კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სექსი და მიწისძვრა



გასულ კვირას, მაშინ, როდესაც საქართველოს მინისტრები თავიანთი პავილიონების ხან აწყობით იყვნენ გართული, ხანაც – დაშლით, ლამის სრულიად საქართველო მიწისძვრამ შეაზანზარა. რაკი ეპიცენტრი რაჭაში იყო, შესაბამისად, სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ რაჭა დააზარალა. თუმცა ამ სამწუხარო ფაქტის მიუხედავადაც, ინფორმაცია საერთო მაუწყებლებმა საქართველოს მოსახლეობას დაგვიანებით მიაწოდა (იმდენად, რომ მედიაზე შეყვარებული მოქალაქე დაეჭვდებოდა, ხომ არ მომეჩვენაო). მეტიც, მაინცდამაინც, არც განგაშის ზარები დაურისხებიათ (სავარაუდოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პანიკა კლავს) და, მაინცდამაინც, არც საქართველოს მთავრობას გამოუჩენია ოპერატიული რექცია, თუმცა რამდენიმე დღეში რაჭა, როგორც დაზარალებული რეგიონი, საქართველოს მთავრობის სრულიად შემადგენლობამ დააფასა. მეტიც, იქ სხდომაც გამართა და, რაც მთავარია, ეს პროცესი აქტიურადაც გაშუქდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მიწისძვრით დაზარალებულ ონში პოლიციის შენობაც გაიხსნა, გარემონტებული სკოლაც და მინისტრმა ტყეშელაშვილმა საგზაო სამუშაოებიც მოინახულა, გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობამ რაჭაში, უპირველესად, საკუთარი მიღწევების გამოსაჩინებლად გაიბრწყინა. ამჯერად თვალსაჩინოებების გარეშე, ოღონდ იმავე პრინციპით: თვალი ჭამს და თვალი სვამსო. თუმცა ისიცაა, რომ გაბრწყინების პარალელურად მთავრობა დაზარალებულებს თავისი სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასაც დაჰპირდა. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ მთავრობა დახმარებას ყოველ წელს ყველა დაზარალებულს ჰპირდება, რთული სათქმელია, როდის მიაღწევს დაპირებული ადრესატებამდე.

რაც შეეხება მიწისძვრას და ამის ფონზე მთავრობის ოლიმპიურ სიმშვიდეს: ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში არ იყო სექსი და მიწისძვრები, პოსტრევოლუციურ საქართველოში კი ჯერჯერობით მხოლოდ სექსია, რაც კარგი დასაწყისია და გვაფიქრებინებს, რომ მალე მიწისძვრებიც დაიმსახურებს ჩვენს პატიოსან გვამთა ჯეროვან და ოპერატიულ ყურადღებას.




скачать dle 11.3