კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაღწია პოპულარობას რუსეთში კაპიტალის გარეშე ჩასულმა დავით კალანდაძემ და რატომ არასდროს არ იქნება ის სკანდალისტი და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი


ბოლო წლებში არაერთი ქართველი მომღერალი გამოჩნდა რუსულ შოუ-ბიზნესში, მათ შორის არის დავით კალანდაძეც, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. დათო ხალხმა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, პოპულარული პროექტის – „დომ დვას“ საშუალებით გაიცნო. მისდამი ინტერესი დღემდე არ ნელდება და მისგან ახალ-ახალ წარმატებასა და სიურპრიზს ელიან. მართალია, დათო დიდი ხანია მღერის, მაგრამ რუსულ შოუ-ბიზნესში ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა საკუთარი შემოქმედების წარდგენა. საბედნიეროდ, მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა და პირველი სიმღერის გაჟღერებისთანავე მიიპყრო მსმენელის ყურადღება. თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ დათო თბილისს ესტუმრა და ერთი კვირა, რომელსაც ის სამშობლოში ატარებს მაქსიმალურად გამოიყენა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, არც ჩვენ დავუტოვებივართ უყურადღებოდ – შეხვედრაც შედგა და ინტერვიუც.


დავით კალანდაძე: თბილისში თითქმის სამი წელია, არ ვყოფილვარ, ვერც შევამჩნიე, დრო ისე სწრაფად გარბის. პროდიუსერებმა მხოლოდ ერთი კვირით გამომიშვეს, მეტი დრო არ მაქვს რადგან, სექტემბერში ალბომი უნდა გამოვუშვა.

– ივნისში ერთი პრეზენტაცია უკვე გქონდა მოსკოვში.

– ალბომის გამოსვლამდე „პრომო დისკისა“ და „პრაექტა დავიდის“ პრეზენტაცია მქონდა. სულ რამდენიმე თვეა, რაც მოსკოვში სიმღერა დავიწყე და უკვე ძალიან ბევრი რამ მოვასწარი. ნამდვილად არ ველოდი, რომ პრეზენტაციაზე ამდენი ხალხი მოვიდოდა. ზუსტად იმ დღეს მოსკოვში რამდენიმე იუბილე აღინიშნებოდა და, მეგონა, ჩემთან არავინ მოვიდოდა, მით უმეტეს – ტელევიზიები, მაგრამ, ასე არ მოხდა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოვიდა, ასევე ჟურნალისტები. იყვნენ „მიუზიქბოქსის,“ „ემტივისა“ და სხვა ტელევიზიების წარმომადგენლები. ალბომის პრეზენტაციამაც ასე რომ ჩაიაროს, კარგი იქნება.

– ქართველ მომღერლებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, რუსულ შოუ-ბიზნესში ბედი გწყალობთ. მარტო ხმა და მონდომება, დამეთანხმები, რომ იქ საკმარისი არ არის. მოსკოვში ძალიან პოპულარულია სოსო პავლიაშვილი, დათო ხუჯაძე, შენ. გიგა კვენეტაძეც უკვე ცნობილი კომპოზიტორია და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

– ჰო, ქართველებს რუსულ შოუ-ბიზნესში გვიმართლებს – კაცების ნაკლებობაა. სამწუხაროდ, რუსეთში მარტო ნიჭზეც არ არის პოპულარობა დამოკიდებული.

– როგორც ვიცი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.

– ნამდვილად არ ველოდი, ასე მალე ამდენი თაყვანისმცემელი თუ გამიჩნდებოდა, სიმღერა ახლახან დავიწყე.

– სიმღერა – კი, მაგრამ პროექტმა „დომ დვა“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოგიტანა პოპულარობა.

– ხუთი წელი გავიდა „დომ დვას“ შემდეგ და დღემდე მცნობს ხალხი ამ პროექტით. რუსები სულ იმას ამბობენ, რომ დადებითი პიროვნება ვარ. როცა ადამიანი რუსულ შოუ-ბიზნესშია და უნდა, თავი გამოიჩინოს, სკანდალურიც უნდა იყო და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. მე კი არც ერთი არ ვარ.

– მაგრამ, მაინც პოპულარული ხარ.

– კი, მაგრამ, ესეც თავისთავად მოხდა. თან, ასაკში რომ შედიხარ, დიდად აღარც პოპულარობისთვის იბრძვი. გადამეტებული ყურადღება კარგია ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ, მესამე დღეს უკვე შემაწუხებელია. სიმართლე გითხრა, მირჩევნია, ჩემი სიმღერები იცოდნენ და მე საერთოდ არ მცნობდნენ სახეზე.

– მართალია, სკანდალების მოყვარული არ ხარ, მაგრამ ეს, ალბათ, მაინც საჭიროა პოპულარობისთვის. არასდროს დაუწერიათ შენზე პრესაში მსგავსი რამ?

– ძალიან ბევრჯერ შემოუთავაზებიათ, რომ ჩემზე სხვადასხვა სკანდალი შეეთხზათ და პრესაში დაეწერათ – ვითომ, ვიღაც ვცემე, ან ვიღაცასთან დავდივარ და ასე შემდეგ. მე ასეთ რამეზე არასდროს ვთანხმდები, რადგან პოპულარობის ამ გზით მიღწევა ჩემთვის მიუღებელია.

– არასდროს დაუწერიათ დაუზუსტებელი ინფორმაცია?

– კი, როგორ არა, ჩემთან შეუთანხმებლადაც დაწერილა. ხალხს არ აინტერესებს შენი პატიოსნება და ღირსებები, მათ სკანდალი და ასეთი რამ სჭირდებათ. რაც არ უნდა დაწერონ, მე მაინც ისეთი ვარ, როგორიც ვარ.

– სიმღერის გარდა, სხვადასხვა ბიზნესით ხარ დაკავებული. როგორ უთავსებ ერთმანეთს სიმღერას და ბიზნესს?

– მას შემდეგ, რაც აქტიურად დავიწყე სიმღერა, რა თქმა უნდა, ბიზნესს ცოტა ყურადღება მოაკლდა. მოსკოვში რომ წავედი, თავიდანვე მინდოდა სიმღერა, მაგრამ მაშინ ისეთი აქცენტი არ მქონდა გაკეთებული სიმღერაზე, როგორიც ბიზნესზე. მოსკოვში მარტო ჩავედი, საერთოდ უფულოდ ვიყავი, არანაირი კაპიტალი არ მქონდა. ამიტომ მომიწია ბიზნესის კეთება, თორემ, ბიზნესმენი კი არ ვარ მოწოდებით. ოჯახს ვარჩენდი საქართველოში ამით. ამ შემთხვევაში მუსიკა მეორე პლანზე გადავიდა, მაგრამ, სამსახურიდან შინ დაღლილი რომ მოვდიოდი, მაინც ვახერხებდი მუსიკის დაწერას. ახლა კი გამომიჩნდა დრო და საშუალება, აქტიურად დავკავდე შოუ-ბიზნესით.

– რა ბიზნესი გაქვს?

– ვიღაცას მილიონერი არ ვეგონო (იცინის). ჩემი სამი ფირმა მაქვს.

– როგორ ფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ხარ?

– დიახ. რაც არ უნდა გქონდეს და როგორც არ უნდა გქონდეს, დილით რომ გაიღვიძებ, ღმერთს მადლობა უნდა უთხრა იმისთვის, რაც გაქვს.

– საკმაოდ რისკიანი ხარ. მოსკოვში წახვიდე მარტო, ყოველგვარი ფინანსების გარეშე – ერთგვარი რისკია.

– მე წავედი, მაგრამ ჩემი ძმა თბილისში დარჩა. ძალიან ჭკვიანი ბიჭია, სამი უმაღლესი აქვს დამთავრებული, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ რამეს ვერ გამოიყენებ. ჩემი ძმა ყოველთვის მეუბნება, რომ ძალიან რისკიანი ვარ და, რაც კარგი იყო, მას არაფერი აღარ დავუტოვე დედის მუცელში, ყველაფერი მე წამოვიღე.

– სიმღერის გარდა კიდევ რა განიჭებს დიდ სიამოვნებას?

– ბავშვობაში თერთმეტი წელი კრივზე დავდიოდი, თუმცა, კრივი საერთოდ არ მიყვარდა, უბრალოდ ბაბუაჩემმა მოინდომა ასე. რინგის აქეთ ცხოვრებაში არასდროს მიჩხუბია. ვხატავდი, სიმღერებს ვწერდი. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს მანქანები. მე და ჩემი ძმაკაცი მოსკოვში თითქმის ორი წელი ვვარჯიშობდით, რალიშიც ხშირად მიმიღია მონაწილეობა. ცხოვრებაში თავისით მოდის რაღაცეები, არ იცი, რა გაინტერესებს – სულ სიურპრიზებია და იმის საშუალება გეძლევა, საკუთარი თავის რეალიზება გააკეთო.

– რა სფეროში გინდა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა?

– მე ისეთი ტიპი ვარ, არ შემიძლია ერთსა და იმავე სამსახურში 40 წელი ვიმუშაო – ვერ წარმომიდგენია ასეთი რამ. მთელი ცხოვრება რაღაცას ვეძებ, სიახლის მოყვარული ვარ. ხანდახან არაფერი არ მახარებს, ყველაფერი მბეზრდება, მაგრამ, უცებ გამოჩნდება რაღაც და იმისკენ მიდიხარ, რომ დაიპყრო. სხვათა შორის, რაც უფრო განვითარებული, ჭკვიანი და განათლებული ხარ, მით მეტად გიჭირს ცხოვრება, რადგან ყველაფერს ამჩნევ და ხედავ.

– ხარ წარმატებული, იღბლიანი და ყველაფერი გაქვს ერთის გარდა. ეს ერთი კი პირადი ოჯახია.

– მგონი, ცოლის მოყვანა ჩემთვის უკვე გვიან არის (იცინის). მხოლოდ იმის გამო, რომ უკვე დაოჯახების დროა, ცოლს ვერ მოვიყვან, თუ არ შემიყვარდა, ამას ვერ გავაკეთებ. ახლა ნათესავები რომ ვნახე, ყველა მეუბნებოდა – ცოლი მოიყვანე, უკვე დროა, მამაშენს ხომ უნდა შვილიშვილებიო. კომუნისტების დროს რომ აიძულებდნენ ხალხს სავალდებულო გეგმის შესრულებას, ასე ხომ არ არის ცოლის მოყვანა? არ არსებობს, უსიყვარულოდ მე ცოლს არ მოვიყვან. ჩემი შვილი სიყვარულში უნდა გაიზარდოს. უთქვამთ, იცი რა კარგი გოგოა, მამამისს ფაბრიკა აქვსო. ასეთ რაღაცეებზე მეცინება. ალბათ, ცოლი მარტო იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ არავინ მყვარებია.

– ანუ, ჯერ არ შეგხვედრია ისეთი გოგონა, რომელიც ბოლომდე დააკმაყოფილებს შენს გემოვნებას?

– ძალიან ბევრი კარგი გოგო შემხვედრია, მაგრამ, ასაკი რომ გემატება, უფრო პრეტენზიული ხდები. რაც უფრო ვითარდები, მით უფრო მეტ რამეს ამჩნევ და ამიტომ გართულდა ეს ამბავი. გოგო ძალიან ინტელექტუალური უნდა იყოს, ცოტა ეშმაკიც. ქალი მამაკაცთან შედარებით ათჯერ უფრო ძლიერი და ამტანია. რასაც ქალი გადაიტანს, იმას მამაკაცი ვერასდროს გაუძლებს. ამიტომ, ქალმა ცოტა უნდა იეშმაკოს და კაცს შანსი მისცეს, რომ თავის კაცობა დაამტკიცოს. მაგალითად, ქალს შეუძლია, სადმე გადახტეს, მაგრამ, ამ დროს მამაკაცს მაინც უნდა უთხრას, გადაიყვანოს. ადრე კაცებს ყოველთვის ეშინოდათ ჭკვიანი ქალების.

– შენც გეშინია?

– მე ჭკვიანი ქალის არ მეშინია, რადგან ოცდამეერთე საუკუნის განვითარებული მამაკაცი ვარ. ეს ქალების საუკუნე იქნება.

– ანუ მატრიარქატი მოდის?

– აუცილებლად. თავიდან როგორც იყო, ისე დამთავრდება კიდეც. ქალი მაგარი არსებაა. ჩემთვის ქალის სილამაზეს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სული ჰქონდეს სუფთა. მახსოვს, ბებიაჩემი მეუბნებოდა, არ მოიყვანო ცოლად ლამაზი ქალიო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ლამაზი ქალები არ ვითარდებიან. იშვიათად მინახავს, ძალიან ლამაზი გოგო საინტერესო რომ ყოფილიყოს.

– თბილისსა და თბილისელებს რას ეტყვი?

– პირველ ყოვლისა, ერთიანობას ვუსურვებ. მოსკოვში რასაც ვუყურებ, ვხვდები, რომ ქართველები ყველაზე არაერთიანი ხალხი ვართ. იქ მე ქართველების მხარში დგომას ვერ ვგრძნობ. ქართველებს ყველაზე დიდი პლუსი და ყველაზე დიდი მინუსი გვაქვს. ერთმანეთს გვერდში თუ არ დავუდექით, აბა, როგორ უნდა ვასახელოთ ჩვენი ერი?! ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა ერთი დადებითი თვისება – არ ვკარგავთ ქართველობას და, მინდა, არც ახლა დაგვეკარგოს. ჩემი დიდი სურვილია, ღმერთმა ყველა ქართველს ერთი სული ჩაგვიდგას.


скачать dle 11.3