გია მურღულიას კოლექციიდან
ტიპი რეკავს:
– ალო, გამოსაფხიზლებელია?
– დიახ.
– ქიბროწაშვილი მაიყვანეს?
– არა, ჯერ არ მოუყვანიათ.
– არც მაიყვანენ, სახლში ვსვამ, თქვენი დედაც...
***
მონადირეების საუბრიდან:
– ისეთი ჭკვიანი ძაღლი მყავს პურზე ვაგზავნი ხოლმე. შენი რას შვრება?
– ჩემი თვითონ აცხობს.
***
საბაჟოზე:
– გახსენით თქვენი ჩემოდანი!
– კი, მაგრამ, მე არ მაქვს ჩემოდანი!
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?!
კანონი ყველასთვის ერთია.
***
ქმარი უგონოდ მთვრალი დაბრუნდა შინ. ცოლი ლანძღავს:
– იდიოტო, კრეტინო, დეგენერატო, უტვინო, არამზადა!
– გვერდით ოთახიდან ბავშვის ხმა:
– დედი, მე მეძახდი?
***
სამშობიაროში ტელეფონი რეკავს და მედდას ეკითხებიან:
– თქვენთან გუშინ ქალიშვილი მოიყვანეს, უნდა ემშობიარა და ხომ არ იცით, რა ეყოლა?
– ჩვენთან ქალიშვილები არ მოჰყავთ!
***
მიხოსთან სტუმრად სიდედრი და სიმამრი არიან. ყველას ერთად სძინავს, მიხოს გარეთ გასვლა მოუნდა და ცოლს გადააბიჯა.
– ვაიმე, რას მიპირებ, დედაჩემთან და მამაჩემთან მრცხვენია – წაიჩურჩულა ცოლმა.
– მიხომ სიდედრს გადააბიჯა. სიდედრს გამოეღვიძა და უთხრა:
– რას შვრები, მღუპავ?! ქმარ-შვილთან ვერ ვიზამ.
მიხომ ამასობაში სიმამრსაც გადააბიჯა. სიმამრმა დაიყვირა:
– ე, ბიჭო მიეცით ვიღაცამ, თუ არა, მე მომადგა!!!
***
ტურისტი გიდს ეკითხება:
– ამ ძეგლზე გენერალი ასეთ უცნაურ პოზაში რატომ არის გამოსახული?
– ცხენზე უნდა ყოფილიყო შემომჯდარი, მაგრამ მერიას ფული არ ეყო!
***
ექიმთან მისაღებში ტიპი ზის, თავში ნაჯახი აქვს ჩარჭობილი. ექიმი ავადმყოფობის ისტორიას ავსებს და მშვიდად ეკითხება:
– ბავშვობაში ქუნთრუშა და ყივანახველა გადაიტანეთ?
***
კაცმა მდივანი გამოცვალა.
ცოლი ეჭვით ეკითხება:
– იმედი მაქვს ძველი მდივანივით თოჯინას არ ჰგავს.
პატარა გოგონა თოჯინას ხსენებაზე საუბარში ჩაერია:
– მამიკო, ზურგზე რომ აწვენ, თვალებს ხუჭავს?
***
– რატომ თქვი ჩემზე, კრეტინიაო?! – მიუვარდა ჭიჭიკია ბიჭიკიას.
– აუ, მაპატიე, სიმონ, არ ვიცოდი, თუ მალავდი...
***
– აბა, კარგი თევზი, ცოცხალი.
– ახალია? – კითხულობს ქალი.
– ვერ ხედავ, ცოცხალია, ფართხალებს.
– მასე ჩემი ქმარიც ცოცხალია და ფართხალებს, მარა რა ხეირია?!