლზე. ამ ფილმის რეჟისორი არის ნიკა ხომასურიძე, რომელთან მუშაობის გამოცდილება მანამდეც მქონდა. იგი არაჩვეულებრივი რეჟისორია. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ მსახიობობა არის ის პროფესია, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. როდესაც ფილმში ვთამაშობ, იმხელა სიამოვნებას ვიღებ, ენით ვერ აღვწერ. ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი და მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება. თუ არის რამე სიახლე?

– ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში კარიერის გარდა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. მყავს 8 წლის შვილი, ვცხოვრობთ ერთად და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ხანდახან, მგონია, რომ ჩემს შვილთან ერთად ვიზრდები, ერთად ვსწავლობთ. ზოგჯერ არის მომენტები, როცა ვერ ვხვდები, ის არის ჩემი შვილი, თუ მე ვარ მისი შვილი – როლებს ვცვლით ხოლმე.

– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?

– ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა, ჩემი კარგი და ცუდი თვისებებით. არ მიყვარს მარტოობა, ვგიჟდები ხალხმრავლობაზე. საერთოდ, აქტიური ცხოვრების სტილი მიზიდავს. ვცდილობ, ყოველთვის რაღაც ახალი გავაკეთო. მინდა, რომ ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო და მარტო ერთ საფეხურზე არ გავჩერდე. ჯერჯერობით სერიოზული როლები არ მაქვს. არ მინდა, ადამიანები ჩემმა ქერა თმამ დააბნიოს და ჩემში მხოლოდ ლამაზი და კეკლუცი გოგონა დაინახონ. მე ბევრად უფრო ჭკვიანი ვარ.

– რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?

– სიამოვნებას ძალიან ბევრი რამ მანიჭებს: ძალიან მიყვარს სიკეთის კეთება; მსიამოვნებს, როდესაც საყვარელ ადამიანებს ვახარებ. შეიძლება რამე კარგ ფილმს ვუყურო და ამითაც მივიღო სიამოვნება – გააჩნია ხასიათსა და განწყობას. როცა მეგობრებთან ერთად ვარ, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები, რადგან, მათთან ერთად ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– როგორია შენი ცხოვრების ერთი დღე?

– ყოველთვის ერთნაირი დღის გრაფიკი ნამდვილად არ მაქვს. არის პერიოდი, როცა ძალიან დატვირთული ვარ და გადარბენები მაქვს, მაგრამ, არის მომენტები, როცა მთელი დღე სახლში ვარ და მძინავს ან ტელევიზორს ვუყურებ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება ყოველთვის ერთფეროვანი არ არის. მთელი დღე სახლში ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ, სად დადიხარ გასართობად?

– ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. თავისუფალ დროს ყოველთვის ერთად ვატარებთ. ხშირად მოდიან ჩემთან, ვაკეთებთ სხვადასხვანაირ სადილებს, შემდეგ დავსხდებით, ბევრს ვლაპარაკობთ და ასე ვატარებთ დროს. ხშირად დავდივართ კლუბებში, გავდივართ ქალაქგარეთ. ჯერჯერობით იმდენად დატვირთული გრაფიკი არ მაქვს, რომ დასვენებისთვის ვერ მოვიცალო. თუმცა, თუ ბევრი საქმე მექნება, თანახმა ვარ, ჩემი დრო და ენერგია კარიერას დავუთმო, რადგან ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული განვითარებაა. მინდა, ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო, მაგრამ ამ ეტაპზე იმდენად დატვირთული არ ვარ, რომ დასვენება და გართობა ვერ მოვასწრო.

– ადვილია შენი გულის მონადირება?

– ძალიან მიმნდობი ადამიანი ვარ, მაგრამ, ისეც არ ხდება, რომ ერთი შეხედვით შემიყვარდეს ვინმე. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, საკმაოდ ბევრს ვფიქრობ. თუნდაც პირველი ქორწინება ჩემთვის მაგალითი იქნება ყოველთვის, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი არ გადავდგა. არ მინდა, მეორედაც დავუშვა შეცდომა... იმდენად მწარე გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ, სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამ, ბევრს ვიფიქრებ. ძალიან მაღიზიანებს, როცა ჩემს ცხოვრებაში სხვები ერევიან, თუნდაც, იმით, რომ მთხოვენ, ჩემს წინა ცხოვრებას დავუბრუნდე. ვიცხოვრო ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდი.

– თუ არის შესაძლებელი შენი დათანხმება თამამ როლებზე?

– ჯერჯერობით, საქართველოში ნაკლებად იღებენ ისეთ ხარისხიან ფილმებს, რომ ღირდეს გახდა. შეიძლება, რეჟისორმა ისე ლამაზად გადაიღოს სექსის სცენა, რომ არავისთვის არ იყოს გამაღიზიანებელი. თუნდაც შიშველი სხეული, თუნდაც ნებისმიერი დეტალი, ისე ესთეტურად და ლამაზად იყოს გადაღებული, რომ მაყურებელში არ გამოიწვიოს გაღიზიანება. ასეთ შემოთავაზებას დავთანხმდები, რატომაც არა, ოღონდ, გააჩნია, როგორ დამაჯერებენ. არ მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი წინააღმდეგი ამ ჟანრის ფილმების. თუ სხვა ქვეყანაში შეიძლება, გადაიღონ ასეთი ფილმები, რა დააშავა საქართველომ? ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია.


скачать dle 11.3