კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგარიში – ხალხს



ტყემლით, ანუ მინისტრით სულ სხვაა



მართალია, გავემიჯნეთ (ოკუპაციის მუზეუმიც კი გავხსენით), მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ყველანი მაინც საბჭოთა წარსულიდან მოვღანღალებთ და, როგორც აღმოჩნდა, არაფერი არსებობს ისე რეალურად პოსტრევოლუციურ საქართველოში, როგორც საბჭოური წარსული. ჰოდა, რაკი არ არსებობს, დემოკრატიული ტალღის კიჩოზე მოქცეული მთავრობაც ეშხში შევიდა. ჰოდა, რაკი შევიდა, ინიციატივა „ანგარიში – ხალხს“, ზომაზე მეტადაც გახურდა, თანაც ისე უზომოდ, რომ მხოლოდ რუსთაველის გამზირი ვერ დაიტია, რუსთავიც მოიარა და თელავიც. აქედან გამომდინარე, მადლიერ მოსახლეობას საკუთარ ქალაქებსა თუ დაბებში არა მხოლოდ ცოცხალი მინისტრების ნახვა შეუძლია, არამედ თვალსაჩინოებებისთვის თვალის შევლებაც. მოგეხსენებათ, თითოეულმა სამინისტრომ თავისი პავილიონი გახსნა („ვე დე ენ ხას“ – ვისტავკა დოსტიჟენიი ნაროდნოგო ხოზიაისტვას – სტილში) და ასე აპირებს მთელი საქართველოს მოვლას. პრემიერ-მინისტრი (რომელსაც უკვე გავლა-გამოვლაზეც ეტყობა, რომ თანამდებობაც შეისისხლხორცა და სკამსაც მოერგო) თავადაც კმაყოფილია და იმაშიცაა დარწმუნებული, რომ მოსახლეობაც დაკმაყოფილდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უშუალოდ პირველი პირებისგან შეუძლია ამბის გაგება და მერე რა, რომ მოსახლეობა, წესით, მინისტრებისთვის ახლო მანძილიდან თვალის შევლების გარეშეც უნდა გრძნობდეს, რა უჭირს და ულხინს, მაგრამ როგორც ჩანს, ტყემლით, ანუ მინისტრით სულ სხვაა. ერთი სიტყვით, პოსტრევოლუციური საქართველოს მთავარი დევიზია: თვალი ჭამს და თვალი სვამსო, ოღონდ კვლავაც ბუნდოვანია, როდის გადაესხმება თვალის წყალი კუჭს.


скачать dle 11.3