ანეგდოტები
პატრიოტთა ბანაკში ახალი ნაკადი ჩავიდა და ბარგს ალაგებენ. ჯგუფის ხელმძღვანელი ეკითხება ბიჭს‚ რომლის ბარგში ქოლგა შენიშნა.
– ბანაკში ქოლგა რად გინდა?
– თქვენ დედა გყავთ? – კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
***
ქალი მივიდა სექსოლოგთან:
– ექიმო‚ იქნებ დამეხმაროთ‚ ჩემს ქმარს თითქმის აღარ აინტერესებს სექსი.
– აიღეთ ეს კაფსულები‚ სულ ახალია‚ ექსპერიმენტული‚ გამოცდა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გაუვლია. ორს დაალევინებთ და მერე მომიყევით თქვენი ამბები...
ორი დღის შემდეგ ქალმა მოირბინა:
– ექიმო‚ ეს სასწაულია! უშველა! როგორც კი მიიღო‚ ოცი წუთის შემდეგ ორჯერ‚ საღამოს – სამჯერ‚ ღამით – ორჯერ‚ დილას‚ სამსახურში წასვლამდე‚ სადილზე მოირბინა‚ არც უჭამია. სამსახურიდან დაბრუნებულმა ერთხელ‚ შემდეგ ცოტა წაიხემსა და – ორჯერ. სიკვდილის წინ კი – კიდევ ორჯერ.
***
როცა „სასწრაფო დახმარების“ მანქანას ვხედავ ჩართული სირენებით‚ გული მეკუმშება იმ უბედურზე ფიქრით‚ შიგ რომ წევს... ვიღაცას უჭირს‚ შეიძლება, საავადმყოფომდე ვერც მიასწროს. ქუჩაში კი სულ საცობებია‚ შუქნიშნები‚ არავინ გზას არ უთმობს... ვფიქრობ‚ ვფიქრობ‚ უკნიდან კი ვიღაცის კვნესა მესმის...