„თბილისელების“ სამზარეულო
ბადრიჯანი სოკოთი
საჭირო ინგრედიენტებია: 1 კილოგრამი ბადრიჯანი, 250 გრამი ქამა სოკოს კონსერვი, 4 ცალი პომიდორი, 1 სადილის კოვზი მაიონეზი, უცხო სუნელი, მარილი, პილპილი, 1 კონა კამა, 1 კონა ქინძი, 2 სადილის. კოვზი ზეთი, 1 კონა მწვანე ხახვი.
მომზადების წესი: ბადრიჯანი გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ ტაფაზე, მოასხით ზეთი და მოხრაკეთ, დაუმატეთ სოკო და შუშეთ ორივე ერთად თავდახურულ ტაფაში. დაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, უყავით მაიონეზი, უცხო სუნელი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ცოტა კიდევ რომ მოიშუშება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი. აურიეთ და ხუთი წუთი კიდევ გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში.