კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხარჯავს გიორგი გურგულია ფულს და რატომ ვერ გამოვიდა მისგან „დამგროვებელი“


გიორგი გურგულია: ადრე უფრო მშვიდი ვიყავი, ოდესღაც (იცინის). ახლა ცოტა მიჭირს სიმშვიდის შენარჩუნება. თუმცა, ყოველდღიური პრობლემები დიდად არ მამწარებს. შეიძლება, უცებ ავღელდე, მაგრამ, სწრაფადვე ვწყნარდები. ჩემი სიბრაზე დიდხანს არ გასტანს ხოლმე.

– „ლომი“ ხომ არ ხართ ზოდიაქოთი?

– „ლომი“ ვარ, კი (იცინის).

– მერე, ლომს რომ კომფორტი უყვარს?

– მეც მიყვარს კომფორტი. არ მიყვარდა „პახოდებში“ სიარული. თვითონ სიარული კი არ მიჭირდა, იქ რომ ელემენტარული პირობები არ იყო – ვგულისხმობ შხაპსა და ტუალეტს, ამას ვერ ვეგუებოდი, ვერ ვისვენებდი. პირადი ჰიგიენა ჩემთვის ბავშვობიდანვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წყალბურთელი ვიყავი, შევეჩვიე შხაპს აუზში ჩასვლამდე და აუზის მერე, ამიტომ, წარმოუდგენელია, დღეში ერთხელ მაინც რომ არ ვიბანაო და, თუ ამის საშუალება არ მაქვს, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. კომფორტია ჩემთვის იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებთანაც თავს მშვიდად ვგრძნობ.

– მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ყველგან თავისი ბალიშით დადიან.

– არა, მე ასე არ ვარ. თუმცა, ფაქტია, რომ ყველაფერს საკუთარ საწოლში ძილი მირჩევნია. ყველაზე უკეთ მაშინ მძინავს, თვით ყველაზე კომფორტულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე უკეთაც კი.

– გახსოვთ, როგორ გადაიტანეთ საქართველოში ენერგოკრიზისის პერიოდი?

– როგორ არ მახსოვს. ძალიან მძიმედ. განსაკუთრებით, დასაბანი წყლის ნავთქურაზე გაცხელება იყო საშინელება (იცინის) – რამდენიმესაათიანი პროცედურა. მაშინ ძალიან ბევრს ვკითხულობდი სანთლის შუქზე და მხედველობა დავიზიანე. სანთლის ციმციმს ყვებოდა ხოლმე თვალი და მერეც კარგა ხანს მიციმციმებდა. ამის გამო თვალები გავიფუჭე.

– ახლა რომ ქრება შუქი, რეკავთ „ცხელ ხაზზე“?

– არასდროს დამირეკავს. ახლა იმედი მაქვს, რომ მალე მოვა. „თელასს“ არ ვაწუხებ, არც წყალკანალს, მშვიდად ველოდები, როდის მოგვარდება პრობლემა. თან, „დამრეკავებიც“ საკმაო რაოდენობით მყვანან (იცინის).

– საკუთარი ხელით რამის შეკეთებას შეძლებთ?

– რამის კი არა, ყველაფერი მეხერხება: გაყვანილობასაც მივხედავ, საკეტსაც შევაკეთებდა ელექტროობაშიც კარგად ვერკვევი. კარგია, როცა კაცს თავად შეუძლია ასეთი პრობლემების მოგვარება. ყოველთვის ჯობია, თვითონ იცოდე საქმე. მე ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხელსაწყოები. ბაბუაჩემს თითქმის ყველა ხელსაწყო ჰქონდა სახლში და არასდროს მიშლიდა მათთან ურთიერთობას, ვთამაშობდი და თან ნელ-ნელა ვსწავლობდი მათ დანიშნულებას. ჰოდა, ასე გავერკვიე ყველაფერში. თან, ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, ამდენი სათამაშო სად იყო. რაღაც ნაწილებს ვადნობდით, ფორმებში ვასხამდით და რკინის პისტოლეტებს ვაკეთებდით. ამიტომ, ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშალოთ ჩხირკედელაობა. უბრალოდ, ყურადღება უნდა, რომ არაფერი დაიზიანოს.

– სამზარეულოშიც ასეთი მარჯვე ხართ?

– რა თქმა უნდა. ხშირად არ მიწევს კერძების მომზადება, მაგრამ, როცა მაქვს „სერიოზული“ კერძის მომზადების სურვილი, მაგალითად, ჩაქაფულის, ძალიან კარგად გამომდის. საერთოდ, მამაკაცი უკეთესი კულინარია. ხომ იცით, კაცის მომზადებულ კერძს სხვა გემო აქვს.

– დიახ. კულინარია, მგონი, საერთოდ მამაკაცის საქმე იყო და ქალებს შემოგვაჩეჩეთ.

– გეთანხმებით. მეც ვფიქრობ, რომ მატრიარქატის დროს ნამდვილად ასე იქნებოდა. ნანადირევს კაცი ქალს არ მიაკარებდა და თვითონ მოამზადებდა (იცინის).

– როგორ ებრძვით „პახმელიას“?

– ძილით. ადრე უფრო ცუდი „პახმელიები“ მქონდა. კიდევ უფრო ადრე, ახალგაზრდობაში, საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო „პახმელია“. რამდენიც უნდა დამელია, მეორე დღეს ჩვეულებრივად მოვდიოდი და ვვარჯიშობდი. მეორე ეტაპი, რაღაც პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო – სამი-ოთხი დღე გრძელდებოდა ცუდად ყოფნა. ახლა, მგონი, შეეჩვია ორგანიზმი და ისე აღარ ვწუხდები.

– თქვენ და ფული. მფლანგველი ხართ?

– საშინელი. ჩემს ჯიბეში ფული არაფრით არ ჩერდება. ძალიან მიყვარს, როცა ჩემს ახლობლებს ვახარებ საჩუქრებით ან სადმე ვპატიჟებ. ყველაზე მეტი ფული მოგზაურობაში მაქვს დახარჯული. სულერთია, რამდენი მაქვს ფული, მაინც ერთ ტემპში ვხარჯავ. ერთნაირად ვხარჯავ ათ ლარსაც, ათასსაც და მილიონსაც.

– მილიონი ხომ არ დაგიხარჯავთ ჯერ?

– ასი ათასი დამიხარჯავს ათი ლარის ტემპში. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტია, სტაბილური შემოსავალი მქონდეს. თვეში რაღაც განსაზღვრული თანხა, ერთიანად დიდი ფული არ უნდა მომცე. ჩასაცმელი და დასახური აბსოლუტურად არ მაღელვებს. ძალით შემიყვანდნენ ხოლმე ჩემი ცოლები მაღაზიაში, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის საყიდლად, ფეხსაცმელი რომ დაგეხევა, მაშინ ხომ მაინც უნდა იყიდო ახალი. (იცინის) არც ჩანთა ჩამილაგებია სამოგზაუროდ წასულს. რაც დამჭირვებია, იქვე მიყიდია, ძველი კი გამიხდია და გადამიგდია. ჩანთისა და ჩემოდნის თრევას ეს მირჩევნია. ბევრი ფულიც რომ მქონდეს, მაინც ასე ვიცხოვრებ. არ ვარ მე დამგროვებელი. ბავშვობაში ვაგროვებდი საფოსტო მარკებს და მერე ისიც ერთიანად გავაჩუქე. არ ვვარგივარ შემგროვებლად (იცინის).


скачать dle 11.3