კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფრანგეთში მკაცრ საბიუჯეტო დისციპლინას მიმართავენ


მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საფრანგეთი აიძულა, გერმანიისთვის მიებაძა და მკაცრი ეკონომიის რეჟიმისთვის მიემართა. პარიზი და ბერლინი ერთობლივად ამზადებენ წინადადებებს ბრიუსელში წარსადგენად. ისინი მიზნად ისეთი კანონმდებლობის მიღებას ისახავენ, რომელიც სამუდამოდ აღკვეთდა საერთო ევროპული ვალუტის კრახის შესაძლებლობას. მომზადებულ წინადადებებს შორის დავალიანების მქონე სახელმწიფოების წინააღმდეგ საჯარიმო სანქციების შემოღებაცაა. საფრანგეთი, რომელიც ადრე გერმანიის მიდგომებს აკრიტიკებდა ეკონომიკასთან დაკავშირებით, დღესდღეობით მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის მომხრეთა ავანგარდში მოექცა. პარიზი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრობლემოდ ეგუებოდა საბიუჯეტო დეფიციტსა და ვალებს, კარდინალურ ცვლილებებს ახორციელებს თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში. საინტერესოა, რომ ამჟამად საფრანგეთის სახელმწიფო ვალი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 83,6 პროცენტია, გერმანიისა კი – 78,8 პროცენტი. იმ შემთხვევაში, თუ ბერლინისა და პარიზის ინიციატივა წარმატებულად განხორციელდება, ევროპელებს ცხოვრების წესის შეცვლა და კრედიტებით ცხოვრების სტილზე უარის თქმა მოუწევთ.


скачать dle 11.3