კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტიქიური უბედურებები და ეკონომიკური ზარალი


ბრიტანული კონსალტინგური კომპანია „მეპლკროფტის“ მიერ გამოქვეყნებულ „სტიქიური უბედურებებისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ინდექსში“, ბევრისთვის მოულოდნელად იტალია, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი იმ სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდნენ, სადაც ბიზნესის წარმოება სტიქიური უბედურების საფრთხის გამო არცთუ „საარხეინო“ საქმეა. ამ რეიტინგში ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის ლიდერები არიან: ჰაიტი, მოზამბიკი, ჰონდურასი, ფიჯი, ზიმბაბვე, სალვადორი და ნიკარაგუა. „სტიქიური უბედურებებისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ინდექსის“ შედგენის საფუძველი, – 1980-2010 წლებში, მიწისძვრების, ვულკანების ამოფრქვევის, ცუნამის, ქარიშხლების, წყალდიდობების, გვალვის, მეწყრის, ექსტრემალური ტემპერატურებისა და ეპიდემიების შეფასება გახდა. ზემოაღნიშნულ რეიტინგში დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და ინდოეთი საშუალოდ სარისკო ქვეყნებს შორის არიან დასახელებულნი. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბრიტანული კონსალტინგური კომპანია „მეპლკროფტის“ მიერ შედგენილი „სტიქიური უბედურებებისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ინდექსმა“, პირველ ყოვლისა ბიზნესმენები, ინვესტორები და სადაზღვევო სფეროში მომუშავე კომპანიები უნდა დააინტერესოს.


скачать dle 11.3