ანეგდოტები
შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენლის კლიპის გადაღებისას მომღერალი დიდი სიმაღლიდან ვარდება. ირგვლივ შეგროვილი ხალხი მოულოდნელობისგან დაიძაბა და გაირინდა. უცბად ვიღაცამ იკითხა:
– მოასწარით მაინც სურვილის ჩაფიქრება?
***
არავითარი მკითხაობა. ტესტი უსანთლოდ და ზუსტად გეტყვით თქვენი ოპტიმიზმის ხარისხს:
1. გიყვართ რომანტიკული საღამო სანთლის შუქზე?
ა) არა. სანთელი გადაუხდელობის გამო გამორთულ შუქს მაგონებს;
ბ) არა. სანთელი პანაშვიდებისა და გასვენების ასოციაციას იწვევს;
გ) არა. ცხოვრება სანთელივით მოკლეა და მალე ქრება.
***
ცოლ-ქმარი ჩხუბობს და ერთმანეთის ყველა ნათესავი გალანძღეს.
ცოლი: ყველაზე შეიძლება რამე თქვა‚ მაგრამ მამაჩემზე? შენთვის ზედმეტი სიტყვაც რომ არ უთქვამს‚ ამ წყნარმა‚ უპატიოსნესმა კაცმა სიკეთის მეტი რა გაგიკეთა?
ქმარი: შენ!
***
ბრალდებული:
– სასამართლოს ვთხოვ‚ გაითვალისწინოს‚ რომ სიდედრი განსაკუთრებული თავდაცვის აფექტში მოვკალი.