კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაჰყვება თუ არა ცოლად გვანცა კანდელაკი როლანდ ოქროპირიძეს და რატომ თამაშობს ის დებილი ქმრის როლს


სულ რაღაც თვეა, რაც „რუსთავი 2-ზე“ კიდევ ერთი ქართული სერიალი გამოჩნდა – „გუნცაძეების ოჯახი,”, რომელმაც, მართალია, სერიალებით განებივრებული ქართველი მაყურებელი ეკრანს ვერ მიაჯაჭვა, მაგრამ, კომედიური ჟანრისთვის კარგად შერჩეული წყვილები და ფერად-ფერადი დეკორაციები თქვენს ყურადღებას მაინც მიიპყრობს. ხვიჩა მაღლაკელიძისა და ციცია მეტრეველის გარდა, სერიალში კიდევ ერთი ახალგაზრდა წყვილია – ნინო და დათუნა, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები – გვანცა კანდელაკი და როლანდ ოქროპირიძე ასრულებენ. როგორ მოირგეს მსახიობებმა როლები, მოსწონთ თუ არა ამ სერიალში თამაში და გაუჩნდათ თუ არა სერიოზულად ცოლქმრული გრძნობა – ამას თავად გიამბობენ.


– როგორ მოხვდით ამ სერიალში და როგორ მოირგეთ თქვენი როლები? ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ძალიან სასაცილო წყვილი ხართ.

გვანცა კანდელაკი: ჩვეულებრივად! პროდიუსერმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მოვედი. ძალიან დატვირთული დღე მქონდა. დღის ბოლოს შემოვირბინე და უცბად მოხდა ყველაფერი – მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო. ძალიან გამეხარდა. თეატრალურის კინომსახიობთა ფაკულტეტი დავამთავრე და მას შემდეგ სხვადასხვა თეატრში ვმუშაობ. მარჯანიშვილის თეატრიდან მიცნობდა ეკა და აქედან გამომდინარე მომიწვია ამ როლზე. ჰო, რა ვიცი, ალბათ, სასაცილოა, რომ ქმარი ასეთი მაღალია და ცოლი – დაბალი, მაგრამ, კიდევ უფრო სასაცილო ის არის, რომ ოჯახში მთავარი წამყვანი ძალა ქალია და ასეთი პატარა გოგო ამხელა კაცს იბრიყვებს.

როლანდ ოქროპირიძე: გამომდინარე იქიდან, რაც დღეს ტელევიზიებში ხდება, რასაც მიაჩვიეს მაყურებელი და რაც ხალხს მოსწონს, იმას ვაკეთებ. თან, მშვენიერი ანაზღაურებაა. მიმაჩნია, რომ, როდესაც მსახიობი ხარ, რაღაც კომპრომისებზეც უნდა წახვიდე, ყველაფერი უნდა სცადო და მოსინჯო. პირველად იყო „ბიჭები და გოგონები”, მერე „ჩიფსების თაობაში” ჯუგლაძეს ვთამაშობდი და ახლა აქ ვარ. ორი წელი არ ვმუშაობდი და ჯგუფთან მუშაობის მონატრების მომენტი იყო. დიდად არ მომწონს ჩემი გმირი, რაღაც დებილი, შეშინებული, დამფრთხალი, კომპლექსიანი, გაუბედავი და ჩაკეტილი ქმარია, გადაწყვეტილებების მიღება რომ უჭირს და მის მაგივრად ცოლი წყვეტს ყველაფერს, მაგრამ, მაინც საინტერესოა.

– წარმოგიდგენია, ცხოვრებაშიც ასეთი ცოლი რომ შეგხვდეს?

– რომ მჩაგრავდეს, ასეთი ვერ წარმომიდგენია. პირველ ყოვლისა, ისეთს მოვიყვან, მე რომ მეყვარება და მასაც ვეყვარები, დანარჩენი – მინიშნება, რაღაცეების თქმა – ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩვეულებრივი მომენტია. უამრავი ოჯახია, სადაც ფუნქციებიც გადანაწილებული აქვთ: ზოგჯერ კაცი იღებს ინიციატივას, ზოგჯერ ქალი. წინასწარ არაფერი ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ ის, რომ თვალები მიბრიალოს საზოგადოებაში – გამორიცხულია. როდესაც ცალკე ვიქნებით, მაშინ შეიძლება შენიშვნების მიცემა, ოღონდ, იმასაც გააჩნია, რაზე.

– შენ თუ მოგწონს შენი როლი?

გვანცა: ყველაფერი მომწონს, ამ სერიალში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ისე უყვარს დათუნას თავისი მეუღლე, რომ ყველა სურვილს უსრულებს, თუნდაც ისეთ კაპრიზს, როგორიც არის ოჯახში წამყვანის როლის დათმობა. ეს, ალბათ დადებითიცაა და, რაღაც მომენტში უარყოფითიც, მაგრამ, კომიკური სერიალია და ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როცა გადამწყვეტი სიტყვა ყოველთვის ცოლს ეკუთვნის, მაგრამ, სერიალში საჭიროა, რომ ასეთები ვიყოთ. ეს რომ ცხოვრებაში ხდებოდეს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

– შენი მომავალი ქმარი რომ ასეთი იყოს, ალბათ, ჭკუიდან გადახვიდოდი.

– არა, ასეთი ვერ წარმომიდგენია, საერთოდ, ვერანაირი ვერ წარმომიდგენია. არ მიფიქრია იმაზე, რომ კონკრეტულად ასეთი ფერის თვალები, ხასიათი, თმის ფერი ან მანერები უნდა ჰქონდეს. ყველაფერი ბუნებრივად ხდება, თუმცა, როგორც იტყვიან, სიყვარული ბრმა და ყრუა და შეიძლება, კვაზიმოდოსაც კი გავყვე ცოლად, თუ მეყვარება.

– კვაზიმოდო არ ვიცი, მაგრამ, ისე, როლანდი ცუდი ბიჭი არ არის.

– გამორიცხულია როლანდზე ვიფიქრო, იმიტომ რომ, ახლა არ გამიცნია, დიდი ხანია ვიცნობ და ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ერთად ვმუშაობთ და ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა. გულწრფელად გეუბნები.

– როლანდ, შენ მაინც იაქტიურე, თორემ, გვანცა შეიძლება მართლა კვაზიმოდოს გაჰყვეს ცოლად.

– გვანცა მართლა ძალიან კარგი გოგოა, ჩვენ მეგობრები ვართ და ერთად ვითამაშეთ მარჯანიშვილის სპექტაკლში „ქაქუცა ჩოლოყაშვილი.”

სერიოზული, ცოლქმრული გრძნობა ნამდვილად არ გვაქვს. დაახლოებით სამი წელია, ვიცნობთ ერთმანეთს და, თუ რამე ეგეთი უნდა მომხდარიყო ჩვენ შორის, აქამდეც მოხდებოდა.

– შენი გმირის მსგავსად, ეჭვიანი ქმარი ხომ არ იქნები?

– ალბათ ვიქნები იმდენად, რამდენადაც საერთოდ მშვენივრად ვხედავ, ვგრძნობ და აღვიქვამ ყველაფერს.

– გვანცა შენ, მორჩილი ცოლი იქნები თუ, პირიქით, ქმარს თვალებს დაუბრიალებ, როგორც სერიალში?

– ყველაფერი რომ მე გადავწყვიტო, ალბათ, ასე არ იქნება, მაგრამ, არც ის მინდა, რომ ყველაფერი ქმარმა გადაწყვიტოს. რატომ უნდა აბრიალოს თვალები ცოლმა – არც ეს მესმის. თუ ისე წავიდა ურთიერთობა, რომ თვალების ბრიალზე გადავედით, ცუდად დამთავრდება.


скачать dle 11.3