კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს თავის აკადემიელ მეგობრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ


38 წლის ხათუნა თამაზის ასული მახათაძე ეძებს 38 წლის სესილი სულიკოს ასულ არაბიშვილსა და 37 წლის ირმა სურმანიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობრებს: 37 წლის ირმა სურმანიძეს და 38 წლის სესილი არაბიშვილს. ჩვენ სამნი, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან, განუყრელი მეგობრები ვიყავით, ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი და ვიცოდით ერთმანეთის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ სესილიმ სენაკში დაამთავრა სკოლა, ირმა ბათუმში იზრდებოდა, მე კი ხაშურელი ვარ. სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვეძებ ჩემს მეგობრებს, მაგრამ, უშედეგოდ. იმ მობილური ტელეფონის ნომრებზეც, რაც მე მაქვს, არავინ პასუხობს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მათ პოვნაში, მაქვს სესილის ფოტო, რომელზეც ის დაახლოებით 19 წლისაა, დიდად არ იქნება შეცვლილი და, იმედია, ვინმე იცნობს და გამომეხმაურება.

– გვიამბეთ თქვენი მეგობრობის ისტორია, სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

– მე და ჩემმა მეგობრებმა, ირმამ და სესილიმ, ერთმანეთი გავიცანით 1989 წელს, მისაღები გამოცდების დროს. სამივე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვაბარებდით გამოცდებს: მე – ქანდაკების ფაკულტეტზე, ირმა და სესილი კი – მოდელირებასა და გობელენზე. სასწავლებლის დასრულების შემდეგ აკადემიაში ჩავაბარეთ და ძალიან დავახლოვდით. უამრავი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს ერთმანეთთან. რაღაც დროის განმავლობაში სამივე ერთადაც კი ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. ძალიან კარგი წლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობის მეგობრები შეიძლება ადამიანს უამრავი ჰყავდეს, ამ ორ ადამიანს მაინც გამოვარჩევდი. მე ისინი ძალიან მიყვარს და მენატრება. 2000 წელს კი, როდესაც მე უკვე ოჯახიც დიდი ხნის შექმნილი მქონდა, ჩვენი მეგობრობა კი, ბუნებრივია, ისევ გრძელდებოდა, ჩემმა მეუღლემ და სესილიმ ერთად მონათლეს ირმა და ასე გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა ნათელმირონობაში. ჩემთვის მათი პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვეცადე, რომ ისინი დამოუკიდებლად მომეძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან რთული ყოფილა ადამიანის პოვნა. სესილის ბოლო საცხოვრებელ მისამართზეც კი ვიყავი მისული ვარკეთილის მასივში, მაგრამ, ბინა გაყიდული დამხვდა, ხოლო რა მისამართზეც იქ მცხოვრებმა ქალბატონმა მიმასწავლა, ვერც იქ ვერ ვიპოვე. ვიცი, რომ სესო დაიბადა ქარელის რაიონში სოფელ ბრეთის მეურნეობაში, მაგრამ სკოლის პერიოდი გაატარა სენაკში. კიდევ ის ვიცი, რომ სენაკში სესოს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ასევე ჰყავს ერთი ძმა და სამი და, თუ არ ვცდები, ძმის სახელია გოჩა.

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ მეგობრობის გარდა, ნათელმირონობაც გაკავშირებდათ?

– იცით, ვერ ვხვდები მიზეზს, რა უნდა მომხდარიყო, რომ ისინი მე არ დამკავშირებოდნენ, როგორც გითხარით, ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. 2007 წელს, ანუ სამი წლის უკან ირმა, როგორც ვიცი, ბათუმში დაბრუნდა შვილთან ერთად, რომელიც ამჟამად 7 წლის უნდა იყოს და სახელად ნიკა ჰქვია. ირმა და სესილი ყოველთვის ერთად იყვნენ. ამიტომ, მგონია, თუკი ერთს მაინც ვიპოვი, აუცილებლად მივაგნებ მეორესაც. სესილი კი ბოლოს 2007 წლის სექტემბერში ვნახე – ის სტუმრად იყო მოსული ჩემთან, მითხრა, რომ აპირებდა გურიაში, თუ არ ვცდები, ლანჩხუთში, ინტერნეტკაფეს გახსნას. მას შემდეგ მე ის აღარ მინახავს. იმედია, უბრალოდ, ვერ მიკავშირდებიან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან. ძალიან მინდა მათი პოვნა და ამბის გაგება – როგორ არიან, სად არიან. სამწუხაროდ, ირმასა და სესილის ერთობლივი ფოტო არ გამაჩნია, მაქვს მხოლოდ სესილის ფოტო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მას ვინმე იცნობს. მათი პოვნა ჩემთვის დიდი სიხარული იქნება. მთელი ჩემი საახლობლო ჩართულია ძებნის პროცესში, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელით.

P.S. რუბრიკა „დაკარგულების“ 4 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელშიც პატიმარი ქალი ეძებდა თავის ბიოლოგიურ დედას. საბედნიეროდ, ის ნაპოვნია. ვუსურვებთ პატიმარ ქალბატონს ირმა ირემაძეს, სასჯელის მალე მოხდას, ხოლო მის ბიოლოგიურ დედას კი ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს და ვულოცავთ მათ 28 წლის დაშორების დამთავრებას. ასევე, ნაპოვნია 11 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული ისტორიის გმირი, რამინ სიჭინავა, რომელსაც ეძებდა ლუდმილა კოვალენკო.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3