კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლას-ვეგასის მცხოვრებმა მეოთხეჯერ მოიგო მილიონი


ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილი ქალაქის – ლას-ვეგასის მცხოვრებმა ჯოან ჰინტერმა ლატარიაში რამდენიმე მილიონი დოლარი მოიგო. ჰინტერს მართლაც გაუმართლა, მაგრამ ამბავი მით უფრო საოცარია, რომ ეს მეოთხე შემთხვევაა მის ჰინტერის ცხოვრებაში. დიახ, ჯოან ჰინტერმა მეოთხედ შეძლო ის, რაზეც ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ ოცნებობს.

პირველად 1993 წელს მოიგო 5,4 მილიონი დოლარი ჯოანმა. იმ ლატარიაში მოგების შანსი იყო 1:16 მილიონთან. მეორედ 2006 წელს – მან 2 მილიონი „ჩაიჯიბა”, შემდეგ, 2008-ში, იღბლიანმა ქალბატონმა 3-მილიონიანი „კუში“ მოხსნა და ამ შემთხვევაში წარმატების შანსი იყო 1:19 მილიონთან.

„ეს ასტრონომიული შემთხვევაა, – ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი მაიკლ სტარდბერგი, – მაგრამ სტატისტიკას მეხსიერება არ აქვს, ჯოანს კვლავ რჩება შანსი, მომავალშიც მოიგოს მილიონები”.

63 წლის ჯოან ჰინტერის ჯამური „შემოსავალი” 20,4 მილიონი დოლარია. პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ იღბლიანი მილიონერი ბილეთებს ტეხასის შტატის ქალაქ ბოშოში ყიდულობს – როგორც ჩანს, ეს ქალაქი მისთვის იღბლიანი გამოდგა.

ჰინტერის თხოვნით, ლატარიის კომპანიამ უზრუნველყო მისი პერსონის შესახებ მინიმალური ინფორმაციის გავრცელება, ამიტომ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო იღბლიან ადამიანზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

საზოგადოებამ იცის მხოლოდ ის, რომ იგი გამდიდრებამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და ლექციებს კითხულობდა, რომ ის გაუთხოვარია და შვილები არ ჰყავს.

საინტერესოა, ვის დაუტოვებს ჰინტერი თავის მილიონებს?


скачать dle 11.3