კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვახერხოთ ძრავის გადარჩენა, თუ წყალი დუღდება


სიცხეების მოახლოებასთან ერთად, საკმაოდ აქტუალური გახდა ავტომობილში წყლის პრობლემები, რომელსაც ძალიან ხშირად ძრავის დაზიანებამდე მივყავართ. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ წყალი ნორმალურ მდგომარეობას გადასცდა და რა დატვირთვა აქვს თერმოსტატს, ჩვენი რუბრიკის სტუმარი, მევლუდ მელაძე ისაუბრებს.

მევლუდ მელაძე: ძრავა მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს და, როდესაც მას გახურებაში გარემო პირობებიც ეხმარება, უფრო რთულ პირობებში უწევს მუშაობა. გაზაფხულიდან უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს ქალაქგარეთ სიარულს, აგარაკებზე ასვლას, რაც ძალიან დიდი დატვირთვაა იმ მანქანისთვის, რომელსაც პრობლემა აქვს.

– რა იწვევს წყლის დუღილს?

– თუ მანქანა წყლის დუღილს ზამთარში, ანუ სიცივეში იწყებს, ეს სულ სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ძირითადად, მისი პრობლემები თავს იჩენს ხოლმე სიცხეში. აღმართზე ასვლისას ძრავას მეტი ძალის გამომუშავება უწევს, ამასთან, მასზე გარე ტემპერატურაც მოქმედებს და ერთიანობაში ვიღებთ იმას, რომ წყლის ტემპერატურა 90 გრადუსს სცდება. თუ მანქანის წყლის სისტემა გამართულია, წყალი ნორმაზე მეტად არ დუღდება. წყლის სისტემაში არსებობს ასეთი ნაწილი – თერმოსტატი, რომელსაც ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე, დუღილამდე, წყალი გადააქვს გაგრილების სისტემაში, ანუ ის კრავს წრედს ძრავასა და რადიატორს შორის. რადიატორში ასხია წყალი, რომელიც შედის ძრავაში, ხურდება, ისევ მიდის რადიატორში და მისი მეშვეობით გრილდება. ეს ცირკულაცია არ უნდა დაირღვეს. წარმოიდგინეთ, რომ თერმოსტატი არის სარქველი, რომელიც ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ მისი გაღების შემდეგ გადადის ცხელი წყალი რადიატორში, ანუ, მაშინ იხსნება, როდესაც საკმარისად გაცხელდება წყალი და მას გაგრილება სჭირდება. ასეთ დროს ირთვება რადიატორის „ფენი“ და ხელახლა გაგრილებული წყალი შედის ძრავაში. არის შემთხვევები, რომ თერმოსტატი იღუნება, თავის თვისებებს კარგავს და აღარ იხსნება. ანუ ძრავაში მხოლოდ ცხელი წყალი ბრუნავს.

– მაგრამ, ხშირად თერმოსტატს საერთოდ იღებენ. ეს სწორი ქმედებაა?

– გაფუჭების შემთხვევაში, თერმოსტატი აუცილებლად უნდა გამოიცვალოს, მაგრამ მისი გაუქმება წყლის სისტემაში კატეგორიულად არ შეიძლება. ძველ მძღოლებს სჩვევიათ ამის გაკეთება, თუმცა, ხშირად ისე შემოეპარებათ ხოლმე ზამთარი, რომ ძრავას ვეღარანაირად ვეღარ ათბობენ და უკვე სერიოზული პრობლემები იწყება. რა ხდება ამ დროს?! თერმოსტატის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ცირკულაცია ხდება, ანუ, რადიატორიდან ძრავაში პირდაპირ გადაედინება გრილი წყალი და ის გათბობას ვერ ასწრებს, ისე გადმოდის უკან რადიატორში. ანუ, წყალი სულ გრილია. სიცივეში ეს უკვე საშინელებაა, რადგან, ძრავა შეიძლება გაიყინოს და გადასაგდები გახდეს.

– რა გავაკეთოთ, თუ წყალი უცებ აგვიდუღდა?

– პირველ ყოვლისა აუცილებლად უნდა გავაჩეროთ მანქანა, კაპოტი ავხადოთ და ვაცადოთ მანქანას გაგრილება. როგორი სიცხეც არ უნდა იყოს, ჩართეთ ღუმელი, თან, მაქსიმალურ სიმხურვალეზე, რომ ცხელი წყლის გადმოდინება მოხდეს ღუმელში. დაახლოებით თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ ძალიან ნელა, ისე, რომ იქიდან ამოსროლილმა ორთქლმა არ დაგწვათ, მოხადეთ წყლის ავზს ხუფი, ცოტა ხანს კიდევ აცადეთ გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ წყალი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით მდგომარეობა გამოსწორდა. ეს ხერხები, უბრალოდ, დაგეხმარებათ დანიშნულების ადგილზე, ან ხელოსანთან მისვლაში. მინახავს ადამიანები, რომლებიც ერთი კვირა და ათი დღეც დადიან ამ პრობლემით, მანამდე, სანამ ძრავის „პრაკლადკას“ ანუ საფენს დაწვავენ. ახლა კი მარტივ თეზისებად ჩამოვაყალიბოთ ეს თემა:

* წყალი დუღდება მაშინ თუ რადიატორის ავზი ან რომელიმე მილი წყალს აპარებს;

* თერმოსტატი არ ხსნის დროულად სარქველს;

* „პრაკლადკა“ დამწვარია, ძრავა ჰაერს იპარავს, წყლის სისტემაში წნევა იზრდება და იწყება დუღილი.

ერთი რამის თქმა მინდა აუცილებლად: თუ წყლის სისტემა გამართულად მუშაობს, ყველაფერი წესრიგშია და თავის საქმეს აკეთებს, მაშინ წყალს 45 გრადუსშიც არ აადუღებს.


скачать dle 11.3