„თბილისელების“ სამზარეულო
რომშტექსი სოუსით
საჭირო ინგრედიენტებია: ოთხი ნაჭერი ხბოს ხორცი (დაბეგვილი ან თავად დაბეგვეთ), მარილი, შავი პილპილი გემოვნებით. 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი. 50 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა, 100 მილილიტრი ძროხის ბულიონის კუბიკი, 100 მილილიტრი არაჟანი, 1 პომიდორი მოსართავად.
მომზადების წესი: ხორცი გარეცხეთ და შეაშრეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეწვით კარაქში ორივე მხრიდან, შეახვიეთ ფოლგაში. ტაფაზე, სადაც ხორცი შეწვით, დაასხით ბულიონი. დაუმატეთ არაჟანი, ტომატ-პასტა, უცხო სუნელი, ცოტა მარილი. ურიეთ სამი წუთი და ცოტას რომ იდუღებს, გადმოდგით. ხორცი დადეთ ლანგარზე, მოასხით თბილი სოუსი და შემოუწყვეთ პომიდვრის ნაჭრები.