კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასტეროიდ „ლუტეციას” პირველი ფოტოები


ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ეკს) კოსმოსური ზონდით „როზეტას” მიერ გადაღებული ფოტოები გაავრცელა. ზონდმა ახლოს გაუარა ერთ-ერთ მოზრდილ ასტეროიდს სახელად „ლუტეცია”. „როზეტამ” „ლუტეციას“ 15 კილომეტრ-წამში სიჩქარით ჩაუქროლა და მაქსიმალური მიახლოებისას მათ შორის მანძილი 3 200 კილომეტრი იყო. ამ მოვლენას პირდაპირ ეთერში აკვირდებოდნენ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დედამიწასა და „ლუტეციას“ შორის მანძილი 450 მილიონი კილომეტრია, ამიტომ სიგნალი „როზეტადან” 25 წუთისა და 21 წამის დაგვიანებით მოდიოდა.

„როზეტა” ტექნიკის უახლესი მიღწევებითაა დახუნძლული. მისი მიზანია მზის სისტემის სხვადასხვა საინტერესო ობიექტის შესწავლა, რამაც ნათელი უნდა მოჰფინოს მზის სისტემის წარმოშობის საიდუმლოებას და მის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია ასტეროიდი „ლუტეცია”.

ახლოს „ჩაიარა” კოსმოსურმა ხომალდმა. იგი 1852 წელს აღმოაჩინა გერმანელმა მეცნიერმა ჰესმან გოლდშმიდტმა. მისი ზომებია 132X101X76 კილომეტრი. მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება „ლუტეციამ“ თავისი ზომებითა და ულტრაიისფერი გამოსხივების უცნაური სპექტრით მიიპყრო, რის გამოც მეცნიერები მის შემადგენლობაში ყინულის არსებობას ვარაუდობენ.


скачать dle 11.3