კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები მოგებას ითვლიან


სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად, ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები წაგებულები არ დარჩებიან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ ამ ჩემპიონატის პირველი ფინანსური შედეგები შეაჯამა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით, ჩემპიონატის წყალობით, მთლიანი შიდა პროდუქტი 0,4 პროცენტით გაიზარდა. ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც 2006 წელს გერმანიაში იყო. წინასწარი მონაცემებით, მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის შედეგად, ქვეყანამ 4,9 მილიარდი დოლარი მიიღო, მაშინ როცა მის მოსამზადებლად და გასამართავად 4,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. აფრიკული მსოფლიოს ჩემპიონატის წყალობით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია – „ფიფაც“ დიდ შემოსავალს მიიღებს. მისი მოგების მთავარი წყარო ჩემპიონატის ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვაა. არსებული მონაცემებით, ჩემპიონატის გამართვიდან მიღებული საერთო შემოსავალი, ტელეტრანსლაციის გაყიდვის უფლების გათვალისწინებით, 3,2 მილიარდი დოლარია, სუფთა მოგება კი – 1 მილიარდი. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე 2006 წელს გერმანიაში მიღებული მოგება იყო. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა და განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას.


скачать dle 11.3